17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ტრადიციისამბერ საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა, არც თუ ისე ბევრმა იცი თუ რა კავშირშია აღნშნული ტრადიცია წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან.
Category Archive: რელიგია
დეკ 17
რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?
ნოე 23
გიორგობას გილოცავთ!
აპრ 18
წითელი პარასკევი – იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მაი 10
კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა
ბევრს კუ-კლუქს-კლანი მხოლოდ ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი ორგანიზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. კუ-კლუქს-კლანი, როგორც ორგანიზაცია, 1866 წელს ჩამოაყალიბეს კონფედერაციის არმიის ვეტერანებმა. საინტერესოა, რომ დასაწყისში იგი შეიქმნა როგორც იუმორისტული სოციალური კლუბი და შექმნილ ვითარებაზე იუმორითა და ბუნდოვანი რიტუალებით რეაგირებდა, თუმცა სულ მალე დაუნდობელი ტერორის სიმბოლოდ იქცა და მიზნად დაისახა ზანგების დაშინება, დასჯა და მათი ჩამოცილება ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობისგან. ორგანიზაციის დასახელება, კუ-კლუქს-კლანი, წარმოდგება ბერძნული სიტყვის “კუკლოსისა” (რაც წრეს ნიშნავს) და ინგლისური (უფრო სწორად, შოტლანდიურ-ირლანდიური) “კლანის” ერთიანობისგან.
სამოქალაქო ომში დამარცხებულმა სამხრეთელებმა კლანის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეს ხმების მიცემა რესპუბლიკური პარტიისთვის. კლანელებმა ათასობით ზანგი გამოასალმეს სიცოცხლეს, მარტო ფლორიდაში 150 ზანგი მოკლეს. მაგრამ 1870 წლისთვის კლანის გავლენა შესუსტდა, ხოლო 1871 წელს, პრეზიდენტ გრანტის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული 1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონის მეშვეობით (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუ-კლუქს-კლანის კანონი), კლანი საერთოდ განადგურდა. ამ კანონის თანახმად, კლანის წინააღმდეგ შტატის მილიცია კი აღარ იბრძოდა, რომელიც უეფექტო იყო და ზოგჯერ თანაუგრძნობდა კიდეც საკუთარი შტატის მკვიდრთ, არამედ ფედერალური ჯარი. კლანის წევრებს კი არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლოები ასამართლებდნენ, სადაც ნაფიცი მსაჯულები ძირითადად ზანგები იყვნენ.
იან 27
წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს
შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე.
იან 11
საქართველოს ღირსების მპყრობელები
დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს.