loading...

Category Archive: რელიგია

მარ 21

საკვირაო ქადაგება (20 მარტი 2011 წელი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაზე რთული, რაც კი არსებობს სირთულეთა შორის, ადამიანის შეცნობაა. შეცნობა საკუთარი თავის…

რა არის, ვინ არის ადამიანი? თუ ის ხატია ღვთისა, რატომ უნდა ეცემოდეს? როგორ შეიძლება, ადამიანი არ იყოს ღვთის ხატი, თუ უფალი ამბობს ამას?!…

ადამიანი სამ განზომილებაში შეიცნობა. ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი. არ შეიძლება პიროვნება მხოლოდ წარსულით განვსაზღვროთ, ან იმით, თუ რამდენად კეთილშობილია, ან რამდენად ცოდვილი გახლდათ წარსულში.
აუცილებელია ადამიანი სამივე განზომილებაში დავინახოთ.

თქვენ გახსოვთ მარიამ მეგვიპტელი, თუ რამდენად ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ისე ამაღლდა, განიწმიდა თავისი სული, გონება, სხეული, რომ ანგელოზს დაემსგავსა. მხოლოდ წარსულში რომ ვისაუბროთ მარიამ მეგვიპტელზე, ცუდის მეტს ვერაფერს ვიტყვით. Read the rest of this entry »

მარ 20

საკვირაო ქადაგება (13 მარტი, 2011წელი)

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად.

დიდი მარხვის პირველ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი, რაც დაკავშირებულია VII-VIII საუკუნეებთან, როდესაც ზოგიერთი ამბობდა, რომ ხატი არ იყო საჭირო, რომ ის გახლდათ კერპი და ხატთან მთხვევას კერპთმსახურებად მიიჩნევდა.

იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომელნიც ხატში პირველ სახეს ხედავდნენ.

როდესაც ჩვენ ვემთხვევით წმიდა სამების ხატს, ჩვენი სულიერი სამყარო გადადის იმ უსასრულობაში, სადაც ბრძანდება წმიდა სამება. ხატი არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ ზეცას, ზეციურ სამყაროს.

უნდა ითქვას, რომ ადამიანის მიერ გაკეთებული ყოველი საგანი, საქმე გახლავთ მისი ხატი, მისი ავტოპორტრეტი.
Read the rest of this entry »

მარ 07

საკვირაო ქადაგება (6 მარტი, 2011 წელი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა
და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება
-წარმოთქმული შენდობის კვირას

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა, დღე სულიერი განწმენდისა…

სადაც სინანულია, იქ არის განწმენდა და იხსნება გზა სასუფევლისაკენ, სულიერი ამაღლებისაკენ…

ამიტომ დღეს ჩვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა ყველას, ვისაც მივაყენეთ შეურაცხყოფა, ან ცილი დავწამეთ. შევურიგდეთ მათაც, რომელთაც ჩვენ მოგვაყენეს ტკივილი. Read the rest of this entry »

მარ 03

ანტიქრისტე გვიახლოვდება

Read the rest of this entry »

თებ 23

ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთათვის

mamkodis monasteriჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულის ტოლფასი უნდა იყოს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემართება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, რაც ხშირად, ჩვენი თუ სხვისი მიზეზით, ვერ ხერხდება. იმის ნაცვლად, რომ ვიმდაბლებდეთ საკუთარ თავს, ვაწყდებით გაუთავებელ საუბრებს. ვერ ვაცნობირებთ, რომ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში კი არ მივდივართ, არამედ – ქრისტესთან, რომელიც მადლს გვანიჭებს. აი, რას გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთა შესახებ: Read the rest of this entry »

თებ 10

ბილწსიტყვაობით ბოროტს ვემსახურებით

ბილწსიტყვაობაბილწსიტყვაობა ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესადაა ქცეული. ახალგაზრდები გაბრაზებასა და წყენას უშვერი სიტყვებით გამოხატავენ, ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. ისინი ამ ცოდვაში ისე ჩაეფლნენ, რომ მის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რას ფიქრობს ეკლესია ბილწსიტყვაობის ცოდვის შესახებ და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მსგავსი სიტყვების ხშირად გამოყენებისგან? გვესაუბრება წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი,მამა გიორგი დარჯანია. Read the rest of this entry »

გვერდი 10 (14)« პირველი...89101112...ბოლო »