loading...

Category Archive: რელიგია

დეკ 20

ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები


ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს? Read the rest of this entry »

დეკ 07

ლოცვა

დედაო ღვთისა, შემწე მარიამ,
მუხლმოდრეკილი ჩოქვით მოვედი,
ღვთისმშობლის ცრემლით გაჟღენთილ ქვეყნის
დაუტირელი შვილი მოვედი.

Read the rest of this entry »

სექ 16

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. Read the rest of this entry »

ივლ 19

გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!


წმ. მოცქიულთა თავნი პეტრე და პავლე
ხატმწერი: მაგდა სოლოღაშვილი

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე”. Read the rest of this entry »

აპრ 15

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (15.04.2012)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლექრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).
ქრისტე აღდგა! Read the rest of this entry »

აპრ 13

ქრისტიანობა

ქრისტიანობაქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.

თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს.  Read the rest of this entry »

გვერდი 2 (14)12345...10...ბოლო »