loading...

Category Archive: რელიგია

აპრ 13

როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება. Read the rest of this entry »

აპრ 07

ქრისტიანული ტრადიციები

წითელი პარასკევიწითელი კვერცხი

წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.

კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკება. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა Read the rest of this entry »

აპრ 07

დღეს ხარებაა

დღეს ხარებაადღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: “ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: “როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: “სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი. Read the rest of this entry »

აპრ 04

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? Read the rest of this entry »

მარ 26

ისტორიული გამარჯვება – 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე “კეთილისმსურველებისგან”.

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა – 1811 წელს რუსეთის სინოდმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში. Read the rest of this entry »

მარ 22

ეკლესიის სამი ცთუნება

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს ჯვარ­ცმულ ღმერთს, რად­გან გრძნობს, რომ ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მის მი­ერ შეთ­ხზულ მი­თებ­სა და სიმ­დიდ­რეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (14)12345...10...ბოლო »