loading...

Category Archive: რელიგია

მარ 11

ათეიზმი – ურწმუნობა თუ მაღალი ინტელექტის გამოვლინება!?

ათეიზმი

საერთოდ ათეიზმი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ღმერთის გარეშე“, ათეისტები არიან ურწმუნოები (გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ ენაში ისინი მოიხსენიებიან ასე და არა უღმერთოები რადგან ეს უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის რწმენას.)ანუ არ სწამთ რაიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის და ა.შ.

ათეიზმი უძველესი დროიდან მოდის და მომდინარეობს, აი მაგალითად პლატონის აპოლოგიაში მელეთოსმა სოკრატეს ღმერთების ურწმუნოება დასწამა.. მაგრამ ადრე ამას ისეთი სავალალო შედეგები არ მოჰყვებოდა როგორც რენესანსის დროინდელ ევროპაში, ამის გამო გამოიგონეს ინკვიზიცია, რათა „ურწმუნოები“ დაესაჯათ რის გამოც ბევრმა გმომგონებელმა თავისი ნამუშევარი ვერ წარმოადგინა, რადგან შიში ჰქონდა, რომ ჯადოქრობას დასწამებდნენ და დაწვავდნენ კოცონზე, ამის მაგალითად ჯორდანო ბრუნო შეგვიძლია მოვიყვანოთ, მან თქვა რომ დედამიწა ბრუნავდა და იყო სფეროსებული, ხოლო ეკლესიამ იგი დაწვა რადგან მათ დოგმა და აქსიომა აზრის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ბრუნომ.

ათეიზმი საერთოდ სადისკუსიო თემაა და მისი გარჩევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ამას უბრალო მკითხველი და რელიგიური პირი ვერ გაარკვევს, ამ თემაზე უნდა საუბროდნენ ისეთები ვთქვათ როგორებიცაა რიჩარდ დოვკინსი, ჰოკინგი და ა.შ… რელიგია რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა – ვოლტერი. Read the rest of this entry »

მარ 02

თორმეტი მოციქული

13 ივლისს კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა დღეს აღნიშნავენ

კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა. Read the rest of this entry »

მარ 01

თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატი

ხატიხატის დღესასწაული დაწესდა 1613 წლის 14 მარტს. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის რუსეთის მეფედ არჩევის დღის აღსანიშნავად. თევდორესეული ხატი კოსტრომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში ეს ხატი ქალაქ კიდეკშის ახლოს აშენებულ სამრეკლოში იყო დასვენებული. ფსკოვის მთავარმა გიორგი ვსევოლოდის ძემ ხატის ქალაქ კიდეკშაში გადმოტანა მოისურვა. მაგრამ სამრეკლოში გაგზავნილმა მსახურებმა ხატის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს.მთავარი მიხვდა, რომ ღვთისმშობელს მისი ხატის სხვა ადგილად გადასავენება არ ენება, ამიტომ 1164 წელს მან სამრეკლოს ადგილას წმიდა სავანე აღაშენა და ზეციური დედოფლის ხატი ახლადაგებულ ტაძარში დააბრძანა. Read the rest of this entry »

თებ 15

მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესიყოველი წლის 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს და ამგვარად მოიხსენიებს იმ სასწაულს, მრავალი საუკუნის წინ რომ აღესრულა.
ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, “რადგან ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა-წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით.” ტაძარში მათ შემოეგებათ მოხუცებული, რომელმაც მკლავთა ზედა თვისთა მიირქვა ყრმა და შეჰღაღადა უფალს: “აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 29-32), შემდეგ კი ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და გააფრთხილა: ” თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი” (ლუკა, 2, 35).  ამ სიტყვებით მოხუცებულმა ის ტანჯვა იწინასწარმეტყველა, რომელიც მახვილივით განკვეთდა დედის გულს ჯვარცმული შვილის ხილვისას. ამ საოცარი მოხუცის სახელი სვიმეონი გახლდათ, რომელსაც სახარება მართალს უწოდებს. Read the rest of this entry »

თებ 10

რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?

პირჯვარი

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: “და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს.
ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა.

მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. “მე ვარ მწყემსი კეთილი” (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. Read the rest of this entry »

იან 29

წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია

ID წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა(ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (14)« პირველი...23456...10...ბოლო »