loading...

Category Archive: რელიგია

იან 07

საშობაო ეპისტოლე (7 იანვარი 2012 წელი)

უწმიდესიუწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

“ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს” (I პეტრე 5.5) მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14). ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით “სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით”(იოანე 1.14). დიახ, “დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი”(ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: “ჩვენთან არს ღმერთი”(მათე 1.23). გიხაროდეთ, ერნო, “რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ” (I კორ.27.6). მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა. იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ. Read the rest of this entry »

იან 06

შობას გილოცავთ!

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! მრავალს დაესწარით, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერები და გახარებულები! დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!!!

Read the rest of this entry »

იან 05

ჩვენი პატრიარქი

ისევ ისეთი ნელი, მოზომილი ნაბიჯით დადის და ასე გგონია. მიწასაც არ ეხება. ძნელია, მით უმეტეს ჩვენს დროში, სულიერი მწყემსობა. თავადვე უთქვამს: ძალზე მძიმეა ჯვარი ადამიანისა და მით უმეტეს ჯვარი პატრიარქისა Read the rest of this entry »

დეკ 25

25 დეკემბერს ილია II –ის აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება

პატრიარიქ აღსაყდრება

“ღვთივკურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამს ერის სულიერი სიწმიდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, მშვიდობის იმ წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი ქვეყანა”.

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა, ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა ღმერთმა დამისახა”. Read the rest of this entry »

ნოე 30

რას მოითხოვენ პატრიარქისგან?

რას მოითხოვენ პატრიარქისგან?არსებობს ძველი სიბრძნე – ამქვეყნად ყველა ომი და უბედურება იმის გამო ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიანო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა. რუსები აცხადებენ, რომ ჩვენს პრეზიდენტთან ლაპარაკი შეუძლებელია, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ვინაიდან ყველა შემთხვევაში საქართველოს ჩაყლაპვაზე არიან დამეცადინებული. ომი და უბედურებაც არ გვაკლია. მტერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაეპატრონა, სამხედრო ბაზებს და “გარადოკებს” აშენებს და იქიდან წასვლაზე ფიქრიც არ სურს. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლება უწინასწარმეტყველებს მას დაშლას და დანაწევრებას, რომლის აღსრულების შემდეგ ჩვენს ყველა უბედურებას ეშველება. როდის დადგება ეს ნანატრი დღე, არავინ იცის. მანამდე ხელისუფალნი ერთმანეთის ლანძღვით იქცევენ თავს.
არადა, დიპლომატიაში არსებობს ცნება – “დიალოგი მტრებს შორის”. ამგვარი დიპლომატიის მაგალითები მრავლად არის არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ ქართული დიპლომატიის ისტორიაში. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ძალზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, დიალოგი უფრო ამართლებს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად გამოდგება საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომამდე არსებული დიპლომატიური ურთიერთობა. იყო უამრავი ტყუილი, რუსების მზაკვრობა, რაც მთავარია, იღვრებოდა ჩვენი თანამემამულეების სისხლი. რკინის ნერვები უნდა გქონდეს, რომ ყოველივე ამის ჩამდენს ხელი ჩამოართვა და მასთან დიპლომატიური საუბარი გააბა, მაგრამ აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, თუ სხვა გზა არა გაქვს. ასეთი მაგალითებით სავსეა საქართველოს ისტორია. მხოლოდ ზუსტად უნდა განსაზღვრა, როდის რა სჯობს.  Read the rest of this entry »

ნოე 20

ისლამი

ისლამი ანუ მაჰმადიანობა ერთ-ერთი ე.წ. მსოფლიო რელიგიათაგანია, რომლის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 1 მილიარდ კაცს უდრის. იგი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. ისლამი თავისი აგრესიული სოციალ-პოლიტიკური დოქტრინისა და ძლიერი ემიგრაციის წყალობით სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს თვით დასავლეთის ქვეყნებშიც კი. ამასთან ერთად ისლამური პრობლემა სიმპტომატური იყო და არის ქართული სინამდვილისათვის, ერთი მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ქართველთა გარკვეული, არც თუ მცირე ნაწილი მუსლიმანური აღმსარებლობისაა.

ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა VII საუკუნის დასაწყისში. მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა – მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის – ალაჰის მოციქულად გამოაცხადა. იმის გამო, რომ არაბი ტომები მრავალღმერთიანობას აღიარებდნენ და ყოველ ტომს თავისი „ღმერთი“ ჰყავდა, მუჰამედის მოძღვრებამ, როგორც მონოთეისტურმა, მექაში გავრცელება ვერ ჰპოვა, რის გამოც 622 წელს ხანიფთა მცირე ჯგუფთან ერთად მუჰამედი მედინაში წავიდა, სადაც მან პირველი მუსლიმანური თემი დააარსა, რომელიც თანდათან გაძლიერდა და 630 წელს მექელი დიდკაცობა იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა და ახალი რელიგია მიეღო. ასე წარმოიქმნა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფო – ერთიანი იდეოლოგიის მქონე ხალიფატი, რომელმაც საზღვრების გაფართოებისა და გამდიდრების მიზნით დაპყრობითი ომები დაიწყო. ხალიფების ხელმძღვანელობით, რომელთა ხელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ძალაუფლება ერთად იყო თავმოყრილი, არაბებმა უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრეს, რომელზედაც ძალით ინერგებოდა ისლამი. Read the rest of this entry »

გვერდი 5 (14)« პირველი...34567...10...ბოლო »