loading...

Category Archive: საინტერესო

იან 06

პიროკინეზი – თვითაალება

aaleba

ჩვენს სამყაროში ანომალიურ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იდუმალებით მოცული – ადამიანთა უნებლიე აალება-დაწვაა. ასეთ მოვლენას პიროკინეზი ეწოდება. მეცნიერები დღემდე ვერ უძებნიან თვითაალებას ახსნას. ზოგიერთი თვლის, რომ ორგანიზმში უცნობი ქიმიური პროცესები იწყებს  მოქმედებას, რის გამოც ორგანიზმის ტემპერატურა მაღლა იწევს და სიმხურვალე ალის სახით გამოიყოფა გარეთ.

ისტორიაში თვითაალების ფაქტები არც თუ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.  ასე მაგალითად, 1731 წელს იტალიაში იმდროისათვის უცნობი სულისშემძვრელი ამბავი მოხდა. გრაფინმია კორნელია მსახურმა ქალმა საძინებელ ოთახში, მისი საწოლის გვერდით, ფერფლის გროვაში იპოვა, ფერფლში გრაფინიას თავი, სამი თითი და ფეხები იყო. იმ ღამეს კორნელია სრულიად ჯანმრთელი დაწვა დასაძინებლად, შინ უცხოც არავინ შესულა. დიდი კვლევა-ძიების მიუხედავად მაინც უცნობი დარჩა ქალბატონის უეცარი სიკვდილის ფაქტი. Read the rest of this entry »

დეკ 30

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმები წარმოადგინეს ჰონკონგში საერთაშორისო Business of Design Week (BODW-2013) გამართულ გამოფენაზე. პრეზენტაცია ორგანიზებულ იქნა 400  VIP-პერსონისათვის. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ეს გახლდათ ბელგიაში დაფუძნებული 2 კომპანიის: A.F. Vandevorst–ისა და Diarough/UNI-Design–ის მიერ შექმნილი ჩექმის წყვილი, რომლის საფასურიც 3.1 მილონი აშშ დოლარი გახლავთ. Read the rest of this entry »

დეკ 27

თვითმფრინავში მილიონი დოლარის ღირებულების დამალული ოქრო იპოვეს

უჩვეულო ამბავი დაფიქსირდა ინდოეთის ქალაქ კოლკატას აეროპორტში. კერძოდ თვითმფრინავის დამლაგებლებმა ტუალეტში დამალული 1,2 მილიონის ღირებულების 24 ოქროს ზოდი იპოვეს. თითო ზოდი დაახლოებით 1 კილოგრამს იწონის. ოქრო დამალული იყო ინდოეთის ავიაკომპანია Jet Airways თვითმფრინავში.

აღნიშნული რეისი ბანგკოკიდან ჩაფრინდა კოლკატაში. როდესაც დამლაგებლებმა მომდევნო გაფრენამდე თვითმფრინავის სალონის დალაგება დაიწყეს, ტუალეტში ორი ჩანთა აღმოაჩინეს, თავდაპირველად მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონათ, მაგრამ ბომბის ნაცვლად მათში ოქროს ზოდები აღმოჩნდა. Read the rest of this entry »

დეკ 26

პოლტერგეისტის მოვლენა ოქროპირიძეების ოჯახში

გორიდან მოშორებით მდებარე სოფელში, მერაბ ოქროპირიძის სახლში პოლტერგეისტი გამოჩნდა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა სახლი დაცალეს და ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

უწმინდურმა ძალამ, როგორც ოჯახი იუწყება საკუთარი თავის გამოვლინება  დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო, თუმცა საწყის ეტაპზე იგი დიდად არ აწუხებდა მათ. ოჯახის წევრის ნატო ოქროპირიძის სიტყვებით, ერთი წლის წინ მოჩვენებამ მის შვილს თმის ნაწილი მოაჭრა. შემდგომ კი ამ თმებს თავად ნატოს უყრიდა. უფრო მეტიც, იგი ირწმუნება, რომ ესმოდა ხმა: „გახსოვს ეს თმები?“

ნატოს მამამთილმა მერაბ ოქროპირიძემ ჟურნალისტთან ერთად სახლი მოიარა და დაათვალიერა. მისი სიტყვებით, სახლის კედლებზე პერიოდულად ჯვრისა და საქართველოს დროში სილუეტები ჩნდება. გარდა ამისა მისი თქმით, მან თავად დაინახა გოგონას გამოსახულება. Read the rest of this entry »

დეკ 23

450 ათასი ფერადი ნათურით მორთული სახლი

2000 წლიდან გერმანელი პენსიონერი როლფ ფოგტი ქალაქ ნიუნბერგიდან შობა-ახალი წლის დღესასწაულზე საკუთარ სახლს უამრავი ლამაზი, ფერადი განათებით რთავს. მის სახლზე მთელი 2 კილომეტრი სიგრძის კაბელია დახვეული, რომელიც ელექტროენერგიით 450 000 ფერად საახალწლო ნათურას ამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ როლფი განათებისათვის ზირითადად დიოდის ნათურებს იყენებს, თვის ბოლოს ელ.ენერგიის საკმაოდ მაღალი გადასახადი მისდის.

ბავშვთა სახლში გაზრდილი და საშობაო დღესასწაულის ბედნიერებას მოკლებული როლფი ყოველთვის ოცნებობდა ბედნიერ შობა-ახალ წელზე და ამ ბედნიერების სხვებისთვის გაზიარებაზე. წლების შემდეგ მან ეს ნატვრა-სურვილი რეალობად აქცია. ყოველ საღამოს იგი “მოციმციმე ინსტალაცია”-ს რთავს, რის შემდეგაც რის შემდეგადაც ზღაპრული სანახაობის მომსწრენი ხდებიან, პენსიონერის განათებული სახლის სანახავად მისული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები. Read the rest of this entry »

დეკ 17

დაკიდებული რესტორანი ჩინეთში

ექსტრაორდინალური რესტორანი “ფანვენი” მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში არსებულ “სამი მოგზაური”–ს მღვიმესთან, რომელიც დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ იჩანიდან.

რესტორანი განთავსებულია სილინის ხეობაში. თავბრუდამხვევი სილამაზე უბრალო დამთვალიერებლებსა და რესტორნის სტუმრებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. დაწესებულების შესასვლელი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეულია, თუმცა ბოლოში კლდეზე გამავალი ბეტონის ხიდი ნამდვილი საოცრებაა. რესტორნის დაბოლოება პრაქტიკულად ჰაერშია გამოკიდებული, რომლიდანაც სილინის ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. Read the rest of this entry »

გვერდი 40 (40)« პირველი...102030...3637383940