თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.
ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა – ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო… გაგრძელება »
“ფირს ნამდვილად ვერ ვნახავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, ვინ არის მკვლელი”
“თავისა და კეფის არეში, ასევე კისრიდან მუცლის ღრუს ჩათვლით, ცხედარი გაჭრილი იყო”
გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. “თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!” – უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად “კვირის პალიტრისთვის” გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს). ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა: გაგრძელება »
“მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!”"როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან _ მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!” მიხეილ სააკაშვილი.
ბათუმი. 2003 წელი
სასჯელაღსრულების სისიტემაში, კერძოდ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია…
ვერაფერს ახალს და უფრო ემოციურს ვერ ვიტყვი, ვერც დავწერ… ახლა ემოციებითა და ტანჯვით სავსეა უკლებლივ ყველა, ვინც ეს შემზარავი კადრები ნახა… ამჯერად მხოლოდ კითხვებს დავსვამ. გაგრძელება »
როდესაც მიწისძვრა ხდება, პანიკას მოსდევს ერთი და იგივე კითხვები. რა ძალიან ხშირადაც არ უნდა დავსვათ ისინი და მოვისმინოთ სავარაუდო პასუხები, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ აქტუალურია ჩვენთვის. 7 მაისს მომხდარი მიწისძვრის შესახებ მედიისა და საზოგადოების შიშებსა და კითხვებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უმკლავდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ცენტრზე მოკლედ აქამდეც დაგვიწერია, სეისმური ტალღები, რომელიც ჯერ ისევ კარგად გვახსოვს, ახდენს სურვილის პროვოცირებას, რომ მასზე და ზოგადად მიწისძვრების ბუნებაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის უფროსი გიორგი ბასილაია ამომწურავად პასუხობს ჩვენს კითხვებს, კითხვებს რომელიც ბევრს დაებადა 7 მაისის დილას. გაგრძელება »
ზაფხულის დადგომისთანავე ჩემმა მოგზაურობის მოყვარულმა მეგობარმა დევიდმა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზა. შვედი მეგობარი ჩამომდის და მინდა, საქართველო დავათვალიერებინოო, მითხრა. დევიდ დუმონტი ჩემი გერმანელი მეგობარია, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირში “თემი” მოხალისედ ჩამოვიდა. მართალია, თავდაპირველად 1 წელი აპირებდა საქართველოში დარჩენას, მაგრამ როგორც ამბობს, ჩვენმა ქვეყანამ ისე მოაჯადოვა, 2 წელია, აქ არის.
როცა მოგზაურობა შემომთავაზა, პირველად ის ვკითხე, რა ტრანსპორტით ვაპირებდით მოგზაურობას. დევიდს ძველი “ჟიგული” ჰყავს, რომელიც თითქმის 2 წლის წინ კახელებმა მამასისხლად მიჰყიდეს, მის “ლონდრეს” კი (ეს სახელი მანქანას “თემში” მცხოვრებმა ბავშვებმა შეარქვეს) ამ ბოლო დროს უცნაური სიჯიუტე დასჩემდა, ხანდახან შუა ქუჩაშიც “მისდის გული”. მოკლედ, გაირკვა, რომ დევიდი ჩემთან და კიდევ 2 მეგობართან ერთად “ლონდრეთი” აპირებდა ჯერ ვარძიის დალაშქვრას, შემდეგ კი გოდერძის უღელტეხილის გადავლას და მაღალმთიანი აჭარის დათვალიერებას. ღამით კარვებში დავიძინებთო, – დააყოლა საუბრის დასასრულს. სიმართლე გითხრათ, მის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, არც მანქანის გაუმართაობას შევუშინებივარ და მოგზაურობაზე თანხმობა განვუცხადე. გაგრძელება »
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უკვე 2012 წლიდან, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტუდენტური ფასდაკლების ბარათით. ბარათის კონცეფცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში შეკრებილ სტუდენტებს გააცნო. გაგრძელება »
ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ!
საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო!
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის! გაგრძელება »
ბოლო კომენტარები