loading...

Category Archive: საქართველო

იან 05

შობა-ახალი წელი საქართველოში

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ “წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე – მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და “კერის კვერს.” Read the rest of this entry »

დეკ 31

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო კერძისა და ტკბილეულის რეცეპტს:

ინდაურის ან ქათმის საცივი
მასალა: ინდაური ან ქათამი; ნიგოზი – 500 გ; ხახვი – 4-5 თავი; ზაფრანა – 2 ჩაის კოვზი; უცხო სუნელი – 4 ჩაის კოვზი; ხმელი ქინძი – 2 ჩაის კოვზი; მიხაკი – 3-4 ცალი; დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი; ნიორი – 4 კბილი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი; ნახარში წვენი – 10 ჩაის ჭიქა; მარილი, წიწაკა – გემოვნებით. Read the rest of this entry »

დეკ 31

ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება. Read the rest of this entry »

დეკ 25

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის შეხვედრა პატრიარქთან

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე დღეს დილით საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დეტალებით. კათალიკოს–პატრიარქმა სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის  გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმინდესმა  ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან  შედგება  და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება“. Read the rest of this entry »

დეკ 25

საახალწლო სახიფათო თამაშები

ახალი წლის დადგომასთან ერთად თბილისის ბაზრობაზე საახალწლო პიროტექნიკა გაჩნდა, ქუჩაშიც შესამჩნევია საახალწლო ”მაშხალების” აფეთქების ხმა. მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია, თუმცა, თბილისის კლინიკების ინფორმაციით, საახალწლო  პიროტექნიკის შედეგად დაზიანებული პირები სწორედ ბავშვები არიან. ქვეყანაში არ არსებობს პიროტექნიკის რეალიზაციის მარეგულირებელი ორგანო.

თბილისის ბაზარი საახალწლო პიროტქენიკის ფართო სპექტრს სთავაზობს მოსახლეობას. მათი ფასი 10 თეთრიდან 100 ლარამდე მერყეობს. ფასი ტექნიკის ხარისხსა და ფორმაზეა დამოკიდებული. ეგრეთ წოდებული ბომბაჩკები 10 თეთრი ღირს, ხოლო მაშხალებისა და ”სალუტების”  ფასი 20 -დან 40 ლარამდე მერყეობს. არსებობს შედარებით იაფი მაშხალებიც. რაც შეეხება ფოიერვერკებს, მათი ფასი 70 ლარიდან 100 ლარამდეა.  Read the rest of this entry »

დეკ 25

საახალწლო

შესავლის მაგიერ

თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი დედამიწაზე არსებულ ყველა დღესასწაულს შორის ახალი წელი ყველაზე ძალიან მიყვარს. დღესაც, როცა კარგა ხანია აღარ ვარ პატარა და თოვლის ბაბუას ახლა უკვე ჩემი შვილისთვის მოაქვს საჩუქრები, გულისფანცქალით ველი 31 დეკემბერს. ყველაზე სასიამოვნო სწორედ წლის უკანასკნელი დღე და 12 საათისთვის მზადების პროცესია.

ახალ წელს თავისი ატრიბუტები აქვს და პირველ რიგში, ეს ნაძვის ხესთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ნაძვის მორთვას უკავშირდება.

არასოდეს დამიდგამს ცოცხალი ხე. ერთი ხელოვნური ნაძვი მქონდა, არც ძალიან მაღალი იყო და არც დიდი სილამაზით გამოირჩეოდა, მაგრამ სათამაშოებს რომ დავკიდებდი და წვიმებით მოვრთავდი, თვალს ვერ ვწყვეტდი. ფერად სანთლებსაც ვამაგრებდი. ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ ამ სანთლების ანთებას ახლდა: ჩავაბნელებდი ოთახს, ავანთებდი ამ ნაირფერად მოციმციმე სანთლებს და იწყებოდა ნამდვილი ზღაპარი. დღევანდელი მოცეკვავე, მომღერალი და ლამის მოლაპარაკე ნაძვების ფონზე ჩემი ბავშვობის ნაძვის ხე ალბათ სასაცილოდ გამოჩნდებოდა, მაგრამ მე მაინც ის მირჩევნია. Read the rest of this entry »

გვერდი 10 (26)« პირველი...89101112...20...ბოლო »