loading...

Category Archive: საქართველო

დეკ 15

Microsoft Georgia: ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7”

Microsoft-ის საახალწლო აქცია, რომელიც რამდენიმე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ქსელს მოიცავს, 1 დეკემბერს დაიწყო. გაზეთი ”ნავიგატორი” აქციის თაობაზე Microsoft Georgia–ს გენერალურ დირექტორს დავით ასათიანს ესაუბრა.
”სპეციალურად ამ აქციისთვის წარმოდგენილია რამდენიმე შემოთავაზება, რომელსაც მაღაზიაში მისული პოტენციური მყიდველი თავად იხილავს. პირველ რიგში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ”ალტასა” და ”ალგორითმის” მაღაზიებში შეიძინოს პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც უკვე დაყენებულია ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა. გარდა ამისა, აქციის პირობებში მომხმარებელი Windows-ის ოპერაციულ სისტემას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს. ლეგალური სოფტით აღჭურვილ კომპიუტერებზე მიმაგრებულია ”ვობლერები” და პოსტერები ტექსტით ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7” და „Windows 7”. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს და კონსულტანტი აუხსნის ლეგალური, ლიცენზირებული ”სოფტის” უპირატესობებს,” – აღნიშნავს დავით ასათიანი.  Read the rest of this entry »

ნოე 30

ვარლამ ჩერქეზიშვილი

 მიმდინარე წელს შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავი.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვ. ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. დღეს, 25 ნოემბერს 14 საათზე აკადემიაში შედგება აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის XI არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.

მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – “ჩერქეზოვის” ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: “ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” და “ინტერნაციონალის წინამორბედები”. ეს წიგნები თავდაპირველად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა, ფრანგულად, ხოლო შემდეგ სწრაფად ითარგმნა ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, აგრეთვე: ჩინურ და იაპონურ ენებზე. Read the rest of this entry »

ნოე 25

„ალგორითმის“ ქარხნის დირექტორი: “ქართული “Ipad”-ის საცდელმა მოდელმა გაამართლა

თბილისის კომპიუტერების ქარხანამ ქართული “ტაბლეტის” საცდელი მოდელი გამოუშვა.
ქარხნის წარმოების დირექტორის, ზურაბ მუნჯიშვილის თქმით, ტესტის გავლის შედეგად “აი პედის” ქართულმა კონკურენტმა გაამართლა და მომავალი წლის თებერვლისთვის უკვე გაყიდვაშიც გამოჩნდება.
თუმცა Apple-ის პროდუქციის რეალიზატორ კომპანია „I phone +”–ში ქართულ ტაბლეტს კონკურენტად არ აღიარებენ.
კომპანიის წარმომადგენლის მამუკა მარღიაშვილის განცხადებით, „ინტელისა“ და სხვა კომპანიების პლანშეტები იმდენად უხარისხოა, რომ მომხმარებელი არჩევანს აუცილებლად „ეფლის“ პროდუქციაზე გააკეთებს. მისი თქმით, როგორი იაფიც უნდა იყოს „ალგორითმის“ პლანშეტი, „ეფლის“ „აიპედს“ ის მომხმარებელს ვერ წაართმევს.
შეგახსენებთ, რომ “ტაბლეტების” გარდა, “ალგორითმი” პირველკლასელებისთვის “ნეთბუქებსაც” უშვებს. მუნჯიშვილის თქმით, კომპანიის მიზეზით მათი დაზიანების შემთხვევები 1%–ს არ აღემატება.
“ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება მომხმარებლებს, თავდაპირველად კომპიუტერები მათი მიზეზით უფრო ხშირად ფუჭდებოდა. ახლა კი, ასეთი შემთხვევების რიცხვიც შემცირდა,” – ამბობს მუნჯიშვილი. მისი თქმით, კომპანია საქართველოს მასშტაბით, 4 ახალ სერვის ცენტრს წლის ბოლომდე გახსნის. ახალი ობიექტები ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და ახალციხეში განთავსდება. რაც შეეხება კახეთს, ამ რეგიონზე კომპანია მომავალ წელს იზრუნებს.
ზურაბ მუნჯიშვილის ინფორმაციით, სერვის ცენტრები მხოლოდ “ნეტბუქების” მომხმარებელზე იქნება გათვლილი და მათ ყველანაირ მომსახურებას გაუწევს.  Read the rest of this entry »

ნოე 18

საქართველოს რკინიგზის განრიგი (2011-12)

განირის სანახავად შედით გაგრძელებაში. Read the rest of this entry »

ნოე 16

თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბი – საფ­რ­თხე გა­რე­უბ­ნებ­ში

დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია.

დღი­სით, თა­ვახ­დი­ლი ჭის შემ­ჩ­ნე­ვა და მის­თ­ვის გვერ­დის ავ­ლა მარ­ტი­ვია, თუმ­ცა, ღა­მით ერ­თი გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი საკ­მა­რი­სია, რომ ღრმა ორ­მო­ში აღ­მოჩ­ნ­დეთ.მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ მხრივ დე­და­ქა­ლაქ­ში მარ­თ­ლაც ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუმ­ცა, იქ­ვე იმა­საც დას­ძე­ნენ, რომ მათ მხო­ლოდ სა­ნი­აღ­ვ­რე ჭე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ევა­ლე­ბათ. და­ნარ­ჩე­ნი სხვად­ს­ხ­ვა კომ­პა­ნი­ე­ბის, უმე­ტე­სად “ჯორ­ჯი­ან ვო­თერ ენდ ფა­უ­ერს” ეკუთ­ვ­ნის და შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მაც მა­თი აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლია.

თბი­ლი­სის ნე­ბის­მი­ერ უბან­ში, საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის წინ, ტრო­ტუ­ა­რებ­სა თუ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე თა­ვახ­დილ ჭებს ხში­რად გა­და­ეყ­რე­ბით. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­რე­უბ­ნებ­შია, სა­დაც თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­თუ იკ­ლებს, პი­რი­ქით – მა­ტუ­ლობს.

თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის პრობ­ლე­მა კარ­გა ხა­ნია აწუ­ხებს ვარ­კე­თი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. მე­ოთხე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ტრო­ტუ­ა­რებ­ზე მრავ­ლა­დაა თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბი. არა­და, ღა­მით ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი მარ­თ­ლაც სა­ხი­ფა­თოა.

“დი­დი ხა­ნია, რაც ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ვითხოვთ, მაგ­რამ გამ­კითხა­ვი არა­ვი­ნაა. ტრო­ტუ­ა­რებს ვინ ჩი­ვის, ქურ­დე­ბი არა­ფერს ეპუ­ე­ბი­ან და საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის წინ მდე­ბა­რე ჭე­ბის ხუ­ფებ­საც იპა­რა­ვენ. ეზო­ში ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შო­ბენ, თა­მა­შის დროს შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლი ჰკრან და უნე­ბუ­რად თა­ნა­ტო­ლი ორ­მო­ში ჩა­აგ­დონ. ასე­თი ორ­მო­ე­ბი სა­ხელ­და­ხე­ლოდ ამო­ვავ­სეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ბევრს ვერ გავ­წ­დე­ბით,” – ამ­ბობს ვარ­კე­თილ­ში მცხოვ­რე­ბი ლუ­ი­ზა და­თუ­ნაშ­ვი­ლი. Read the rest of this entry »

ნოე 15

საქართველოში IT სპეციალისტის ხელფასი 600 ლარიდან იწყება

საქართველოში IT სფეროს სხვა სფეროებთან შედარებით მაღალი ხელფასები აქვს და ეს არც არის გასაკვირი. თითქმის ყველა IT კომპანია ერთსა და იმავეს ჩივის; ამ მიმართულების განათლების კრიტიკულად დაბალი დონის გამო, კვალიფიციური კადრის პოვნა გართულებულია.
IT სპეციალისტის ხელზე ასაღები ხელფასი, ნორმალურ ორგანიზაციებში, თვეში მინიმუმ 600 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, ხელფასი დამოკიდებულია მის კონკრეტულ სპეციალობასა (პროგრამირება, ქსელები და კომუნიკაცია, სერვერული ინფრასტრუქტურა) და კვალიფიციურობაზე. მაგრამ, არც თავად კვალიფიციური კადრები უჩივიან საკუთარ ანაზღაურებას. ისინი მიიჩნევენ, რომ IT სფეროში პროფესიონალის დასაქმების პრობლემა ნაკლებად არის და ხელფასებიც მეტ–ნაკლებად მაღალია.
„ჩვენთან უფრო მეტსაც იხდიან, ვიდრე ის შეიძლება ღირდეს. კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, ცხადია, ახდენს გავლენას IT სპეციალისტების ხელფასებზე და მათ ფასს ზრდის. თუმცა, ხელფასის სიდიდეს სხვადასხვა მაკრო და მიკრო მიზეზები შეიძლება ჰქონდეს და კომპეტენტური პასუხის გაცემას სერიოზული კვლევა სჭირდება“, – ამბობს UGT-ს პროგრამული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, დათო გაბრიჩიძე.  Read the rest of this entry »