loading...

Category Archive: საქართველო

ნოე 14

ქართული დემოტივატორები

დანარჩენი იხილეთ გაგრძელებაში  Read the rest of this entry »

ნოე 13

ფშავური სამზარეულოს დელიკატესები ხინკალი და დამბალხაჭო

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის კუთხეები ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

აქ ერთმანეთშია არეული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ამ მხრივ არც კულინარიაა გამონაკლისი. გადავწყვიტე, დღევანდელი ჩემი საგაზეთო წერილი ფშავურ სამზარეულოს მივუძღვნა და ჩვენს მკითხველს კონკრეტულად ფშავური სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდო. ამ თემებზე სასაუბროდ მივმართე ჟურნალისტსა და ფოლკლორისტს, ბატონ ივანე ბერიძიაშვილსა და ფშაველ პოეტს მარიამ ხუცურაულს, რომელთაგანაც ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.

თუ ფშავურ სამზარეულოზე ვისაუბრებთ, გვერდს ვერ ავუვლით ხინკალს. მის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწია. ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია, აქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს. როგორც ბატონმა ივანემ ამიხსნა, თუკი ამ კერძის ფორმა მართლაც აქედან მომდინარეობს, არც ეს იქნება გასაკვირი. ქართველებისთვის ხომ ბორჯღალი მზის, სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლოა, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა, თუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. Read the rest of this entry »

ნოე 11

დაზოგეთ საწვავი!

დაზოგეთ საწვავი!საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ, დროა, ავტომანქანის “ქართულად” მართვას გადაეჩვიოთ და საწვავის ეკონომიაზე იფიქროთ. მაგალითად, სულაც არ არის აუცილებელი, ავტომობილი მაშინ “მოწყვიტოთ” ადგილიდან, როცა შუქნიშანზე ყვითელი ფერიც კი არ აციმციმებულა ბოლომდე – ამით საბურავებსაც დაზოგავთ, საწვავსაც და გარშემომყოფთა ნერვებსაც. გარდა ამისა: Read the rest of this entry »

ნოე 06

“მეორადი” ძეხვეული და ხორცი, ანუ როგორ გვატყუებენ და გვწამლავენ ცნობილი ფირმები

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცისა და ხორცპროდუქტების სანდოობასთან დაკავშირებით, ეჭვები მუდმივად არსებობს და არც თუ უსაფუძვლოდ.

მიირთმევთ თუ არა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ძეხვს, სოსისსა და ნახევარფაბრიკატებს? დადებითი რეპუტაციის მქონე სავაჭრო ქსელები და მწარმოებელი ფირმები ვარგის პროდუქციას გვთავაზობენ? არის თუ არა პროდუქტში გადახდილი მაღალი ფასი მისი ხარისხიანობის გარანტი? – ეს არის კითხვები, რომლებიც თითოეულ ოჯახს აწუხებს საქართველოში.

სამწუხაროდ, ირკვევა, რომ არც ფართოდ გაპიარებულ ბრენდებს უნდა ვენდოთ და არც ასევე ფართოდ რეკლამირებულ მაღაზიათა ქსელებს. მომხმარებლის მოტყუების მთელი რიგი მეთოდები არსებობს, რომელთა შესახებაც გიამბობთ და რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევის შედეგზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.  Read the rest of this entry »

ნოე 04

ივანიშვილის პრესკონფერენცია და ქართული “ჟურნალისტიკა”

თქვენც იცით, რომ ჟურნალისტიკაზე პოსტებს ხშირად ვწერ, ვიცოდი რა ხდებოდა ქართულ მედიაში, მაგრამ მთლად ასეთი “ჟურნალისტები” თუ გვყავდა არ მეგონა. Read the rest of this entry »

ნოე 04

ყველაზე პოპულარული ტურისტული პროდუქტები

საერთაშორისო ტურისტული ბაზრებისთვის საქართველო ახალ, მწვანე მიმართულებას წარმოადგენს.

თანამედროვე ტენდენციით, ტურისტები დასათვალიერებლად მწვანე ქვეყნებს იქ არსებული ველური ბუნებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს გამო ირჩევენ. თუმცა, უცხოელი სპეციალისტების ამ დასკვნას კერძო სექტორის წარმომადგენლები სრულად არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პროდუქტები, ეკოტურიზმი და ველური ბუნების ტურიზმი უფრო ნაკლებად იყიდება, ვიდრე ღვინის ტური.

ადგილობრივ ბაზარზე 50-მდე ტურისტული კომპანია ოპერირებს. მათგან უმეტესობა კლიენტებს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს. პირველი ქართული ტურისტული კომპანია “არგოტური” 1990 წელს დაარსდა. დღემდე კომპანია 250 ათასზე მეტ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტსა და საქმიან ადამიანს მოემსახურა. ფირმას ოფისები თბილისისა და ბათუმის ცენტრალურ რაიონებში გააჩნია, აქვს ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში. “არგოტური” აწყობს დასასვენებელ, სამოგზაურო, სამკურნალო, სათავგადასავლო, ბიზნეს, შოპინგ და სხვა ტურებს საქართველოში, ევროპასა და სხვა კონტინენტებზე. Read the rest of this entry »