loading...

Category Archive: საქართველო

მაი 17

ლორი და სხვა

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა.

ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში შეგვიძლია დავასახელოთ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

როდესაც რაჭაში ღორს დაკლავენ, კარგად დამდუღრავენ, გაასუფთავებენ, გაჭრიან ზურგზე, ამოაცლიან გულ-ღვიძლს, დაჭრიან ნაჭრებად და დაამარილებენ. საჭიროა, რომ მარილი ყველგან მოხვდეს, საამისოდ გადახსნილ სახსრებშიც უსვამენ მარილს და აყოვნებენ 2 კვირამდე, შემდეგ აშრობენ და გადააქვთ სპეციალურ ოთახში, სადაც მიმდინარეობს ხორცის კვამლში შებოლვა. შებოლვის პროცესი ხანგრძლივია. გამოყვანილ ხორცს ძირითადად სადღესასწაულოდ მიირთმევენ რაჭველები. გამოიყენებენ ასევე სხვადასხვა კერძის მომზადებისას. ამ მხრივ ყველაზე ცნობილია ლორით მომზადებული ლობიო – ლორის ნაჭერს ჩააგდებენ და ლობიოსთან ერთად ხარშავენ, შემდეგ კი აზავებენ სანელებლებით. ეს კერძი ყველაზე მეტად ზამთრის სუსხიან საღამოს უხდება. ზოგიერთი რაჭველი დიასახლისი ლობიანებს დაჭრილ ლორს უმატებს და გამოცხობის შემდეგ ზემოდანაც უსვამს არომატის მისაცემად. რაჭაში ღორის ხორცის გარდა ფრინველსაც შაშხავენ. ძირითადად ბატს, ინდაურს და ქათამსაც. ბატის გამოყვანილი ხორცი სამცხე-ჯავახეთში დელიკატესად ითვლება, გამომშრალი ბატით მესხები განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლდებიან. როგორც თინათინ იველაშვილი თავის წიგნში, “ხალხურ სამზარეულო” აღწერს, მესხეთში ბატებს სარებზე აგებენ და ისე აშრობენ. განსხვავებული მეთოდით ინახავენ ხორცსაც და მას აპოხტს ეძახიან. აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი. მას მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს. Read the rest of this entry »

მაი 14

რა აკლია მაყურებელს ტელეეთერში?

მუსიკალური, იუმორისტული, სპოტული გადაცემები, მხატვრული ფილმები, სერიალები და საბავშვო გადაცემები – ეს ის არის, რის დეფიციტსაც განიცდის საქართველოს მოსახლეობა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეკვეთილი კვლევის შედეგების მიხედვით. Read the rest of this entry »

მაი 11

საქართველო ევროვიზიის ფინალშია

ჯგუფი Eldrine © პირველი არხი

ჯგუფი Eldrine © პირველი არხი

ქართული ჯგუფი “ელდრაინი” ევროვიზიის ფინალში გადავიდა. დიუსელდორფში გამართული ნახევარფინალური კონცერტის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. დღეს “დიუსლედორფ არენაზე” სულ 19 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვიდა, ფინალში კი მხოლოდ 10 მათგანი მოხვდა.

საქართველოს გარდა, ევროვიზიის ფინალში კიდევ ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ფინეთი, სერბეთი, ლიტვა, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, უნგრეთი, რუსეთი და ისლანდია. 12 მაისს დიუსელდორფში “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალური კონცერტი გაიმართება, სადაც დანარჩენი ათი ფინალისტი გამოვლინდება. ტრადიციულად, ნახევარფინალში მონაწილეობის გარეშე რამდენიმე ქვეყანა – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია– ავტომატურად ხვდება. ევროვიზიის ფინალი დიუსელდორფში 14 მაისს ჩაატრდება და მასში მონაწილეობას სულ 25 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. Read the rest of this entry »

მაი 08

ამბავი ზანგი აფხაზებისა

ამბავი ზანგი აფხაზებისა“ზანგები XVII  საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე”

“მკვლევართა ვარაუდით, 1980 წელს აფხაზეთის მთებში ნაპოვნი გოლიათი “თოვლის ქალი” ზანა აფროაფხაზების შთამომავალი იყო”

ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა აფროაფხაზების, შავკანიანი (ზანგი) აფხაზების თემამ. მათზე ბევრს ლაპარაკობენ ინტერნეტფორუმებზეც. თუმც ვერსად წავაწყდი ზუსტ ინფორმაციას მათი აფხაზეთში დასახლების შესახებ. არადა, რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში.

ზანგი აფხაზები კომუნისტებს გასული საუკუნის 30-იან წლებში დედაწულიანად გაუსახლებიათ აფხაზეთიდან. აფროაფხაზებს ხალხი შავ კაცებს ეძახდა. მათი პატარა ჯგუფი სოფელ აძიუბჟაში სახლობდა. მათ ნახავდით კოდორის მიმდებარე სოფლებშიც. ისტორიკოსთა ნაწილის ვარაუდით, ისინი XVII  საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაძირულა გემი, რომლითაც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. ამბობენ, რომ შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. სხვა ლეგენდის მიხედვით, აფხაზი ზანგები ნართებისა და აფრიკიდან წამოსული შავკანიანების ნაყოფი არიან. ნართები კავკასიაში აფრიკული მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მათ აფრიკელებიც ჩამოჰყვნენ.   Read the rest of this entry »

მაი 07

ფეისბუქის ყველაზე პოპულარული ქართული გვერდები

ფეისბუქის ყველაზე მრავალრიცხოვან 10 ქართულ გვერდს შორის ორი პატრიარქის შესახებ არის, ორი – გარდაცვლილი ადამიანის, ორი- ბანკის, ასევე – ტელეშოუს, საქველმოქმედო ფონდის, პოპულარული მომღერლის და საქართველოს შესახებ.

 

Read the rest of this entry »

მაი 06

როგორ ცხოვრობენ პატიმარი ქალები საქართველოში

როგორ ცხოვრობენ პატიმარი ქალები საქართველოში“პატიმართა რაოდენობით მეორე ადგილზე ვართ”

 

ქრისტიანულ სათნოებებს შორის პატიმართა მიხედვას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც მშიერთა დაპურებას, ან სნეულთა მოვლას… სამწუხაროდ, ქართველ უფლებათა დამცველებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსჯავრდებულთა მდგომარეობა აუტანელია. მათ შორის არის ქალბატონი ნანა კაკაბაძეც, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

– პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ყოველთვის როდი გულისხმობს დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობას: როდესაც დანაშაულს სჩადიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი წარმოუდგენელი შეღავათებით სარგებლობენ. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება ევროსასამართლომაც აღიარა, როდესაც თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების ვადაზე ადრე გათავისუფლება გაუგებარი და შემაშფოთებელი მოვლენაა. ეს არ არის ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის ანგარიშსწორება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ნულოვანი ტოლერანტობა დაარქვეს. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ოდნავი გადაცდომაც კი აქვს ჩადენილი, ციხეებში ერეკებიან. ამAპოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. Read the rest of this entry »