ამ პოსტიდან გაიგებთ თბილისიდან სად რა მანძილია.
თბილისი-ბათუმი:401კმ
ივნ 29
ივნ 27
მუდამ აქტუალური კითხვარი მეცნიერთათვის
როდესაც მიწისძვრა ხდება, პანიკას მოსდევს ერთი და იგივე კითხვები. რა ძალიან ხშირადაც არ უნდა დავსვათ ისინი და მოვისმინოთ სავარაუდო პასუხები, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ აქტუალურია ჩვენთვის. 7 მაისს მომხდარი მიწისძვრის შესახებ მედიისა და საზოგადოების შიშებსა და კითხვებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უმკლავდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ცენტრზე მოკლედ აქამდეც დაგვიწერია, სეისმური ტალღები, რომელიც ჯერ ისევ კარგად გვახსოვს, ახდენს სურვილის პროვოცირებას, რომ მასზე და ზოგადად მიწისძვრების ბუნებაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის უფროსი გიორგი ბასილაია ამომწურავად პასუხობს ჩვენს კითხვებს, კითხვებს რომელიც ბევრს დაებადა 7 მაისის დილას.
ივნ 18
ზაფხულის დადგომისთანავე ჩემმა მოგზაურობის მოყვარულმა მეგობარმა დევიდმა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზა. შვედი მეგობარი ჩამომდის და მინდა, საქართველო დავათვალიერებინოო, მითხრა. დევიდ დუმონტი ჩემი გერმანელი მეგობარია, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირში “თემი” მოხალისედ ჩამოვიდა. მართალია, თავდაპირველად 1 წელი აპირებდა საქართველოში დარჩენას, მაგრამ როგორც ამბობს, ჩვენმა ქვეყანამ ისე მოაჯადოვა, 2 წელია, აქ არის.
როცა მოგზაურობა შემომთავაზა, პირველად ის ვკითხე, რა ტრანსპორტით ვაპირებდით მოგზაურობას. დევიდს ძველი “ჟიგული” ჰყავს, რომელიც თითქმის 2 წლის წინ კახელებმა მამასისხლად მიჰყიდეს, მის “ლონდრეს” კი (ეს სახელი მანქანას “თემში” მცხოვრებმა ბავშვებმა შეარქვეს) ამ ბოლო დროს უცნაური სიჯიუტე დასჩემდა, ხანდახან შუა ქუჩაშიც “მისდის გული”. მოკლედ, გაირკვა, რომ დევიდი ჩემთან და კიდევ 2 მეგობართან ერთად “ლონდრეთი” აპირებდა ჯერ ვარძიის დალაშქვრას, შემდეგ კი გოდერძის უღელტეხილის გადავლას და მაღალმთიანი აჭარის დათვალიერებას. ღამით კარვებში დავიძინებთო, – დააყოლა საუბრის დასასრულს. სიმართლე გითხრათ, მის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, არც მანქანის გაუმართაობას შევუშინებივარ და მოგზაურობაზე თანხმობა განვუცხადე.