loading...

Category Archive: საქართველო

აპრ 22

სააღდგომო რიტუალები

სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა ერთ ძველ გადმოცემას უკავშირდება:

ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის უფლის სასწაულებრივი აღდგომა ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც. იგი რომის იმპერატორ ტიბერიუსს ესტუმრა, საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა!” იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო” – სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ტრადიციად იქცა კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ცოცხალი არსება ევლინება ქვეყანას. იესო ქრისტე კი სწორედ ჩვენი ცოდვებისათვის ეცვა ჯვარს და სიცოცხლე მოგვანიჭა, წითელი ფერი სიმბოლოა იმ სისხლისა, მაცხოვარმა ჩვენთვის რომ გაიღო.

სააღდგომო რიტუალში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სარიტუალო კერძებს, კერძოდ კი პასქას, კულიჩსა და შეღებილ კვერცხებს. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, აღდგომის შემდეგ იესომ ტრაპეზი გაინაწილა თავის მოსწავლეებთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე სპეციალურად გამომცხვარი პურის ტაძრად მიტანის ტრადიცია. საბერძნეთში ასეთ პურს უწოდეს “არტოსი.” მასზე გამოსახული იყო ჯვარი ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, როგორც ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. ამ პურებს შემოატარებდნენ ტაძრების და მონასტრების გარშემო და აწყობდნენ სატრაპეზოში სპეციალურ მაგიდაზე, რომელიც განასახიერებდა მოციქულთა სუფრას და შაბათს, კურთხევის შემდეგ ურიგებდნენ მორწმუნეებს. Read the rest of this entry »

აპრ 21

რადიაციის საფრთხე კავკასიაში

11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-1” დაზიანდა. ამას ატომურ სადგურზე რადიაციის გაჟონვა მოყვა. ბევრი კავკასიაში რადიაციის საფრთხეზე ალაპარაკდა. რამდენად რეალურია კავკასიაში რადიაციის გავრცელების შესაძლებლობა  და როგორ უნდა მოვიქცეთ შესაძლო საფრთხის დროს. თქვენს კითხვებს რადიაციული დაცვის სპეციალისტი გიორგი ნაბახტიანი პასუხობს

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ნინო
:
შესაძლებელია თუ არა ”ფუკუსიმადან” გაჟონილმა რადიაციამ საქართველომდე მოაღწიოს?

„ფუკუსიმადან“ გამოჟონილი რადიაცია თავდაპირველად  ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ეს  მათ საქართველოდან უფრო აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ”ფუკუსიმადან“ გამოტყორცნილი რადიაციის კვალი უკრაინაშიც დაფიქსირდა,  მისი დონე უთანაბრდება MDA-ს (Minimal Detectable Activity), ანუ იმ მინიმალურ დონეს, რომელსაც არავითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს ადამინაის ჯანმრთელობაზე და გარემოზე.  Read the rest of this entry »

აპრ 18

“მახინჯ ქოთანში” მოთავსებული საქართველო?!

"მახინჯ ქოთანში" მოთავსებული საქართველო?!“WORLD ECONOMIC FORUM”-ი: საქართველოს მოსახლეობის 35% იტანჯება, 55% დაძაბულია და 10% ხალისობს

“თვითმკვლელობის მეტს თითქმის არაფერს ვაკეთებთ”

“ნაციონალური ტელევიზიები” მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ ქვეყანა აყვავდა, აღორძინდა, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიც უკან ჩამოვიტოვეთ, სინგაპურს დავეწიეთ და გავუსწარით და ამის დასტურად ისეთ სტატისტიკურ მონაცემებს გვიტენიან თავში, რომ აშკარაა, თაყვანს აღნიშნულ ციფრებს უფრო ვცემთ, ვიდრე ქართველთა კეთილდღეობას. სწორედ ამას ჰქვია “ციფრული განხეთქილება” (ეს ტერმინი ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” ედუარდ შევარდნაძემ გამოიყენა, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაშინ ვერავინ აღიქვა. ამიტომაც იყვნენ “რევოლუციამდელი ადამიანები გონებაჩლუნგები”). Read the rest of this entry »

აპრ 10

9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიენელი

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ. Read the rest of this entry »

აპრ 07

ავტობუსების განრიგი

ინფორმაციის სანახავად შედით გაგრძელებაში. Read the rest of this entry »

აპრ 07

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი

ფაილი:Niko Pirosmani 1916.jpg

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველიპრიმიტივისტი მხატვარი. Read the rest of this entry »

გვერდი 20 (25)« პირველი...10...1819202122...ბოლო »