loading...

Category Archive: საქართველო

მაი 28

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა:

ჩემო საყვარელო ხალხო, მოგესალმებით!

ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ!
საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო!
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის! Read the rest of this entry »

აპრ 29

საქართველოს წყლის რესურსები

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით “გარემოს დაცვის შესახებ”, “წყლის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, “საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება.

Read the rest of this entry »

აპრ 29

“ბორ­ჯო­მი” – მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტოპ-ათე­ულ­შია

 “ბორ­ჯო­მი” მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და – რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

“ბორ­ჯო­მის” შე­სა­ხებ ვებ­გ­ვერ­დ­ზე Top-10-list.org აღ­ნიშ­ნუ­ლია: “თუ თქვენ ეროვ­ნე­ბით რუ­სი ხართ, აუცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ “ბორ­ჯო­მის” გე­მოს შე­სა­ხებ, ეს არის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი გე­მო. არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ შე­უქ­მ­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი ნახ­ში­რორ­ჟან­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყლის “ბორ­ჯო­მის” სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­დაც ასე­ვე ხდე­ბა მი­სი წარ­მო­ე­ბა. “ბორ­ჯო­მი” ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ქრო­ნი­კულ და მე­ტა­ბო­ლიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, აქვს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. Read the rest of this entry »

აპრ 25

„ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს

„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს.  Read the rest of this entry »

აპრ 18

სერიალები საქართველოში

“ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია”, “ერთ ქალზე მეოცნებე ორი მამაკაცი”, “ყველაზე ექსტრაგავანტური ექიმი მდიდარი სამედიცინო პრაქტიკით”, “დაკარგულებს უკანასკნელი გამოცდა ელით” – ეს ფრაზები ალბათ ბევრს ეცნო სხვადასხვა ტელეეთერიდან.

სერიალს საქართველოს და მთლიანად თანამედროვე მსოფლიოს კინო-ტელე ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

პირველი ტელენოველა 1930-იან წლებში ამერიკაში შეიქმნა და მას კომერციული დატვირთვა ჰქონდა. ტელე-რადიო კორპორაციების მიზანი იყო, ქალებისთვის სასიამოვნო და მარტივად აღსაქმელი სამყარო შეექმნათ. მათ საშუალება უნდა ჰქონოდათ, სერიალის ყურების პარალელურად საოჯახო საქმე ეკეთებინათ, შუალედებში კი, სარეცხი ფხვნილის რეკლამა ენახათ. სწორედ ამიტომ დაერქვა სერიალს – “საპნის ოპერა”. Read the rest of this entry »

აპრ 18

შემოსავლების სამსახურმა „ჩეკების გათამაშება“ დაიწყო

შემოსავლების სამსახურმა უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდებით. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები.
გათამაშება ტარდება ყოველდღე, 18 აპრილის დილის ათი საათიდან, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.
„ჩეკების გათამაშებაში“  ჩართვა მარტივია – ამისათვის, საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გათამაშების მონაწილე, არათუ უსასყიდლოდ ერთვება წამახალისებელ ლატარიაში, მას ასევე, უსასყიდლოდ, შეუძლია შეამოწმოს ჩეკის მომგებიანობა. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (25)12345...1020...ბოლო »