loading...

Category Archive: საქართველო

აპრ 13

ზედაშის კულტურა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ ქვევრში ღვინის ქართულად დაყენება ერთ მთლიან საგანს წარმოადგენს, შეიძლება საზედაშე ქვევრი და ღვინო მაინც ცალკე მოვლენად გამოიყოს.

ქართულ მეღვინეობაში, გარდა ქართული საღვინე ჭურჭლის – ქვევრისა, ვხვდებით: მუხის კასრს, მინის ჭურჭელს, ლითონის ცისტერნებს, მაგრამ საზედაშე ღვინის ჭურჭელი არა ჩამოთვლილ ჭურჭელთან, არამედ უპირველესად ქვევრთან ასოცირდება. საზედაშე ღვინის დაყენება მეტ-ნაკლებად განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინის დაყენებისაგან. განსხვავება მდგომარეობს როგორც ტექნოლოგიურ, ისე შინაარსობრივ მხარეში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ტერმინ „ზედაშეს” შესახებ ვკითხულობთ შემდეგ განმარტებებს, ასე მაგალითად: სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული: „ზედაშე – შესაწირავი ღვინო”; ნ. ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონი: „ზედაშე – ღვინო, ხმარებული ჟამის წირვასა ზედა სეფისკვერსა თანა, მსოფლიონი უხმობენ ღვინოსა შენახულსა სთულის დროს პატარა ქოცოში, ვიდრე დღეობადმდე სალოცავის ადგილისა და მაშინ მოხდიან, თან წაიღებენ ნაკვების ზვარითურთ ეკლესიის კარს, სადაცა ნაწილსა ზედაშისა და დაკლულის ზვარისას მიართმევენ სამღუდელოთა. ზოგს დაურიგებენ გლახაკთა და დანაშთენს მიიღებენ თთთ მუნვე”. Read the rest of this entry »

აპრ 06

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნას

2010-2011 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა.

ჯერ თბილისში ჩატარდა მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 15-18 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში გაიმართა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ორივე ეს მოვლენა საქართველოს ვაზის კულტურისა და ღვინისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადყოფს. ორასი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის კოლონია იყო და საერთაშორისო ასპარეზი დახშული ჰქონდა. დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე თითქოს “ცა გაიხსნა” და საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს აღმოჩენა ხელახლა მოხდა. ამ თვალთახედვით პირველი შემეცნებითი წიაღსვლები XIX ს-ის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით შეივსო, უფრო სწორად, ხელახლა დაიწერა. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ. Read the rest of this entry »

მარ 30

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებსსომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.

1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად “დიდი სომხეთის” შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს. Read the rest of this entry »

მარ 11

ორიოდე სიტყვა ქართულ მარანზე

მარანი ქართული წარმოშობის სიტყვაა! სულხან-საბას “სიტყვის კონაში” ვკითხულობთ:

“მარანი – საღვინე სახლი”. როგორც ვხედავთ საკმაოდ მწირი განმარტებაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ორ სიტყვაში საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული განმარტებული ტერმინის რაობა. თუ დავუფიქრდებით სიტყვა “სახლს”, იგი არის ადამიანის მუდმივად საცხოვრებელი ადგილი და ალბათ სულხან-საბაც თავის ამ მოკლე განმარტებაში სწორედ იმას გვეუბნება, რომ მარანი არის ღვინის, როგორც ცოცხალი არსების, საცხოვრებელი ადგილი და სახლი. მართლაც და, ღვინოს ხომ ადამიანის მსგავსად ახასიათებს: დაბადება, სიჭაბუკე, ჭარმაგობა, სიბერე, სიძაბუნე და სიკვდილი. არც ერთი სხვა რომელიმე პროდუქტი განვითარების ასეთ სტადიებს არ გადის. ეს ყოველივე, ადამიანის მსგავსად, მხოლოდ ღვინოს ახასიათებს. სულხან-საბა ღვინოს განიხილავს, როგორც ცოცხალ არსებას, ხოლო როგორც ყოველ ცოცხალ არსებას, მათ შორის ღვინოსაც ესაჭიროება თავისი სახლი, საცხოვრებელი ადგილი. აი სწორედ ასეთ ადგილად გვევლინება მარანი. რაც შეეხება თავად სიტყვის ეტიმოლოგიას, აქ ალბათ თავიანთი მოსაზრება ენათმეცნიერებმა და მკვლევარებმა უნდა გამოთქვან. ჩვენ კი აღვნიშნავთ ერთს, რომ ძალზე საინტერესო და ყურადსაღებია სიტყვების: “მარანი”, “მარხვა”, “სამარე”, “მარაგი” თუ “მარ-ის” მსგავსება და ურთიერთკავშირი. ჩამოთვლილი სიტყვები უთუოდ ერთმანეთთან უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, სიტყვა “მარანი” უნდა აღნიშნავდეს იმ შინაარსის მატარებელ სიტყვას, სადაც ღვინო შენახული, ანუ და-მარ-ხულია და მო-მარ-აგებულია… Read the rest of this entry »

მარ 11

უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.
შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.” Read the rest of this entry »

მარ 09

სტუდენტური დასაქმების პროგრამა

ქართველ სტუდენტთა აბსოლიტური უმრავლესობა 20 მარტის მოლოდინშია.

სტუდენტური დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდზე უკვე დაიდო დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინიციატივის შესახებ, რომ თურმე საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება იმუშაოს ზემოთ ნახსენებ “თანამდებობებზე” და გამოიმუშაოს თანხა 500 ლარის ოდენობით, (რასაც დააკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი 20%) ჯგუფელისგან გავიგე. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (25)« პირველი...23456...1020...ბოლო »