loading...

Category Archive: საქართველო

მარ 09

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!მომავალში კომპიუტერი ღატაკთა ხვედრი იქნება, მდიდრები კი მასწავლებლებს დაიქირავებენ…

წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულებას ეხებოდა, მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ, რედაქციაში შეშფოთებული მშობლები რეკავდნენ და შემოგვჩიოდნენ, რომ ამ “მოჯადოებულმა ყუთმა” მათი შვილები მართლაც ისე მოაჯადოვა, რომ ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგული აქვთ… ზოგიც პირველკლასელებისთვის ნაჩუქარი კომპიუტერების გამო ღელავს და ეჭვობს, რომ განათლების სისტემის ეს ინიციატივა შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ მარინე მაჭავარიანის მოსაზრებას, რომელსაც პედაგოგიკის კურსი აშშ-ში აქვს გავლილი და აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გამოსულა მოხსენებით საზოგადოების წინაშე, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. Read the rest of this entry »

მარ 08

გილოცავთ 8 მარტს!

 „საბჭოთა ქალებო, დაე, 8 მარტი ქცეულიყოს ბინძური კაპიტალისტების დამარცხების დღედ. წინ კომუნიზმისკენ!” – 1922 წელს, ამხანაგმა ფილიპე მახარაძემ ქალებს დღესასწაული ასე მიულოცა. წითელი რევოლუციონერების საამაყო თარიღი, თანამედროვე საქართველოს კალენდარში ქალთა საერთაშორისო დღედ არის მონიშნული და უქმეა. მართალია, ქართველებმა ფილიპე მახარაძის გვამი პანთეონიდან გადმოაგდეს და 8 მარტსაც მდედრობითი სქესისთვის საჩუქრების მისართმევად იყენებენ, მაგრამ ამით დღესასწაულის არსი არ იცვლება. არ იცვლება იმიტომ, რომ 8 მარტი, როგორც 1927 წლის გაზეთ კომუნისტში რეზინის საქსოვი ქარხნის დამკვრელი მუშა, ქალბატონი ნინა ბაკურაძე წერდა, „კომუნისტური მსოფლიოს დღესასწაულია. დღე, რომელიც ლენინმა აჩუქა მშრომელ ქალებს!”  ჩვენთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ისვენებს – ანგოლა, ბელარუსი, კამბოჯა, კუბა, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მოზამბიკი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. „ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების” დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ არც პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში და არც შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ფემინისტებმა საკუთარი სურვილები ყველაზე მეტად განახორციელეს.  დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. Read the rest of this entry »

მარ 02

ქართული კომპანიების მინუსები

პოსტში მინდა მოკლედ მიმოვიხილო ქართული კომპანიების ის უარყოფითი მხარეები, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით.

N1 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლი: კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე.
აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ: რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია.  Read the rest of this entry »

მარ 02

უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე: დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში, ბურდოს მთისა და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის წევრებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთუმიანის (მამონტისმაგვარი არსება), სავარაუდოდ მასტოდონტის (Mammutidae), 12-5 მლნ წლის ხმელთაშუაზღვის კუს (Testudo graeca), თანამედროვე შვლის წინაპრის (Praecapreolus cusanus), ნამარხი ანტილოპას (Protoryx sp.), ჰიპარიონის (Hipparion elegans) – ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრისა (Propotamochoerus provincialis) და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. Read the rest of this entry »

თებ 28

ქართული ფულის ისტორია

იცით საიდან მოდის ქართული ფულის შექმნის ისტორია? მონეტის მოჭრა ძირითადად სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მონეტა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რასაც სახელმწიფო სამონეტო რეგალია ეწოდება. ხელისუფლების ინტერესების, დროისა და პირობების შესაბამისად იცვლებოდა მონეტის გარეგნული მხარე – ზედ აღბეჭდილი მეფეებისა სახელები, წარწერათა შინაარსი, მონეტების ფორმები. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც შემონახული არ იყოს შორაეული წარსულის ნუმიზმატიკური ძეგლი – სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული მონეტები. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო იყო კულტურული და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე. ქართული მონეტები კი ზუსტად ასახავენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ფულის გაჩენამდე ფულის ნიშნების მაგივრად იყენებდნენ სხვადასხვა საგანს – სამეურნეო ან საბრძოლო იარაღს, ტყავ-ბეწვეულს, პირუტყვს, ლითონის ზოდებს.

მსოფლიოში პირველი ფული გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა), სადაც ვერცხლის მონეტები მოჭრეს. ფასეულობის ეს საზომი სწრაფად გავრცელდა იმდროინდელ კულტურულ ქვეყნებში. საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო ვერცხლის მონეტა “კოლხური თეთრი”, რომელიც მსოფლიოს უძველეს მონეტებს მიეკუთვნება. საქართველოში აღმოჩენილი მონეტების თანმიმდევრული ცვალებადობა ზუსტად ასახავს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. ქართული მონეტების მიმოქცევის 26 საუკუნოვან პერიოდში ფული იცვლებოდა გარეგნულად, იცვლებოდა წარწერები მათზე და თვითონ ლითონიც. ზოგჯერ მოჭრილ ფულზე უცხო სიუჟეტები და უცხოური წარწერები ჩნდებოდა. ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებით. ქართულწარწერიანი მონეტები მცირე რაოდენობით იჭრებოდა. გაცილებით მეტია ორენოვანი მონეტები – ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული.  Read the rest of this entry »

თებ 25

რა სჭირდება თავდაცვისთვის საქართველოს?

დღეს საქართველო ფაქტიურად დაუცველია, თითქმის ისევე როგორც იყო 1921 წლის თებერვალში. ქვეყნის ერთადერთ საგარეო მტერს, რუსეთს, შეუძლია საქართველოს მთავრობის პარალიზება გამოიწვიოს რამდენიმე საათში, ხოლო რამდენიმე დღეში კი ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. საქართველოსა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელთა შორის იანვარ–თებერვლის მაღალი დონის შეხვედრები  მისასალმებელია, თუ ამას მოჰყვება საქართველოს თავდაცვის საკითხებისადმი სერიოზულად მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნახევარ–ზომები მხოლოდ მოსკოვის გაღიზიანებასა და საქმის კიდევ უფრო გაფუჭებას გამოიწვევს.    Read the rest of this entry »

გვერდი 5 (25)« პირველი...34567...1020...ბოლო »