loading...

Category Archive: საქართველო

თებ 21

ქართულ-ძერსკული ლექსიკონი

1)გადი გატრასე–მიდდი გაიარე

Read the rest of this entry »

თებ 21

მალაიზიური განაჩენი

მალაიზიური განაჩენიროგორ დასრულდება ნარკოტრაფიკში ბრალდებულ ქართველ ქალთა გახმაურებული პროცესი

“საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან იმაზე მეტი ამბიცია, რასაც თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა  ჰქვია, ჩვენ არ გვაქვს”.

მიხეილ სააკაშვილი

“სიკვდილით დასჯა, უპირველესად, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც დანაშაულებრივ გზას დაადგა.” Read the rest of this entry »

თებ 21

თოვლიანი ზამთრის ამბები

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მეღვინეებსა და მევენახეებს ყველაზე ცოტა საქმე აქვთ.

ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, გაშლილი სუფრა და ბუხრის პირას მეგობრებთან ერთად ღვინის წრუპვა – აი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ღვინის მოყვარულმა ადამიანმა ზამთარში მოიმოქმედოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარი მხოლოდ მხართეძოზე წამოწოლისა და მოცალეობის პერიოდია.

პრობლემები   ზამთარში

ზამთარი ასევე არის შიშისა და დიდი ეჭვების პერიოდიც, რადგან დიდთოვლობამ შეიძლება პრობლემები როგორც ვენახს, ასევე მარანსაც შეუქმნას და ამ მხრივ სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თებერვალი დაიწყო თუ არა, შიდა ქართლში, დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში (ანუ სოფლებში, რომლებიც გრძელვადიან ოკუპაციას გადაურჩნენ) დიდი თოვლი მოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლებისა და მარნების გადათოვლაზე ერთობლივი ძალებით ეზრუნა. სოფელ კარალეთში 8 თებერვალს ლურსმანაშვილების ღვინის მარანი ისე დაითოვლა, რომ მარნის ძველმა სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სახურავი ჩაიმტვრა და კასრებში შენახული დაახლოებით 800 ლიტრი ღვინის (ძირითადად გორული მწვანე) გადასარჩენად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. Read the rest of this entry »

თებ 15

2012 წელს მოქალაქის პორტალი ამუშავდება

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, 2011 წელი შეიძლება მაინც გადამწყვეტ ეტაპად მივიჩნიოთ, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ აღნიშნა გაზეთ „ნავიგატორთან“ საუბრისას.
„თუ წინა წლები ზოგადად ელექტრონული მმართელობის განვითარების მხრივ ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იყო, 2012 წელს უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ. მანამდე არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც იყო ელექტორნული ID, ხელმოწერა, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რომელიც დააინტეგრირებდა ინფორმაციულ სისტემებს ქვეყანაში. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპონენტები ჩამოყალიბებულია და არსებობს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, ეს კომპონენტები სრულფასოვნად დავტვირთოთ და ავამოქმედოთ,“ ამბობს ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე  Read the rest of this entry »

თებ 14

აღმოჩენების ექსპედიცია

საქართველოს ტერიტორია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზაგასაყარია აზიასა და ევროპას შორის. ეს რეგიონი ბიოგეოგრაფიული რეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წწ.) ეპოქიდან.

რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ “ჩიხს” , სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით თანაარსებობდა.

საქართველოს ტერიტორიაზე გამორჩეული მხარეა ზემო იმერეთი. ეს კარსტული რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური მღვიმეებითა და გამოქვაბულებით.

მღვიმეებსა და გამოქვაბულებში, მათი ბუნებრივად დაცულობის გამო, კარგად არის შემორჩენილი ხელუხლებელი გეოლოგიური და, შესაბამისად, კულტურული ფენები. სწორედ მათი კვლევა იძლევა შესაძლებელობას, პასუხი გაეცეს სხვადასხვა დარგის მეცნიერთა წინაშე არსებულ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, მით უფრო, რომ ისინი სხვადასხვა ინტენსივობით გამოყენებოდა ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქიდან კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე (პალეოლითი, ნეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები). ისინი თითქმის დღემდე გამოიყენება. Read the rest of this entry »

თებ 13

ლორი და სხვა

ხორცის შენახვისა და დამუშავების ტრადიციები საქართველოში

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა. ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში  შეგვიზლია დავასახელოდ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. Read the rest of this entry »