loading...

Category Archive: საქართველო

თებ 10

კინტო – აკრძალული თემა?

ამ კვლევის ავტორის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება. ეს – ადამიანების ან მოვლენების ისტორია თანამედროვე შეფასების მიღმა, შეიძლება ველური ან უხერხული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის – ისტორიაა.

80-იანი წლების შუახანებში გამიტაცა ვასილი ვერეშჩაგინის, მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. ის საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად იყო აღიარებული “დიდ ჰუმანისტად”, მისი შეხედულებების ილუსტრაციად კი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი იყო მისი სურათის “ომის აპოთეოზის” რეპროდუქცია. ალბათ გეხსომებათ: [სურათზე გამოსახულია] მთა რამდენიმე ათასი ადამიანის თავის ქალისგან და მინაწერი – “ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს – ყოფილებს, ახლანდელებს და მომავლებს”. ვერეშჩაგინი ნამდვილად იყო ნიჭიერი და ღირსეული მხატვარი, კლასიკური რეალიზმის მიმდევარი, ბრწყინვალე მკვლევარი, რომელიც სიუჟეტებს წვრილმან დეტალებში აღწერდა.

მწერალზე წიგნის წერას მას შემდეგ დავანებე თავი, რაც მის წიგნში წავაწყდი ფრაზას მხატვრული კრიტიკოსის, ვლადიმირ სტასოვისათვის მიწერილი წერილიდან: “მე თვითონ, ვესროდი ადამიანებს, როგორც კაკბებს.” ვერეშჩაგინი წერდა თავისი მონაწილეობის შესახებ სამარყანდის “დაცვაში” 1868 წელს. მე აღარ მქონდა სურვილი მეწერა “დიდ ჰუმანისტზე”, მაგრამ ვერეშჩაგინის ნამუშევრებმა სხვა წიგნზე მუშაობისკენ მიბიძგა – პროსტიტუციის ისტორიაზე ცენტრალურ აზიაში. ვერეშჩაგინი კარგი ეთნოგრაფი იყო და თავის თითოეულ სურათს აღწერდა დღიურებში, რომელთა ნაწილი წიგნად გამოიცა. ერთ-ერთ დღიურში წავიკითხე აღწერა სურათისა “ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა.” მასზე გამოსახულია 5-6 წლის შიშველი ბიჭი და ვაჭრები აზიურ ხალათებში. Read the rest of this entry »

თებ 10

პირველად საქართველოში – უსადენო ინტერნეტსტანდარტი HSPA+ მაგთიკომისგან

HSPA+ სტანდარტის ქსელი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით 21 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
HSPA+ სტანდარტის მხარდაჭერა თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, ასეთი ტელეფონი ავტომატურად გამოიყენებს HSPA+ ქსელს, როგორც კი მისი დაფარვის არეში მოხვდება. პირველ ეტაპზე HSPA+ სტანდარტის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში და მის შემოგარენში, 2012 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა დანარჩენი დასახლებული პუნქტი.

კიდევ ერთი სიახლე მათთვის, ვისაც ინტერნეტი მუდმივად სჭირდება – სახლში, აგარაკზე, გზაში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას – მაგთიკომი წარმოგიდგენთ ახალ უსადენო ორსიხშირიან, უნიკალური ფუნქციის მქონე მოდემს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს HSPA+ და EVDO ქსელებში

ეს მოდემი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ წერტილში, სადაც მაგთიკომის სიგნალი ვრცელდება, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და დროის მოცემულ მომენტში ავტომატურად გამოიყენოს ის ქსელი, რომელიც ნაკლებად არის დატვირთული. სწორედ ამის შედეგად ორსიხშირიანი მოდემის მომხმარებელს გარანტირებული აქვს კავშირის საუკეთესო სიჩქარე.  Read the rest of this entry »

თებ 09

თამბაქო და საქართველო

არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო :( როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს   სიამოვნების განცდას. Read the rest of this entry »

თებ 04

არჩევნები ანუ როგორ გავყიდოთ პრეზიდენტი

ახლოვდება არჩევნები. არჩევნები კი ერთგვარი რინგია პოლიტიკოსებისთვის, სადაც ხდება შედეგების შეფასება და ანალიზი. პოლიტიკისები ფიქრობენ თუ სად დაუშვეს შეცდომა, რომელ ეტაპზე მოხდა ამომრჩევლის რაოდენობის კლება. ალბათ ყველაზე მეტად ჩემთვის ბრენდ მენეჯერები, პოლიტიკურ ენაზე კი პოლიტიკური სტრატეგები და პიარ აგენტები ნერვიულობენ სასურველი შედეგის არმიღების შემთხვევაში.პიარ აგენტები ფიქრობენ ,რამდენად გაამართლა მათმა შერჩეულმა სტრატეგიამ. Read the rest of this entry »

თებ 03

„საშინაო სკოლა“ სილქტივის მომხმარებლებისთვის

1 თებერვლიდან პროექტ „საშინაო სკოლის“ ფარგლებში Silk TV-ს ყველა მომხმარებელს საშუალება ეძლევა უფასოდ მოისმინოს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის სასკოლო საგნების ვიდეოგაკვეთილები.
15-20 წუთიანი ვიდეოგაკვეთილები განთავსებულია სილქტივის მენიუში. მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს და გაკვეთილს. მომხმარებელს ვიდეოგაკვეთილის ნახვა, მისი დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეეძლება.
საშინაო სკოლა – არის სოციალური შემეცნებითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში ინტერაქტიული ტელევიზიის საშუალებით გააღვივოს განათლების მიმართ ინტერესი, გახადოს სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი.
„საშინაო სკოლა“ სილქტივის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უფასოდ. სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია მხოლოდ დეკოდერის გადატვირთვა. 2012 წლის ივლისამდე ვიდეოგაკვეთილებს ეტაპობრივად დაემატება 6 საგანი გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური.

იან 31

ობამა–სააკაშვილის შეხვედრის საიდუმლო დეტალები

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამის მიწვევით აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები  განიხილეს. პრეზიდენტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოხატა. ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველა დონეზე ავლენს. Read the rest of this entry »