loading...

Category Archive: საქართველო

იან 29

წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია

ID წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა(ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა. Read the rest of this entry »

იან 27

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – 112-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 2011 წლის 27 დეკემბერი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 8 მუხლის მე 2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური  Read the rest of this entry »

იან 27

რა ვი­ცით ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ

 ფო­ტო­ალ­ბო­მი ირი­ნა აბ­ჟან­და­ძის­გან

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ყურ­ძ­ნის მწი­ფო­ბას მზის თვალს ადა­რებ­დ­ნენ. ფო­ტოგ­რაფ ირი­ნა აბ­ჟან­და­ძის­თ­ვის, ისე­ვე რო­გორც უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის, ღვი­ნო თხე­ვად მზედ ასო­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მზის ფე­რი­თა და მხურ­ვა­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, გარ­და ტკბო­ბი­სა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ­თ­ვის ერ­თ­გ­ვარ ეროვ­ნულ ნიშ­ნად იქ­ცა.

ამ კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მ­ნა ირი­ნა აბ­ჟან­და­ძემ ფო­ტო­ალ­ბო­მი “თხე­ვა­დი მზის ქვე­ყა­ნა”, რო­მე­ლიც XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერ­თ­გ­ვარ მი­მო­ხილ­ვას წარ­მო­ად­გენს და ძი­რი­თა­დი ხა­ზი მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე გა­დის.

თხრო­ბა პორ­ტ­რე­ტუ­ლია, XIX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა და XX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბამ­დე მო­დის – ანუ ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძი­დან გი­ორ­გი თუშ­მა­ლიშ­ვი­ლამ­დე,

ის­ტო­რია იწყე­ბა იმ დრო­ი­დან, რო­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­ვი­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ღვი­ნის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა და­იწყო, რო­მელ­საც კო­ლო­სა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. Read the rest of this entry »

იან 25

ემიგრაციის ისტორია და ლიტერატურა

ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა ემიგრაცია (განდევნილობა) განიმარტება როგორც:

1) გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი პოლიტიკურის, ადამიანის მშობლიური ქვეყნის გარეთ გასახლება; 2) მშობლიური ქვეყნიდან ან სახლიდან დიდი ხნის მანძილზე შორს ყოფნა; 3) საკუთარი სურვილით ან იძულებით გადაადგილება მშობლიური ქვეყნიდან. ზოგიერთ იშვიათ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (როგორიც იყო მე-20 საუკუნის მიწურულს განვითარებული იტალიური ემიგრაცია, რომელიც უკეთესი უმაღლესი განათლების მიღებას ისახავდა მიზნად), მე-20 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნიდან მომხდარი განდევნილობა იძულებით ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებული გამოხატულება მან მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად, რაც, ძირითადად, პოლიტიკურმა მიზნებმა განაპირობა. Read the rest of this entry »

იან 25

როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამო

როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამომორიგი ბუზღუნის თემა ჩემმა ბანკმა მომაწოდა.

ბანკის სახელს არ დავასახელებ, არ მინდა “შავ პიარში” ჩამეთვალოს. მით უფრო, რომ ჩემი მიზანი სულაც არ არის ვინმესთვის ანტირეკლამის გაკეთება. თან მგონია, რომ ყველა ბანკში მსგავსი სიტუაციაა და ამიტომ მინდა ჩემსავით “დოყლაპია” მკითხველს გამოცდილება გავუზიარო და რჩევა მივცე.

“ჩემ ბანკს” იმიტომ ვუწოდებ, რომ უკვე თითქმის 10 წელია მისი კლიენტი ვარ. სხვა ბანკებთანაც ძალიან აქტიურად “ვთანამშრომლობ”, მაგრამ ეს ბანკი სხვადასხვა რამის გამო მომწონს და მეგონა, რომ მასაც “მოვწონდი”. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მიზეზს არ მაძლევდა, რომ საპირისპირო მეფიქრა… ბოლო დღეებამდე. არადა ფული იმ მომსახურებაში გადამახდევინა, რომელსაც უკვე 1 წელიწადზე მეტია აღარ მიწევს… Read the rest of this entry »

იან 25

”Skoool საქართველო”-ახალი ელექტრონული პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველოს” პრეზენტაცია გამართა.
პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ინოვაციური, ინტერაქტიული და საინტერესო სასწავლო პროგრამების გამოყენების საშუალებას იძლევა.
პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ქართულ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.  Read the rest of this entry »