loading...

Category Archive: სხვადასხვა

ნოე 14

ცდუნების ხელოვნება

საფლავებს შორის გაწოლილიყო ნისლი და მისი შავი მარწუხები იხრწნებოდა წარწერებს შორის.. ღამე გადაჰფენოდა ზეცას და თითქოს აყუჩებდა ცას სიბნელისფერი ამოსუნთქვებით. მსუბუქი ქარი დაძრწოდა ირგვლივ, რომლის ზუზუნი სიკვდილის ნაზ მელოდიას წააგავდა..

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა ფანრით ხელში და ცდილობდა შავბნელი წყვდიადი გაერღვია. იპოვნა საფლავებს შორის სასურველი ადგილი და იქვე ჩამოჯდა. ფანარი ძირს დადო, მისი შუქი პირდაპირ საფლავის ქვას სცემდა.. ქვაზე ახალგაზრდა მამაკაცის მშვიდი სახე მოჩანდა. თითქოს მარადისობაში გაჰყინვოდა ნაკვთები და მდუმარე სიცივით გაჰყურებდა სივრცეს.

ქალს სახეზე მწუხრისფერი ესვენა. ცივი ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და ფიქრებში ცდილობდა მოგონებების გაცოცხლებას. თითოეული მათგანი ერთი-მეორეზე მტკივნეული აღმოჩნდა და ქალმა ინსტინქტურად თავი გააქნია მათ მოსაშორებლად. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ღამის სიცივეში ნისლისფერი ბოლი დაიკლაკნა და ხრწნა დაიწყო ცის მიმართულებით..

უკვე რამდენიმე წელია, მარტის დასაწყისში, შუაღამისას ამოდის აქ და საფლავის ქვას ისე დაყურებს, თითქოს მასზე ირეკლება მთელი მისი ცხოვრება. წლებთან ერთად დაიწურნენ განცდები და მხოლოდ ყრუ ტკივილი დარჩა მინავლულ სისხლძარღვებში.. თვალებსაც კარგა ხანია არ უგემიათ ცრემლის ტკბილ-მწარე გემო. Read the rest of this entry »

ოქტ 23

როგორ დავბეჭდოთ ჩვეულებრივი პრინტერით ქსოვილზე ?

რომელიმე თქვენგანს უეჭველად სდომებია საყვარელი ნახატის, ლოგოს ან წარწერის ნაჭერზე ან მაისურზე ნახვა.

  Read the rest of this entry »

ოქტ 20

შვიდი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარე

ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეების რეიტინგი რომ შეედგინათ, მსოფლიოს ცნობილ ფიტოთერაპევტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. სწორედ ამ გამოკითხვაში გამარჯვებულ პოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.

ექინაცეა – იგი ნამდვილი ლიდერია. ფიტოთერაპევტებს ყველაზე ხშირად ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე უწევთ საუბარი. ექინაცეის ღირსებებს შორის აღსანიშნავია იმუნიტეტის მომაძლიერებელი, ვირუსებისადმი მედეგობის ამამაღლებელი თვისებები. თუკი ექინაცეის ნაყენს ან მასზე დამზადებულ პრეპარატს მიიღებთ, არც სტრესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. იგი იდეალური სამკურნალო საშუალებაა არა მარტო ვირუსული ინფექციების თავდასხმის დროს, არამედ მოგზაურობის პერიოდშიც – მაშინ, როცა ორგანიზმი ფიზიკურად ჩვეულბრივზე მეტად იტვირთება და მისი საადაპტაციო ძალები მოძლიერებას მოითხოვს. Read the rest of this entry »

ოქტ 20

როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა გვიკბინა

ძაღლიმაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან შეიძლება ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ავიცენას განმარტებით, ცოფიანი ძაღლის ნაკბენს ამგვარად განასხვავებენ: პურის ნაჭერი დაასველეთ ჭრილობიდან გამოჟონილი სითხით და სხვა ძაღლებს გადაუგდეთ. თუ ისინი პირს არ დააკარებენ, ძაღლი ცოფიანი ყოფილა.

ჭრილობას 40 დღის განმავლობაში არ უნდა მისცეთ შეხორცების საშუალება, ნაკბენზე  კი დაიდეთ ნიორი, ძმარში აზელილი ქათმის სკორე, ჭარხალი. ამასთანავე, ავადმყოფს მიეცით სასაქმებელი. უხვად ასვით წყალი, რომელშიც რამდენჯერმე ჩადეთ გავარვარებული რკინა. საწამლავის ორგანიზმიდან გამოტანა შეიძლება მარილიანი პლასტირით ან მდოგვიანი საფენით. Read the rest of this entry »

ოქტ 06

ერთ დროს დაწერილი

amur

ლექსის სანახავად შედით გაგრძელებაში

Read the rest of this entry »

ოქტ 02

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ‘ოცნებამ’ 51.62% მიიღო

 (photo: )ამ დროისთვის 3766 უბნიდან, 198 უბანი, ანუ საერთო რაოდენობის 5.26% არის დათვლილი.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კოალიციამ “ბიძინა ივანიშვილი -ქართულმა ოცნება” მიიღო 51,62% (35 275 ხმა), ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 43,85% (29 965 ხმა), ქდმ -2 % (1368 ხმა), ლეიბორისტული პარტია – 1.05% (720 ხმა).

 

ოლქების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება, თბილისში  Read the rest of this entry »

გვერდი 30 (118)« პირველი...1020...2829303132...405060...ბოლო »