loading...

Category Archive: ყველაზე ყველაზე

მაი 28

ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გარდაიცვალა

ორშაბათს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა მექსიკელი – Manuel Uribe, ვინაც 2006 წლის გინესის წიგნის რეკორდსმენი იყო, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიანი. მედიკოსთა განცხადებით, სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. Read the rest of this entry »

თებ 04

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინო

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინო იყიდება, ერთი მოზრდილი 12 ლიტრიანი ბოთლის ფასი არც მეტი არც ნაკლები 195 000 აშშ დოლარია. ეს გახლავთ Balthazar of Chateau Margaux–ის მიერ დამზადებული 2009 წლის სპეციალური ჩამოსხმა შეზღუდული რაოდენობით, სულ 6 ცალი. მათ შორის 3 ცალი გასაყიდად გამოიტანეს. Read the rest of this entry »

იან 06

მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი

მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დაიკვეხნის სხვადასხვა საკურორტო ზონებითა და იქ არსებული მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურით. ერთ–ერთი ასეთი ჩილე გახლავთ, სადაც კურორტ სან ალფონსო დელ მარზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი, რომლის სიგრძე 1013 მეტრს შეადგენს.აუზის ფართობი, არც მეტი, არც ნაკლები 8 ჰექტარია და მასში 250 მილიონი ლიტრი წყალი ჩადის, იმდენი, რამდენიც 6000 ჩვეულებრივი აუზის გასავსებადაა საჭირო. Read the rest of this entry »

დეკ 30

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმები წარმოადგინეს ჰონკონგში საერთაშორისო Business of Design Week (BODW-2013) გამართულ გამოფენაზე. პრეზენტაცია ორგანიზებულ იქნა 400  VIP-პერსონისათვის. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ეს გახლდათ ბელგიაში დაფუძნებული 2 კომპანიის: A.F. Vandevorst–ისა და Diarough/UNI-Design–ის მიერ შექმნილი ჩექმის წყვილი, რომლის საფასურიც 3.1 მილონი აშშ დოლარი გახლავთ. Read the rest of this entry »

დეკ 12

საზღვაო-სატრანსპორტო საშუალება Prelude FLNG

გემი «Prelude FLNG», რომლის კორპუსის სიგრძე 488 მეტრს, ხოლო სიგანე 74 მეტრს შეადგენს, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით ააგეს. ბუნებრივი აირის თხევად აირში გადამამუშავებელი მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აჭარბებს. საბოლოო მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს გიგანტური საზღვაო ხომალდი ყველაზე დიდი მცურავი საშუალება იქნება, რომელიც ადამიანს კაციობრიობის ისტორიაში აუგია.

გემი «Prelude FLNG» ზღვის ფსკერიდან მოპოვებულ ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად, შემგდომ კი პირდაპირ ღია ზღვაში საზღვაო-სატრანსპორტო ტანკერებში გადატვირთავს მას. სრულად აღჭურვილი და დატვირთული გიგანტის წონა 661,400 ტონა იქნება. წლის განმავლობაში კი ეს მოცურავე ფაბრიკა 3,8 მილიონ ტონა ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად. გემზე განთავსებული რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 430 მილიონ ლიტრს, რაც მოცულობით 175 ოლიმპიური კლასის საცურაო აუზის ექვივალენტია. Read the rest of this entry »

დეკ 11

ყველაზე პატარა ჩლიქოსანი

აზიური ირმები  (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.

ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.

წყლის ირმის მსგავსად, აზიური ირმებიც საკმაოდ კარგი მცურავები და მყვინთავები არიან. თუმცა ისინი ცხოვრებას მშრალ ადგილებში ამჯობინებენ. აგრეთვე წყლის ირმებისგან განსხვავებით მტრის თავდასხმისგან სხვაგვარად იცავენ თავს. საფრთხის დროს ეს პატარა ცხოველები ცდილობენ სადმე შეძრომას, დამალვას, მაგრამ თუკი ეს არ გამოუვიდათ მაშინათვე იწყებენ მტრისათვის წინააღმდეგობით გაწევას: საკუთარი ბასრი ეშვების მეშვეობით, რომლებიც ზედა ყბაზე აქვს განლაგებული, მათ შეუძლიათ საკმაოდ მტკივნეულად უკბინონ მტაცებელსაც და ადამიანსაც. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (13)12345...10...ბოლო »