loading...

Category Archive: ყველაზე ყველაზე

ნოე 29

ყველაზე ძვირადღირებული წინდები

მამაკაცებისათვის ერთ–ერთ ყველაზე უბრალო საჩუქრად წინდები ითვლება. თუმცა გერმანული კომპანიის ახალი ნაწარმი – ყავისფერი წინდები, რომელთა ფასიც დაახლოებით 1200 დოლარია ვერანაირად ვერ ჩაითვლება რიგით საჩუქრად. ტანისამოსის ეს პროდუქტი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა – სულ 10 წყვილი.

ეს კოლოსალური ფასი, იმ მატერიისგან მომდინარეობს რომლისგანაც იგი შედგება. წინდები დამზადებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირი და იშვიათი ბეწვისაგან – ვიკუნიას ბეწვისაგან.

ვიკუნია – ეს გახლავთ ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახიდან, მას მოიხსენიებენ ლამას და ალპაკას შორეულ ნათესავებადაც. ეს უნიკალური ცხოველები ბინადრობენ ანდებში 3500–დან 5500 მეტრ სიმაღლეზე და დაცულნი არიანი სპეციალური პროგრამით, აქედან გამომდინარე მათი ბეწვის მოპოვება საკმაოდ რთულია. Read the rest of this entry »

ნოე 27

12 მეტრიანი ხის სკულპტურა

ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.

აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი. Read the rest of this entry »

ნოე 21

სეკვოია – პლანეტის ყველაზე მაღალი ხე

გიგანტური სეკვოია წარმოადგენს კვიპაროსთა ერთ-ერთ ქვეჯგუფს. ეს საოცარი მცენარეები, რომლებიც დღესაც გვხვდება ბუნებაში ასწლეულებს ითვლიან. დღესრეობით ცნობილია ამ ხის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარი რომლის ასაკიც 3,5 ათას წელზე მეტია. ამ ჯიშის ხეების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 60 მეტრია, თუმცა ბუნებაში შემორჩენილია 110 მეტრზე მაღალი სეკვოიაც. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ 1912 წელს მოჭრილი სეკვოიის სიმაღლე 115,8 მეტრი იყო. პლანეტის ყველაზე მაღალი ხე რომელიც სახეზეა გახლავთ სეკვოია სახელწოდებით “ჰიპერიონი”, მისი სიმაღლე შეადგენს 115,5 მეტრს.

ცნობილია აგრეთვე ყველაზე მოცულობითი სეკვოია სახელწოდებით “გენერალი შერმანი”, რომლის სიმაღლე 83,8 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11.1 მეტრია. რაც შეეხება მთლიან ფართობს  1487  მეტრკუბია. Read the rest of this entry »

ნოე 19

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატი

ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა. ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.

როგორც დენისი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უბრალო ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა. მის შიგნით შესვლის შემდეგ ყოველი პროცესი თვალსაჩინო ხდება.   Read the rest of this entry »

აპრ 09

გინესის რეკორდების წიგნი

1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”. Read the rest of this entry »

აპრ 07

Specialized Turbo — ყველაზე სწრაფი ველოსიპედი

კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო Read the rest of this entry »

გვერდი 4 (13)« პირველი...23456...10...ბოლო »