loading...

Category Archive: ცნობილი ადამიანები

თებ 07

იულიუს კეისარი – ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკოსი, მხედართმთავარი და რეფორმატორი

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ.IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS, დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში – ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. Read the rest of this entry »

დეკ 12

უილლემ დეფოს ცხოვრების წესები

მსახიობი, 58 წლის, ნიუ–იორკი.

საერთოდაც კითხვებზე პასუხი – ეს ჩემი ფილოსოფია არაა.

ზოგჯერ შენ პოულობ სამუშაოს, ზოგჯერ სამუშაო გპოულობს შენ. ასეც ცხოვრობ.

არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, თუ არ ვიქნებოდი მსახიობი. რა თქმა უნდა მე მაქვს რაღაც ფანტაზიები, რაღაც უბრალო – მოვიყვანო ბოსტნეული, ვითევზაო, ვიმუშაო ღია ცის ქვეშ. მაგრამ მე მხოლოდ შემიძლია თავს უფლება მივცე სუპერმარკეტში მივიდე და სამზარეულოში მოვამზადო.

ცხოვრება კინოსგან განსხვავდება მოხლოდ იმით, რომ ცხოვრებაში მეორე დუბლი არ არსებობს.

მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები: მინდა, რომ ვუყვარდე. მაგრამ არ ვიღწვი, რომ ჩემი ესმოდეთ.

როდესაც პატარა ვიყავი, მაინტერესებდა ნებისყოფის იდეა, შესაძლებლობების ზღვარი. ვიღაცას აინტერესებს რამდენ ხანს შეძლებს წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებას, მაგრამ მე უფრო გორდონ ლიდდის ვგავდი (ოტელ “უოტერგეიტ”–ში დემოკრატების შტაბის უკანონო მოსმენისათვის გასამართლებული). ბავშვობაში მას საშინლად ეშინოდა მღრღნელების, ერთხელაც მან დაიჭირა ვირთხა, დაჭრა და შეჭამა, რათა საკუთარ შიშზე გაემარჯვა. მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ვირთხა არ მიჭამია. Read the rest of this entry »

დეკ 07

ნელსონ მანდელა (1918–2013)

სიცოცხლეშივე ცნობილი ისტორიული პიროვნება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 1918 წელს აფრიკის ერთ პატარა სოფელში დაიბადა. მას სახელად როლიჰლაჰლა დაარქვეს რაც ნიშნავდა ადამიანს, რომელიც დარტყმებს საკუთარ თავზე იღებს. წლების შემდგომ როდესაც როლიჰლაჰლა სკოლაში შევიდა მასწავლევბელმა ნელსონი დაარქვა, რადგან პედაგოგს აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. ახალგაზრდა მანდელა აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი 22 წლის ასაკში კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაამთავრების შემგომ ნელსონმა იოჰანესბურგში საადვოკატო ფირმა გახსნა, სადაც თვითონვე ემსახურებოდა შავკანიანებს. ამ პერიოდში მან თვალნათლად დაინახა რასიზმის მწარე და დამამცირებელი მდგომარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. Read the rest of this entry »

მაი 10

საუკუნის რინგის მტრები

საუკუნის რინგის მტრები

სიძულვილი ამერიკულად, მუჰამედ ალი – ჯო ფრეზერი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყოფილან ისეთი მონუმენტური მასშტაბის სპორტსმენები, რომელთა პირადი დაპირისპირება სპორტის ამა თუ იმ სახეობაში კლასიკური ბრძოლის მაგალითად ქცეულა. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ორი უდიდესი მძიმეწონოსანი მოკრივის რინგსა და რინგს მიღმა მტრობის მოყვანა შეიძლება, რომელთა გზები 1970-იან წლებში გადაიკვეთა.
ლეგენდარული მუჰამედ ალისა და ჯო ფრეზერის დაპირისპირებაზე გიამბობთ. Read the rest of this entry »

დეკ 07

“აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა”

"აცილებული" სასმისი "გულს დააკლდა"

დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს.
გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.

საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: “ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს.
გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: “ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი…
ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის “სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო. Read the rest of this entry »

დეკ 07

ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი

“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (16)12345...10...ბოლო »