loading...

Category Archive: ცნობილი ადამიანები

დეკ 07

“აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა”

"აცილებული" სასმისი "გულს დააკლდა"

დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს.
გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.

საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: “ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს.
გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: “ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი…
ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის “სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო. Read the rest of this entry »

დეკ 07

ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი

“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში. Read the rest of this entry »

დეკ 04

იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი ― გ. 10 მარტი, 1951, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია 

სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა (“იმერელი გლეხი”, თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. Read the rest of this entry »

ოქტ 02

რემა ჟვანია: “ზურას მკვლელობაში სააკაშვილისთვის ძვირფასი ადამიანია გარეული”

რემა ჟვანია: "ზურას მკვლელობაში სააკაშვილისთვის ძვირფასი ადამიანია გარეული"“ფირს ნამდვილად ვერ ვნახავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, ვინ არის მკვლელი”

“თავისა და კეფის არეში, ასევე კისრიდან მუცლის ღრუს ჩათვლით,  ცხედარი გაჭრილი იყო”

გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. “თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!” – უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად “კვირის პალიტრისთვის” გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს).  ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა: Read the rest of this entry »

ივნ 18

ცხოვრებისეული რჩევები (დალაი ლამა)

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო. Read the rest of this entry »

ივნ 04

არიენ რობენი

სრული სახელი და გვარი: არიენ რობენი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 23 იანვარი

დაბადების ადგილი: ბედუმი, ჰოლანდია

სიმაღლე: 181 სმ.

პოზიცია: მარცხენა/მარჯვენა ნახევარცმველი, ფორვარდი

კარიერა: 2000-2002 “გრონინგენი” 46(8)

2002-2004 “პსვ” 56(17)

2004-2007 “ჩელსი” 97(19)

2007- “რეალი” 17(2)

არიენ რობენი ბედუმში დაიბადა, გრონინგენის მახლობლად. მან ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო ფეხბურთის თამაში. არიენის პირველი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი, ვილ კორვერი გახლდათ. სისწრაფე, კარგი ტექნიკა და მახვილგონივრული პასები, – ყველაფერმა ამან ”გრონინგენის” სკაუტები აღფრთოვანებაში მოიყვანა და არიენიც ზემოთხსენებულ კლუბში გადავიდა. “გრონინგენში” ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან დუბლებში ასპარეზობდა და 1999-2000 წლების სეზონში 50 გოლიც გაიტანა შესაბამის ჩემპიონატში. მალე მწვრთნელმა, იან ვან დიკმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა. რობენის დებიუტი 2000 წლის ნოემბერში შედგა, “ტვენტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არიენი ძირითადის მოთამაშედ უმალვე ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში რობენმა 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ჰოლანდიელი გრონინგენის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2001-2002 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ზაფხულს ის “პსვ ეინდჰოვენმა” შეიძინა 3,9 მილიონ ევროდ. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (17)« პირველი...23456...10...ბოლო »