loading...

Category Archive: ცნობილი ადამიანები

აპრ 18

ბონი და კლაიდი

ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირეების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში. Read the rest of this entry »

აპრ 06

სისხლიანი 9 მარტი – პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთში

სისხლიანი 9 მარტი - პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთშიბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ და 37 წლის რეპრესიებმა, რომელმაც ერის რჩეული შვილები შეიწირა, სისხლიანი ფურცლები ჩაწერა ქართულ მატიანეში. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ისედაც მცირერიცხოვან ერს 300 ათასი ჯანღონით სავსე ვაჟკაცი გამოაცალა. თავს დატეხილი კატასტროფების მიუხედავად, ქართველმა მაინც “ვერ ისწავლა ჭკუა”. ომის დასრულებიდან 11 წლის თავზე თბილისი და სრულიად საქართველო სახალხო გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა შეძრა, კვლავ დაიღვარა სისხლი…
1956 წლის მარტის სისხლიანი დღეებიდან 56 წელი გავიდა.

– 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ბნელი რუსული მასა, რომლის ერთი ელემენტიც იყო ხრუშჩოვი, თვლიდა, რომ ქართველები, სტალინ-ბერიას წყალობით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. “პიროვნების კულტის” გაუქმებისკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს მისცა გზა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. ჯარში, ანდა საერთოდ, რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. Read the rest of this entry »

აპრ 05

PEPSI-ის სიურპრიზი ჯექსონის ფანებს

კომპანია  პეპსი  წელს  ქილების კოლექციურ სერიას გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული  იქნება მაიკლ ჯექსონის ფოტო.  ეს არის აქცია მუსიკოსის  უკვდავსაყოფად,  რომელიც ასევე  ალბომ  Bad–ის გამოშვებიდან  25 წელს მიეძღვნება. ალბომი  1987 წლის  31 აგვისტოს გამოვიდა. Read the rest of this entry »

მარ 21

ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. Read the rest of this entry »

მარ 06

ენამახვილი გენიოსები

კურიოზი

სახელოვანი გერმანელი კომპოზიტორი რობერტ შუმანი ერთხელ თავის მეუღლეს, გამოჩენილ პიანისტს საკონცერტო მოგზაურობაში თან ახლდა.
სამეფო კარზე ჩატარებული კონცერტის შემდეგ ხელმწიფემ შეაქო ხელოვანი ქალი და მერე მის ქმარს შეეკითხა:
– ბატონო შუმან, თქვენც მუსიკოსი ხართ?

დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი

საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტრი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემს ახსნა-განმარტება მისცა:
– იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.
– რას ამბობ? – გაოცდა ბიჩემი. – მე ვერასოდეს ვივარაუდებდი, რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში! Read the rest of this entry »

მარ 06

ოსკარი 2012

ეს მართლაც უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობრობა, სიყვარული და ხალისია, რომელსაც ფილმების კეთებისას ერთად განვიცდით,” – თქვა სტრიპმა, რომელიც რეკორდსმენია და 17-ჯერ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. ამასთანავე, ის შედის ხუთ ოსკაროსან მსახიობთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ჯილდო სწორედ სამსახიობო შესრულებისთვის აიღეს – მერილ სტრიპს, ინგრიდ ბერგმანს, უოლტერ ბრენანსა და ჯეკ ნიკოლსონს აქვთ სამ-სამი, ხოლო ქეთრინ ჰეფბერნი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ოსკარი აქვს აღებული.

წლევანდელ ცერემონიაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს “დახმარება”, სადაც მოვლენები 60-იანი წლების მისისიპიში ვითარდება და რომელიც რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს ეძღვნება. ამავე ფილმისთვის, ოქტავია სპენსერმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, დაჯილდოვდა 82 წლის კრისტოფერ პლამერი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა. მანამდე ეს ტიტული 80 წლის ჯესიკა თენდის ეკუთვნოდა. როდესაც პლამერმა ხელში ოსკარი აიღო, იხუმრა: “ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ხარ, ძვირფასო, სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?” ორივე მსახიობმა იგივე ნომინაციებში “ოქროს გლობუსიც” მოიპოვა. Read the rest of this entry »

გვერდი 5 (16)« პირველი...34567...10...ბოლო »