loading...

Category Archive: ცნობილი ადამიანები

ნოე 11

ევო­ლუ­ცია: დარ­ვი­ნის თე­ო­რია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა

დარ­ვი­ნის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნა ევო­ლუ­ცი­ის კვლე­ვა­ზე

დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ” და­არ­წ­მუ­ნა მსოფ­ლიო ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში. დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ კი გა­ცი­ლე­ბით მეტ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას შეხ­ვ­და: მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მის უცო­დინ­რო­ბა, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­გე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბა ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა რიცხ­ვის გამ­რავ­ლე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ევო­ლუ­ცი­ის რო­გორც უწყ­ვე­ტი, ასე­ვე წყვე­ტი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლა­დაა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნია ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბის, მა­თი წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვა.

შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა. ჩარლზ დარ­ვი­ნი არ გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­მოთ­ქ­ვა იდეა, რომ ბუ­ნე­ბა ევო­ლუ­ცი­უ­რი გზით ვი­თარ­დე­ბა. ბუ­ფო­ნი (1707-1788), ლა­მარ­კი (1744-1829), და თვით დარ­ვი­ნის ბა­ბუა ერაზ­მუს დარ­ვი­ნი (1732-1802) ევო­ლუ­ცი­ის მომ­ხ­რე­ნი იყ­ვ­ნენ და მა­თი იდე­ე­ბი “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა”-მდე (1859) ორი ან მე­ტი თა­ო­ბით ად­რე გა­მო­ით­ქ­ვა. დარ­ვი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვემ რო­ბერტ ჩემ­ბერ­ს­მა (Robert Chambers, 1802-1871) გა­მო­აქ­ვეყ­ნა “მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­ლე­ბა­თა ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ” (“Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რო­მელ­შიც ეოლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი იყო მოყ­ვა­ნი­ლი. ეს წიგ­ნი 10-ჯერ გა­მო­ი­ცა და პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ათას ცალ­ზე მე­ტი გა­ი­ყი­და. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­ში 5-ჯერ გა­მო­ი­ცა და ამ წიგ­ნის 9250 ცა­ლი გა­ი­ყი­და. Read the rest of this entry »

ნოე 04

ცნობილი ადამიანების თვითმფრინავები!!!

ცნობილი და მდიდარი ადამიანები ჩვეულიებრივ კუთვნილი საჰაერო ხომალდებით დაფრინავენ, რომლებიც ძალიან კომფორტულია, ინტერიერი კი გემოვნებით არის შერჩეული. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ცნობილი ადამიანის კუთვნილ 10 თვითმფრინავს, რომლებიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი მფლობელები. Read the rest of this entry »

ოქტ 31

ვარსკვლავთა მენიუ

როგორ ახერხებენ ვარსკვლავები, მუდამ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ? არ იფიქროთ, რომ მათი
არაჩვეულებრივი გარეგნობა მხოლოდ ბუნების საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ისინი ხშირად მიმართავენ ძვირად ღირებულ პლასტიკურ ქირურგებს, პრაქტიკულად გამუდმებით იცავენ ინდივიდუალურ დიეტას, რომელიც მათთვის სპეციალსიტებმა შექმნეს. და კიდევ ერთი: დიეტას ყოველთვის ზაფხულობით იწყებენ, ვინაიდან ეს დრო გასახდომად იდეალურია.

 

ჯულია რობერტსს ეს დიეტა დიეტოლოგმა პერიკონემ შეურჩია. ჯულია უსაზღვროდ კმაყოფილია წონითაც და სახის კანის არაჩვეულებრივი ელასტიკურობითაც.
დიეტის მთავარი კომპონენტია ორაგული, რომელსაც მსახიობი მიირთმევს საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. პროფესორი პერიკონე თვლის, რომ ორაგული ნაოჭების პირველი მტერია. თუ ამავე დროს რაციონიდან ამოიღებთ შაქარსა და ცხიმს, წონასაც საგრძნობლად დაიკლებთ. Read the rest of this entry »

ოქტ 23

“ჯამაჰირია” დასრულდა

მუამარ კადაფი მკვდარია. მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა ლიბიის ყოფილი დიქტატორის ფოტო და ვიდეომასალაც გამოაქვეყნეს. ისინი კადაფის სიკვდილამდე რამდენიმე საათით, იქნებ რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, გავრცელდა ფოტოებიც, რომლებზეც უკვე გარდაცვლილია აღბეჭდილი.
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები, უგო ჩავესის გარდა, ეტიკეტის დაცვით, მაგრამ მაინც აღნიშნავენ, რომ კადაფის მოსპობით ცივილიზებულმა სამყარომ სიბნელესა და ძალმომრეობაზე გაიმარჯვა.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც რამდენიმე წლის წინ ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. “ცივილიზაციის საბოლოო გამარჯვების” ამსახველი კადრების ნახვა, სადაც სისხლში ამოსვრილი კადაფი მოჩანს, ისეთივე საზარელი და დამთრგუნველი აღმოჩნდა, როგორც დატყვევებული და კისერზე ყულფჩამოცმული ჰუსეინის ხილვა. ამ დროს ძალაუნებურად გახსენდება ეს განადგურებული და მიწასთან გასწორებული ადამიანები, სულ რამდენიმე თვის წინ რა ამაყად დააბიჯებდნენ მუნდირებითა და ზიზილპიპილებით მორთულნი, ქვეყანა თავისი ეგონათ. თუმცა, ეს მართლაც ასე იყო. Read the rest of this entry »

ოქტ 21

Steve Jobs 1955 -2011

2011 წლის 5 ოქტომბერს, კორპორაცია apple-მა მსოფლიოს აუწყა, რომ გარდაიცვალა სტივ ჯობსი – კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ ვინ იყო იგი.
სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან ფრანცისკოში. მისი ბიოლოგიური მშობლები სირიელი ემიგრანტი აბდულფატაჰ ჯონ ჯანდალი და ამერიკელი ჯოან სიმპსონი იყვნენ. სამწუხაროდ, სტივს არ გაუმართლა და იგი გააშვილეს. ახალმა მშობლებმა პოლ და კლარა ჯობსებმა სტივს გვარი და ახალი ოჯახი აჩუქეს. ჯობსმა არ ისურვა ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირება და ყოველნაირად გაურბოდა მასთან შეხვედრას. ჯანდალმა საჯარო განცხადება კი მხოლოდ 2011 წელს გააკეთა, როცა საზოგადოებამ სტივ ჯობსის apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო.
Read the rest of this entry »

ოქტ 10

მგლოვიარე კრეატივი

სტივ ჯობსის გარდაცვალებამ გულწრფელი და ალალი გულისწყვეტა გამოიწვია ჩემი ფეისბუქის მეგობრებში… დიდი ხანია არავის გარდაცვალებას არ მოჰყოლია ასეთი ერთსულოვანი მწუხარება. ვიცოდით, რომ სიმსივნე ჰქონდა, თავადაც კარგად იცოდა და ალბათ ყოველდღე ელოდებოდა გარდაცვალებას: ,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა” – არამგონია წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სიტყვები ეთქვა…

 

გარდა ჩემი ფეისბუქის მეგობრებისა, ჯობსის გარდაცვალება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც ,,ეტკინათ”, ყველა თავისებურად ცდილობს მწუხარების გამოხატვას და კრეატივსაც მიეცა გასაქანი. გადავწყვიტე ერთად შემეკრიბა სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ შექმნილი რამდენიმე კრეატიული ფოტო: Read the rest of this entry »