loading...

Category Archive: ცნობილი ადამიანები

მაი 21

10 ყველაზე ლამაზი სხეული

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყველაზე გამორჩეული ადამიანების გამოვლენა: ბევრს ვფიქრობდი ვინ იყო ყველაზე ლამაზი ქალი თუ კაცი, ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი… მათ ჩემს გონებაში სხვადასხვა ადგილს მივანიჭებდი სილამაზის, ჭკუისა თუ სიძლიერის მიხედვით და ამგვარად ვქმნიდი ყველაზე ლამაზების, ყველაზე ჭკვიანებისა თუ ყველაზე ძლიერების იერარქიას :დ რამდენიმე დღის წინ ბავშვობისდროინდელმა სურვილმა შემომიტია და ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ცნობილი ქალის გამოვლენა ვცადე. ლამაზი სხეული თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს, თვითშეფასება კი დაკავშირებულია ბედნიერებასთან. ის, ვისაც ლამაზი სხეული აქვს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ბედნეირი იქნება. ამიტომაცაა ამდენი თანხა რომ იხარჯება სხეულის სრულყოფაზე. ძალიან დიდი ხანი მოვუდნი ყველაზე ლამაზი სხეულის მფლობელების გამოვლენას, ვცდილობდი რაც შეიძლება ობიექტური ვყოფილიყავი :) ) მაშ ასე, გთავაზობთ იმ ბედნიერი ქალების ჩემ ტოპ-ათეულს, ვინც საკუთარი სხეულით დაიკვეხნის :) Read the rest of this entry »

მაი 09

ინგლისის საუკუნის ქორწილი – საპატარძლო მორთულობა, მენიუ და ტორტები

ინგლისის სამეფო კარის ქორწილს მთელი მსოფლიო 2010 წლიდან ელოდა, როდესაც ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობა ოფიციალურად გაამჟღავნეს და ნიშნობა გამოაცხადეს. 2011 წლის 29 აპრილს მათ ქორწილს მთელი მსოფლიო, ყველა ცნობილი და უამრავი უცნობი ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა, ხოლო ლონდონის ქუჩები და ვესტ მისტერის სააბატოს შემოგარენი მილიონობით ცნობისმოყვარე მაყურებლით იყო სავსე. ცერემონიალს 2 მილიარდი ადამიანი უყურებდა ეკრანებზე. ასეთი სანახაობა მსოფლიოს 1981 წლის შემდეგ არ უნახავს, როდესაც პრინცი ჩარლზი და დაიანა სპენსერი დაქორწინდნენ.

პრინც უილიამის რჩეული, კეტრინ ელიზაბეტ მიდლტონი, დიდგვაროვანთა შთამომავალი არ არის. დედამისი სტიუარდესა იყო, მამა კი – ავიადისპეტჩერი, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და მილიონერიც გახდა.

უილიამმა და კეიტმა ერთმანეთი 2000 წელს სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში გაიცნეს. მიდლტონმა პრინცი ინსტიტუტში გამართულ სილამაზის კონკურსზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლისას მოხიბლა. მას შემდეგ მათმა სიყვარულის ისტორიამ ბევრი რთული თუ ბედნიერი ეტაპი გამოიარა. საბოლოოდ, 11 წლიანი მოთმინებისა და გამძლეობის შემდეგ, ქორწილის დღეც დადგა.
Read the rest of this entry »

მაი 04

ტერორისტი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

ოსამა ბინ ლადენი მდიდარი არაბული ოჯახის წევრი იყო. იგი საუდის არაბეთში დაიბადა, იქ მიიღო განათლება, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისში ტერორისტებთან კავშირის გამო ოჯახიდანაც მოკვეთეს და საუდის არაბეთის მოქალაქეობაც დაკარგა.

ოსამა ბინ ლადენის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ხელმეორედ გათხოვდა, ოსამა კი მთელი ბავშვობა სამ ნახევრძმასა და ერთ ნახევარდასთან ცხოვრობდა.

განსხვავებული ცნობები ვრცელდება მის მიერ მიღებული განათლების შესახებ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1970-ან წლებში საუდის არაბეთში „მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტში“ ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, სხვა ვერსიით კი – სამოქალაქო ინჟინერიას. იგივე წყაროების ინფორმაციით კი, მას არც ერთი სპეციალობა ბოლომდე არასდროს  უსწავლია და უნივერსიტეტს ყოველთვის დროზე ადრე ტოვებდა. Read the rest of this entry »

მაი 01

მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი

პრინცი უილიამი გიგანტურ ქორწილს იხდის, მისი მშობლების «საუკუნის ქორწილიდან» 30 წლისთავზე.

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილი, რომელიც ხვალ გაიმართება, დაახლოებით 34 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ეს, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც მესამე ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი მსოფლიოში. Read the rest of this entry »

მაი 01

ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფრაზები

ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. Read the rest of this entry »

აპრ 13

ზურაბ ყიფშიძე: “ნიკო გომელაურს ბოლო სურვილი მე შევუსრულე”

ნიკო გომელაურზე რომ რამე დაწერო, თუნდაც მისი მოსაგონარი ძალიან რთულია, უფრო რთულია მასზე ფილმი გადაიღო და ზუსტად აღწერო მისი ცხოვრება. ის უდაოდ კარგი პოეტი და მსახიობი იყო. მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან და ბევრი რამე დატოვა გასაკეთებელი. როგორც იცით, იგი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული, რაც თვითონაც იცოდა. მიუხედავად ბოლო პერიოდში მისი კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობისა, მაინც ამაყად იდგა, ისე, როგორც მას ეკადრეობდა. გასული წლის 12 აპრილს, ფილარმონიაში უნდა გამოსულიყო და თავისი ლექსები წაეკითხა, მაგრამ ეს ფიზიკურად ვერ შეძლო. მაშინ, როდესაც ფილარმონიის სცენიდან მისი მეგობრები მისსავე ლექსებს კითხულობდნენ, ნიკო თავის სახლში იყო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. იგი გამთენიისას, 5 საათზე დაიღუპა.
Read the rest of this entry »