loading...

Category Archive: ცხოველთა სამყარო

მაი 30

მსოფლიოში ყველაზე უხუცესი კატა

Поппи, самая пожилая кошка в мире (14 фото)

ცხოველთა სამყაროში, ისევე როგორც ადამიანთა შორის არსებობენ  თავიანთი ჯიშის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი გახლავთ 24 წლის კატა სახელად პოპი (Poppy), რომლის ასაკიც ადამიანის 114 წელს შეესაბამება. 24 წლის პოპი ოფიციალურად არის აღიარებული მსოფლიოს ყველაზე უხუცეს კატად, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში. Read the rest of this entry »

მაი 26

დათვის, ლომისა და ვეფხვის უჩვეულო მეგობრობა

ფოტოსერია ასახავს ამერიკული შავი დათვი – ბალუს, აფრიკული ლომი – ლეოსა და ბენგალური ვეფხვი – შერხანის ძალზედ უჩვეულო მეგობრობას. ისინი ერთად ცხოვრობენ მას შემდგომ, რაც ჯერ კიდევ პატარაობის ასაკიდან ერთად გაიზარდნენ. Read the rest of this entry »

თებ 27

რატომ სჭირდებათ ზებრებს ზოლები

სწავლულებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში რატომ აქვთ ზებრებს მათთვის დამახასიათებელი შეფერილობა.აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრი ზოლები ნაკლებად იზიდავს მწერებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე. პირველი ცხენი შეღებეს შავად, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი აღმოაჩინეს შავ-თეთრზოლებიანი ცხენის ტანზე. Read the rest of this entry »

იან 25

ცხოველთა ნაშიერები დაბადებამდე რამოდენიმე დღით ადრე

National Geographic–მა დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღო ცხოველთა თითქმის სრულყოფილად ფორმირებული ემბრიონები. ეს გახლავთ ცხოველთა დაბადებამდე გადაღებული ერთ–ერთი საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათები, რომელთა ხილვაც აქამდე ადამიანმა შეძლო.

გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ დაბადებამდე ცხოველთა ნაშიერებს მშობლების მსგავსად ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი. Read the rest of this entry »

დეკ 25

აფრიკის მდინარის მონსტრი – ვეფხვისებური გოლიათი

ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს.

სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.

არსებობს ისტორიები იმის შესახებ თუ როგორ დაესხა ვეფხვისებური თევზი ადამიანებს, თუმცა დაზუსტებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.  Read the rest of this entry »

დეკ 11

ყველაზე პატარა ჩლიქოსანი

აზიური ირმები  (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.

ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.

წყლის ირმის მსგავსად, აზიური ირმებიც საკმაოდ კარგი მცურავები და მყვინთავები არიან. თუმცა ისინი ცხოვრებას მშრალ ადგილებში ამჯობინებენ. აგრეთვე წყლის ირმებისგან განსხვავებით მტრის თავდასხმისგან სხვაგვარად იცავენ თავს. საფრთხის დროს ეს პატარა ცხოველები ცდილობენ სადმე შეძრომას, დამალვას, მაგრამ თუკი ეს არ გამოუვიდათ მაშინათვე იწყებენ მტრისათვის წინააღმდეგობით გაწევას: საკუთარი ბასრი ეშვების მეშვეობით, რომლებიც ზედა ყბაზე აქვს განლაგებული, მათ შეუძლიათ საკმაოდ მტკივნეულად უკბინონ მტაცებელსაც და ადამიანსაც. Read the rest of this entry »

გვერდი 3 (8)12345...ბოლო »