loading...

Category Archive: ცხოველთა სამყარო

დეკ 11

ყველაზე პატარა ჩლიქოსანი

აზიური ირმები  (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.

ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.

წყლის ირმის მსგავსად, აზიური ირმებიც საკმაოდ კარგი მცურავები და მყვინთავები არიან. თუმცა ისინი ცხოვრებას მშრალ ადგილებში ამჯობინებენ. აგრეთვე წყლის ირმებისგან განსხვავებით მტრის თავდასხმისგან სხვაგვარად იცავენ თავს. საფრთხის დროს ეს პატარა ცხოველები ცდილობენ სადმე შეძრომას, დამალვას, მაგრამ თუკი ეს არ გამოუვიდათ მაშინათვე იწყებენ მტრისათვის წინააღმდეგობით გაწევას: საკუთარი ბასრი ეშვების მეშვეობით, რომლებიც ზედა ყბაზე აქვს განლაგებული, მათ შეუძლიათ საკმაოდ მტკივნეულად უკბინონ მტაცებელსაც და ადამიანსაც. Read the rest of this entry »

თებ 07

ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები


ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან. Read the rest of this entry »

აპრ 06

სისხლიანი 9 მარტი – პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთში

სისხლიანი 9 მარტი - პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთშიბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ და 37 წლის რეპრესიებმა, რომელმაც ერის რჩეული შვილები შეიწირა, სისხლიანი ფურცლები ჩაწერა ქართულ მატიანეში. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ისედაც მცირერიცხოვან ერს 300 ათასი ჯანღონით სავსე ვაჟკაცი გამოაცალა. თავს დატეხილი კატასტროფების მიუხედავად, ქართველმა მაინც “ვერ ისწავლა ჭკუა”. ომის დასრულებიდან 11 წლის თავზე თბილისი და სრულიად საქართველო სახალხო გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა შეძრა, კვლავ დაიღვარა სისხლი…
1956 წლის მარტის სისხლიანი დღეებიდან 56 წელი გავიდა.

– 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ბნელი რუსული მასა, რომლის ერთი ელემენტიც იყო ხრუშჩოვი, თვლიდა, რომ ქართველები, სტალინ-ბერიას წყალობით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. “პიროვნების კულტის” გაუქმებისკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს მისცა გზა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. ჯარში, ანდა საერთოდ, რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. Read the rest of this entry »

აპრ 05

ფრინველთა და ცხოველთა “შვილების” სახელები


ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოველები და ფრინველები, გვერდით კი წერია ამა თუ იმ ცხოველ-ფრინველის ნაშიერის სახელი. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები. Read the rest of this entry »

მარ 31

სპილოები


სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა, ნაკლებადაა ამ ცხოველზე ინფორმირებული. Read the rest of this entry »

ოქტ 26

ძაღლის სუსტი წერტილი

სამოსამსახურეო ძაღლი თუ პროფესიონალის მიერ არის აღზრდილი, პატრონს და მის ქონებას ისე დაიცავს, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს გაეკარება. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი მწვრთნელი, რა უნდა ვიცოდეთ გასაწვრთნელი ძაღლის ყოლის მსურველებმა და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი, ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი გიამბობთ: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად იცავენ ჩვენს ქონებრივ საკუთრებას და პირადად ჩვენ. ესენი არიან:

კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან დაიცვან პატრონი. შედარებით უცხო ადამიანებისადმი კი გულგრილები არიან და უნდობლობას იჩენენ. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში კანე კორსომ შეიძლება ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს, რომ ადამიანი ვეღარ ააწყოთ. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავ, დაიყეფებს და შენსკენ წამოვა, შეიძლება გიკბინოს, თუმცა მისი კბენის მაქსიმუმი გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს. მართალია, ძაღლი გენეტიკურად კოდირებულია, რომ ტერიტორია და პატრონი დაიცვას, მაგრამ გენეტიკურად არ გადაეცემა ის, თუ რა შემთხვევაში დაიცვას და რა შემთხვევაში – არა. Read the rest of this entry »

გვერდი 4 (8)« პირველი...23456...ბოლო »