loading...

Category Archive: ხალხი

აპრ 29

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 5 ვალკირიები

 

valkyrie

 

თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე. Read the rest of this entry »

აპრ 05

ყველაფერი Twitter-ის შესახებ

Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც  მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად  ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე). Read the rest of this entry »

მარ 30

გამოხატე ემოცია – იცეკვე

სადაც გინდა და როგორც გინდა!

“გლობალურ მუსიკალურ ეპიდემიად” წოდებული მუსიკისა და ცეკვის ახალი სტილი-ჰიპ-ჰოპი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში, დასავლეთ ბრონქსის ღარიბულ კვარტალებში დაიბადა. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი, ელექტრო ფანკის “მამად” წოდებული ამერიკელი დიჯეი კევინ დოვანი, იგივე აფრიკა ბამბაატაა. მისსავე სახელს უკავშირდება ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია ჯერ ამერიკაში და მერე ძველ სამყაროში-ევროპაში, სადაც 1982 წელს რეპერების დიდი ტურნე მოაწყო. ახლა ჰიპ-ჰოპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი შოუებისა და საკულტო ფილმების “მთავარი გმირია”. ევროპაში მან ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველაზე კონსერვატიული ინგლისისა და ყველაზე გაპრანჭული, პრეტენზიული და დახვეწილი საფრანგეთის, უწინარეს ყოვლისა კი მისი სულისა და გულის-პარიზის ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნეშენალ ჯეოგრაფიკმა” ჰიპ-ჰოპი “ახალი თაობის ყველაზე საყვარელ კულტურად” აღიარა. ემოციის გამოხატვის ამ ახალმა ენამ საქართველოშიც შემოაღწია და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი შესწავლის სურვილი ჩვენშიც ბევრს აღმოაჩნდა. ალბათ ამიტომაც, თბილისში რამდენიმე წლის წინ გახსნილმა ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება მალევე მიიპყრო. ამაში დიდი წვლილი სტეისის, იგივე ანასტასია ფიოდოროვასა და DStar studio-ს პედაგოგთა გუნდს მიუძღვის.

– Hip-hop-ი სლენგია. Hip-ყველაზე მოდურს, მუდამ ცვალებადს ნიშნავს, Hop კი-ნახტომს. Hip-ის “ნახტომი მომავალში” იმდენად შთანმეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას ლოკალური და გლობალური კულტურების შერწყმის სუპერათანამედროვე ფორმა უწოდეს და ემოციის გამოხატვის ახალ ენადაც მონათლეს. Read the rest of this entry »

მარ 26

სოციალიზმის ადამიანური სახე

პრაღის გაზაფხული

ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს ადამიანური სახე არ შეიძლება ჰქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა – ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა. Read the rest of this entry »

მარ 13

ხარმა ყასბები აატირა

ჰონკონგის ერთ–ერთ სასაკლაოზე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. უეცრად ერთმა ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო.

ამ სურათს უცქერდა ათამდე ყასაბი. ისინი  წლების მანძილზე  დაკავებულნი იყვნენ ამ საქმიანობით, მაგრამ მსგავს სურათს პირველად ხედავდნენ და მათაც იმ ხარივით ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე. ისინი ისე შეძრა ნახულმა, რომ გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის  ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, ტიროდა, როგორც ბავშვი; თმები ყალყზე მიდგებოდა – ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. მე ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა“, – თქვა ბილი ფონგმა.  „ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება.  მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ;  გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა,  მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!“ – ეს  ტატ ნინის სიტყვებია. Read the rest of this entry »

მარ 11

აზარტული თამაშები ქრონიკული დაავადებაა

ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.…

რამდენად შესაძლებელია აზარტული თამაშებისგან ფსიქოდამოკიდებულების მოხსნა და რამდენად დიდი ზიანი მოაქვს აზარტს ლუდომანებისთვის – ამ თემაზე “გუმბათს” სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესაუბრებიან. საინტერესოა ამ საკითხის გარშემო ფსიქოლოგის, მოძღვრის პოზიციაც.  Read the rest of this entry »

გვერდი 1 (7)12345...ბოლო »