loading...

Category Archive: ხალხი

მარ 09

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!მომავალში კომპიუტერი ღატაკთა ხვედრი იქნება, მდიდრები კი მასწავლებლებს დაიქირავებენ…

წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულებას ეხებოდა, მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ, რედაქციაში შეშფოთებული მშობლები რეკავდნენ და შემოგვჩიოდნენ, რომ ამ “მოჯადოებულმა ყუთმა” მათი შვილები მართლაც ისე მოაჯადოვა, რომ ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგული აქვთ… ზოგიც პირველკლასელებისთვის ნაჩუქარი კომპიუტერების გამო ღელავს და ეჭვობს, რომ განათლების სისტემის ეს ინიციატივა შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ მარინე მაჭავარიანის მოსაზრებას, რომელსაც პედაგოგიკის კურსი აშშ-ში აქვს გავლილი და აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გამოსულა მოხსენებით საზოგადოების წინაშე, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. Read the rest of this entry »

მარ 08

გილოცავთ 8 მარტს!

 „საბჭოთა ქალებო, დაე, 8 მარტი ქცეულიყოს ბინძური კაპიტალისტების დამარცხების დღედ. წინ კომუნიზმისკენ!” – 1922 წელს, ამხანაგმა ფილიპე მახარაძემ ქალებს დღესასწაული ასე მიულოცა. წითელი რევოლუციონერების საამაყო თარიღი, თანამედროვე საქართველოს კალენდარში ქალთა საერთაშორისო დღედ არის მონიშნული და უქმეა. მართალია, ქართველებმა ფილიპე მახარაძის გვამი პანთეონიდან გადმოაგდეს და 8 მარტსაც მდედრობითი სქესისთვის საჩუქრების მისართმევად იყენებენ, მაგრამ ამით დღესასწაულის არსი არ იცვლება. არ იცვლება იმიტომ, რომ 8 მარტი, როგორც 1927 წლის გაზეთ კომუნისტში რეზინის საქსოვი ქარხნის დამკვრელი მუშა, ქალბატონი ნინა ბაკურაძე წერდა, „კომუნისტური მსოფლიოს დღესასწაულია. დღე, რომელიც ლენინმა აჩუქა მშრომელ ქალებს!”  ჩვენთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ისვენებს – ანგოლა, ბელარუსი, კამბოჯა, კუბა, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მოზამბიკი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. „ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების” დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ არც პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში და არც შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ფემინისტებმა საკუთარი სურვილები ყველაზე მეტად განახორციელეს.  დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. Read the rest of this entry »

იან 05

დრაკონის წელი სექსში ინიციატივას ითხოვს

დრაკონის წელს ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, ასტროლოგები 2012–ს წარმატების დიდი შანსებითა და სექსუალური პოტენციის ამაღლებით გამოარჩევენ.

2012, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპით დრაკონის წელია, განსაკუთრებულად წარმატებულია ქორწინებისთვის და ბავშვის გაჩენისთვის.

დრაკონის წელი მოითხოვს ასევე დიდ რისკს ბიზნესში და ნებისმიერ წამოწყებულ საქმეში ინიციატივას, მათ შორის სექსშიც.

დრაკონს არ უყვარს უკან დახევა და გაუბედაობა. ამიტომ ასტროლოგები თვლიან, რომ ამ წელს განსაკუთრებით მათ ექნებათ წარმატება, ვინც ინიციატივას გამოიჩენს. Read the rest of this entry »

იან 01

უილიამ უოლსელი

მინდა შემოგთავაზოთ დიდი შოტლანდიელი გმირის, უილიამ უოლესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე მიმოხილვა.

უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს.უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. Read the rest of this entry »

იან 01

რა მოხდა 1 იანვარს

ძვ. წ. 154 : ძველ რომში წლიური კონსულატის დღე პირველ იანვარზე გადმოიტანეს.
ძვ. წ. 104 : რომაელმა კონსულმა გაიუს მარიუსმა ჩამოიყვანა რომში ნუმიდიის დატყვევებული მეფე იუგურტუ.
ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
630 : წინასწარმეტყველი მუჰამედი თავისი ჯარით მექასკენ დაიძრა, რომელსაც უბრძოლველად აიღებს.
1622 : პაპის კანცელარია იღებს გადაწყვეტილებას ახალ წლად პირველი იანვარი გამოცხადდეს.
1673 : რეგულარული საფოსტო სამსახური დაიწყო ნიუ-იორკსა და ბოსტონს შორის.
1801 : ირლანდიის აჯანყების ჩახშობა, პარლამენტის გაუქმება. Read the rest of this entry »

ოქტ 23

ბრიტანელი ქალი 3D პორნოს ნახვით დაორსულდა

ქმარს გაცილებული, ალექსის მელონი სექსუალური პარტნიორის არ არსებობის კომპენსაციას 3D პორნოს ნახვით ახდენდა. ქალი მიიჩნევს, რომ მას სამედიცინო სასწაული შეემთხვა.

35 წლის ბრიტანელი ქალი ამტკიცებს, რომ ის წლინახევრის განმავლობაში არ დაკავებულა სექსით. ამასთან მას ექიმებმა ორსულობა დაუდგინეს.

ქალი ამტკიცებს, რომ რომ მას სამედიცინო სასწაული შეემთხვა – იგი პორნო ფილმების 3D ფორმატით ნახვის შედეგად დაორსულდა, მისი სიტყვებით ეს ძალიან რეალისტური იყო.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა 3D პორნოფილმი ბავშვის ჩასახვის საშუალებად დაასახელა.

წლის დასაწყისში თეთრკანიან ამერიკელს შავკანიანი ბავშვი შეეძინა, რომელიც ამტკიცებდა, ბავშვი მოზრდილთათვის განკუთვნილი 3D ფილმის ნახვის შედეგად ჩაისახა. ამ დროს მისი ქმარი ერაყში მსახურობდა. Read the rest of this entry »

გვერდი 2 (7)12345...ბოლო »