loading...

Category Archive: ხელოვნება

იან 28

საუკეთესო ფოტოსურათები აკვარიუმების გაფორმების საერთაშორისო კონკურსიდან

აკვარიუმისტიკა – საკმაოდ გავრცელებულ ჰობად იქცა ჩვენს დღევანდელ ყოფაში. ამ საქმიანობით გატაცებული ადამიანები ცდილობენ შექმნან ულამაზესი ცოცხალი სამყარო სხვადასხვაგვარი წყლის მცენარეებით, თევზებით და ორნამენტირებული ვიზუალებით. Read the rest of this entry »

იან 09

მერილინ სანდერლენდის შემოქმედება

ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე მერილინ სანდერლენდი (Marilyn Sunderland) დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო ეგრეთწოდებული გამოგონებითი ხელოვნებით. შემგდომ იგი ხისა და შუშის სკულპტურების შექმნაზე გადავიდა, ამჟამად იგი გოგრის გარეკანზე ორნამენტების ჭრითა და მოხატვითაა გატაცებული. Read the rest of this entry »

იან 07

ყინულისა და თოვლის საიუბილეო ფესტივალი ჰარბინში

5 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ ჰარბინში სტარტს იღებს რიგით 30–ე ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. გიგანტური სკულპტურების შექმნით 10 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ სახელოვნებო გუნდები ჩინეთიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალისთვის საჭირო მასალას მდინარე სუნგარიზე მოიპოვებენ. Read the rest of this entry »

დეკ 20

სამგანზომილებიანი ნახატები რამონ ბრუინისგან (Ramon Bruin)

სამგნზომილებიანი ნახატების შექმნით დღეს უამრავი თანამედროვე მხატვარია შეპყრობილი, თავად ნახატის შექმნის პროცესი საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესოა. დღეს ჩვენი საიტის მომხმარებლებს გთავაზობთ ჰოლანდიელი მხატვრის რამონ ბრუინის (Ramon Bruin) ნამუშევრებს.

რამონი ფანქრის, მელნისა და საღებავების გამოყენებით პირადპირ აცოცხლებს 3D–ნახატებს. 32 წლის მხატვარი ცნობილია, არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ ნიდერლანდების საზღვრებს გარეთაც. Read the rest of this entry »

დეკ 09

მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედება

ბლოგ სერვის reddit-ის მომხმარებელმა ნიკით Tatsputin-მა საკუთარ გვერდზე ნახატების კოლექცია ატვირთა, რომელთაც საკმაოდ სასიამოვნო ისტორია აქვს – ეს გახლავთ მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედების ნაყოფი. ყოველ თვეს მშობელს მივლინებაში უწევს წასვლა, Tatsputin-მა თავად განმარტა თუ რითია დაკავებული 3 საათიანი მოსაწყენი ფრენის დროს.

„ყოველთვე სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ქალაქიდან 10 დღით მივფრინავ. შვილები თავიანთ ნახატებს მაძლევენ, მე კი მათ თვითმფრინავით მგზავრობისას ვაფერადებ, როდესაც ვბრუნდები ბავშვებს ვაჩვენებ თუ რა გამომივიდა. არაფერი განსაკუთრებული. თუმცა შვილებს ისინი მოსწონთ. ჩემ ცოლსაც სურს, რომ კვლავაც გავაგრძელო აღნიშნული შემოქმედება.“

ალბომი სულ რამდენიმე დღეა რაც არსებობს, მაგრამ იგი დაახლოებით 200 000 ადამიანმა იხილა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა მთელს ინტერნეტრ სივრცეში. Read the rest of this entry »

ნოე 27

12 მეტრიანი ხის სკულპტურა

ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.

აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი. Read the rest of this entry »