მაი 01

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების “ფუძემდებელი”. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

აპრ 30

სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავახშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.

“1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი – დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო”, – ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.

ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 20

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

აპრ 20

ქერტლი თურმე მიკროორგანიზმიაქერტლის თეთრი ფანტელები თავის კანის დაავადებაა, რომელიც იწვევს კანის ქავილს, ადამიანს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში… ეს პრობლემა დღეს ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. ექიმების აზრით, ქერტლის წარმოქმნის მთავარი მიზეზია მიკროორგანიზმი სოკო, რომელიც თავის კანზე ბინადრობს.ნორმის ფარგლებში ის ზოგიერთ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, მონაწილეობს კანის უჯრედების განახლებაში, მაგრამ არასასურველი ფაქტორების დროს (მუდმივი სტრესები, გადაცივება, გადახურება, ქრონიკული დაღლილობა, დაქვეითებული იმუნიტეტი, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები) იწყებს გამრავლებას, იწვევს ანთებით რეაქციებს:

ქერტლი არის მშრალი და ცხიმიანი. მშრალი სებორეის დროს, კანი შრება, იქერცლება, ქერტლი ადვილად სცილდება კანს და იფანტება. მშრალი ქერტლი განსაკუთრებით ზამთარში ჩნდება, რადგან ამ დროს ვიღებთ ნაკლებ სითხეს, ბინაში კი ჰაერს გამათბობელი აშრობს. ცხიმის ჭარბად გამოყოფისას (ცხიმიანი სებორეა) თავის კანი ცხიმიანდება და იფარება მოყვითალო ფერის მსხვილი ქიცვით (ქერცლი), ერთმანეთს ეწებება და ძნელად შორდება კანს. ამ დროს თმა ცხიმიანდება, ბზინავს, იწყება ქავილი.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ კომპლექსურად, პირველ რიგში მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სპეციალურ შამპუნს (სამედიცინოს და არა კოსმეტიკურს) სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებით (თუთია, კუპრი, სელენა). სამკურნალო შამპუნები არა მარტო ასუფთავებს კანს, არამედ სპობს ქერტლის მაპროვოცირებელ სოკოს, კურნავს კანის ანთებას და გაღიზიანებას, არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას. სამკურნალო შამპუნი უნდა იხმაროთ კვირაში 1-2-ჯერ, თუ საჭიროა თმის ხშირად დაბანა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კოსმეტიკური შამპუნი. მკურნალობის კურსია 1-1,5 თვე. ასევე ექიმის რჩევით, შეიძლება იხმაროთ კორტიკოსტეროიდების შემცველი გელები და ლოსიონები. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 13

ბუნებრივად აბსოლუტურად თეთრი კბილი არ არსებობს. კბილის მინანქრის არსებულ ფერზე მნიშვნელოვანი, როლი აკისრია მემკვიდერეობას. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარე ფაქტორებსაც (როგორიცაა საკვები, სასმელები, თამბაქო, კოსმეტიკა, გარემოს დაბინძურება და ა.შ.). გაგრძელება »

ავტორი: Gordo

აპრ 08

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 07


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

აპრ 02

ასთმა (ბერძ.სულხუთვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 3-5%, რიცხვობრივად კი 300 მილიონი ადამიანი დაავადებულია ბრონქული ასთმით. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2025 წლისათვის ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი მსოფლიოში სულ მცირე 100 მლნ-ით მოიმატებს. ასთმის შესახებ “ამბიონს” “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ხარისხის მართვის მენეჯერი, ექიმი ალერგოლოგი – იმუნოლოგი ნანა დოლიძე ესაუბრა:

“კერძოდ, ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწროება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა”. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 02

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ :) ;)

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს :) გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

აპრ 02

გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ფეხების ოფლიანობას მოგიხსნით.

აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული კაკლის “უღელი” დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ, კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდოთ ). აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

აბაზანის შემდეგ ფეხები არც გადაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, აცალეთ თვითონ გაშრეს.

ავტორი: Gordo

25 pages