მარ 30

ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.

ცხოვრების ტონუსი: 

ახალშობილთა 20% დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რომელიც, როგორც წესი, დედის ხაზით გადაეცემა. დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს დაბადებიდან რამდენიმე დღეშიც კი. თუ ახალშობილის დედა ნატურით პესიმისტი გახლავთ და არც ბავშვის მამაა გამორჩეული მხიარული ბუნებით, ამ შემთხვევაში პატარას “საშუალება არა აქვს”, განსხვავებული ბუნების იყოს. რაც შეეხება იმუნიტეტს, რომელმაც ბავშვის ფსიქიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას, ის ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ასეთი ბავშვები იშვიათად იღიმებიან, გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს არ ავლენენ, ღამე ხშირად იღვიძებენ, უჭირთ დაძინება, არც კარგი მადით გამოირჩევიან. ამ დროს მშობელი ვალდებულია, შვილს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს, განუვითაროს ინტერესის არეალი, აუმაღლოს განწყობა. როცა პატარას შინაგანი განწყობა დადებითია, მისი ფიზიკური განვითარების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო ნაწლავების არასაკმარისი აქტიურობა, რაც ხშირად ჭარბი აირების დაგროვების მიზეზი ხდება, არასწორი ფიზიკური განვითარების ბრალია. ასეთი პატარები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. საბედნიეროდ, ამ მემკვიდრული ფაქტორის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან წინასწარგანწყობა დაავადება არ არის.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 21

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის“ ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.

 

არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის“ პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

მარ 13

ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ასაკი დაასახელეს

5 – 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა.

კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა.

ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6,8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი – 7,3 ქულა.

ბრიტანელების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი პენსიაზე გასვლის ასაკი აღმოჩნდა: 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ბედნიერების მაჩვენებელი 7,8 ქულა დაფიქსირდა, იმავე ასაკის ქალისთვის კი – 7,65 ქულა. ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ – 7.55, ჰქონდათ იმ გოგონებს, რომელთაც 20 წელი ახლახან შესრულებოდათ.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 09

ყავა, ღამე სწავლა

მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან.
9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

განწყობის ფსიქოლოგია
როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , ,

მარ 07

ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიტანეს მობილური ტელეფონით საჭესთან სარგებლობის საწინააღმდეგოდ. მათ გამოარკვიეს, რომ უსაფრთხოების ბალიშის გახსნისას ტექსტური შეტყობინების აკრეფამ მრავალი ტრამვა ან სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

მარ 07


იმ რიგითი ევროპელის იმუნიტეტს, რომელიც ეგზოტიკურ ქვეყანაში ხვდება, უმეტესად არ ძალუძს ადგილობრივი ინფექციის შეტევის მოგერიება, რადგან ის ამას მიჩვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი დასვენებისა და გართობის მაგივრად საავადმყოფოში ხვდება. სამწუხაროა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, შენივე ბრალია; არ უნდა დაგელია ჩვეულებრივი (ვთქვათ, ონკანის) წყალი, არ უნდა გებანავა საეჭვო შესახედაობის წყალსაცავში, არ უნდა დაწოლილიყავი ნამიან მიწაზე და არ უნდა გეჭამა გაურეცხავი ხილი თუ ბოსტნეული, რადგან მათში შეიძლება უამრავი ბაქტერია, მიკრორგანიზმი (მაგალითად, ჭიები ან ჭიისმაგვარები) და ვირუსი ბინადრობდეს. ამჯერად მხოლოდ ვირუსებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშ ასე, რომელ ვირუსულ დაავადებას უნდა ვერიდოთ, თუ სამოგზაუროდ ან მივლინებით უცხო, ტროპიკულ ქვეყანაში მოგვიხდა წასვლა? გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

მარ 04

საკვების მისაღებად დილა ყველაზე მძიმე პერიოდია. უმრავლესობა, ძირითადად, შემოვიფარგლებით ერთი ჭიქა ყავით და მაშინვე გავრბივართ სამსახურში ან სასწავლებელში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ დილით მთელი დღის რაციონის ერთი მესამე თუ არ მივიღეთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში ნორმალურად ვერ იმუშავებსდა უფრო მალე ვიგრძნობთ დაღლილობას გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

თებ 27

woman lust

1. არ ელოდოთ იმას როდის დაგირეკავთ. ტელეფონი ორმხრივად მუშაობს… გაგრძელება »

ავტორი: marikusa191

თებ 21

შარდის ბუშტის ანთებით პროცესს თავის დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, მძიმე გართულებებთან მოგვიხდეს ბრძოლა, რაც არასასიამოვნოსთან ერთად, საკმაოდ რთული პროცესია.

იმის შესახებ, თუ ცისტიტის რა და რა ფორმები არსებობს, რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება კლიმაქტერული და ქრონიკული ცისტიტი (ურეთრიტი) და როგორია მათთან ბრძოლის გზები, უროლოგი თამაზ ნაჭყებია გვესაუბრება

- რა დაავადებაა ცისტიტი? 

- შარდის ბუშტის უხშირეს დაავადებას წარმოადგენს მწვავე ანთებითი პროცესი, განპირობებული, უპირატესად, ბაქტერიული ინფექციით. აღნიშნულ პროცესს, როგორც წესი, იწვევენ გრამუარყოფითი და იშვიათად გრამდადებითი მიკროორგანიზმები, სადაც E.ჩოლი-ს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 19

თმა სახეზე უბრალოდ როდი ამოდის – ეს აუცილებელი პროცესია. მამაკაცები უხსოვარი დროიდან ატარებდნენ წვერს სიბრძნისა და საპატიო სტატუსის ნიშნად, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთ ქვეყანაში წვერის ტარება კანონით აიკრძალა და ხაზინის შევსების წყაროდაც კი იქცა – წვერიანებს გადასახადი დაუწესეს.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. დღეს წვერის ტარებას აღარავინ კრძალავს, გადასახადიც გაუქმდა, მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი იპარსავს წვერს. უმთავრესად იმიტომ, რომ მოუხერხებელია, თანაც წვერის მოპარსვა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი მოვლა.

ცოტამ თუ იცის, რომ წვერს სასარგებლო თვისებებიც აქვს. საქმე ის არის, რომ წვერი ერთგვარი თერმორეგულატორის როლს ასრულებს – აფერხებს ჰაერს, ამიტომ არის, რომ წვერიან მამაკაცს ყინვა ვერ აშინებს. მართალია, ზაფხულში წვერიანებს უფრო მეტად სცხელათ, მაგრამ სარგებლობა მას მაინც მოაქვს – ტვინს გადახურებისა და მზის დაკვრისგან იცავს. ატაროს თუ არა წვერი, ეს ყოველმა მამაკაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ კი გირჩევთ, ან მოუშვათ იგი, ან სუფთად მოიპარსოთ. ბრიტანელმა მეცნიერებმა 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევა და შედეგების ანალიზის შემდეგ განაცხადეს, რომ ქალების უმრავლესობა მუდმივ პარტნიორად ქვეცნობიერად ტანსრულ და წვერიან მამაკაცს ირჩევს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ მამაკაცს შეუძლია აჩუქოს ქალს ის სინაზე, მზრუნველობა და სტაბილურობის განცდა, რომელზეც ასე ოცნებობს ყველა ქალი. ცნობიერ დონეზე კი წვერი შესანიშნავი საშუალებაა, გამოხატოთ ინდივიდუალობა და შექმნათ საკუთარი სტილი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

25 pages