მაი 15
Google-მა Nevada-ში მისი თვითმართვადი ავტომობილისთვის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ავტმობილში მისი მოძრაობისას აუცილებლად უნდა იჯდეს ვინმე.
რეალურად მართვის მოწმობა არა მანქანას, არამედ მოსწავლეებს მიეცათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუ Google-ის robocar-ის შექმნის ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იგი შესაძლოა ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოგონებად ჩაითვალოს. როგორც ანალიტიკოსები აფასებენ ამ გამოგონებას უამრავი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება შეუძლია. პირველ რიგში რაოდენ უწესრიგოდაც უნდა ჩანდეს, ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად 30,000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფაში. უბედური შემთხვევის უმეტესობა კი გამოწვეულია „ადამიანი მძღოლების“ შეცდომებით.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

აპრ 07

კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

აპრ 02

კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება“. ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

მარ 19

თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს “კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში”.

1919 წელს, “ბენტლიმ” კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.

რა თქმა უნდა, “ბენტლის” დამაარსებელს უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე არც უფიქრია. მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც დღეს “ფოლკსვაგენის” იმპერიის წევრია, ჟენევის მოტორ შოუზე, სწორედ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი EXP 9F წარადგინა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

მარ 07

ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიტანეს მობილური ტელეფონით საჭესთან სარგებლობის საწინააღმდეგოდ. მათ გამოარკვიეს, რომ უსაფრთხოების ბალიშის გახსნისას ტექსტური შეტყობინების აკრეფამ მრავალი ტრამვა ან სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

თებ 28

 დიდი ხანია, საავტომობილო პრესაში იწერება ვარაუდი, რომ “კია” თავისი სამოდელო გამის გაფართოებას, ფლაგმანი სედანის წარმოების დაწყებით აპირებს, რომელიც აქამდე K9-ს სახელით იყო ცნობილი.

კორეულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია ამ ავტომობილის ოფიციალური სახელი, თუმცა ახლახანს, ინტერნეტით მისი პირველი ესკიზები და მწირი ინფორმაცია გაავრცელა. “კიას” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდებაა KH. ეს გახდება ამ კომპანიის ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომელსაც წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. ის წარმოებისთვის უკვე მზადაა და პირველად მას კორეელი დილერები ივნისამდე მიიღებენ. სხვა ბაზრებზე მისი პრემიერის ვადები კი მოგვიანებით გამოცხადდება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

იან 25

ახალმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Motors, რომელიც ელექტრომობილების სფეროშია დაკავებული, გადადგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთი კონკურენტი ვერ ბედავდა: მან მანქანების წარმოება აშშ-ში ახალ ქარხანაში დაიწყო და არა საზღვარგარეთ. ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალიფორნიისთვის, სადაც გასულ ასწლეულში ამერიკული კომპანიების General Motors, Ford და Chrysler საწარმოები იყო განთავსებული. Tesla-ს ახალი ქარხანა სინამდვილეში ქალაქ ფრიმონტში NUMMI-ს ყოფილ ასაწყობ ფაბრიკაშია განთავსებული, რომელსაც ერთობლივად ფლობდნენ General Motors და იაპონური Toyota. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

იან 18

Toyota ნამდვილად შეუძლია იამაყოს არა მარტო იმით, რომ კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი მთელს მსოფლიოში, არამედ ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში ლიდერის პოზიციებითაც – იაპონელები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყოველი მეორე ჰიბრიდის მწარმოებელს ბორტზე მისი ლოგოტიპი აქვს. თუმცა, კომპანიას მიღწეულით დაკმაყოფილება არ სჩვევია, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კონცეპტუალური სედანი NS4.

 

 

 

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

იან 13

თუ კი ელექტრული სატრანსპორტო საშუალებების მასიურად გამოჩენა ავტომობილებისა და მოტოციკლების დიზაინის სრულიად განახლებას ნიშნავს, მაშინ კომპანიის Lit Motors ახალი მანქანა C-1 ნათელი მაგალითია რევოლუციისა დიზაინში. ამ მოტოციკლის ძარა ორ დასაჯდომ ადგილს ითვალისწინებს ერთმანეთის უკან. ელექტრო მოტომობილი.

სატრანსპორტო საშუალების მთავარი ღირსებაა წონასწორობის ავტომატური შენარჩუნება, როგორც ელექტროსკუტერში  Segway, თუმცა, აქ საბურავები პარალელურად კი არაა განთავსებული, არამედ ერთმანეთის უკან. ეს მოძრაობისას მანქანის სტაბილურობას ზრდის, აგრეთვე მგზავრების ჩასხდომასა და გადმოსვლას უფრო კომფორტულს ხდის. მანქანის ორივე მხარეს კარებებია, რომლებიც აგრეთვე ამარტივებენ ჩაჯდომასა და გადმოსვლას. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

იან 08

 რაში სჭირდება უგზოობის ავტომობილს 800 ცხენის ძალა? ალბათ არაფერში.

მაგრამ თუ მისი სრულყოფა კომპანია “ჰენესიმ” გადაწყვიტა, მაშინ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ან იქნებ, ტექსასური კომპანიის ინჟინრები, როდესაც მორიგ “სათამაშოს” ქმნიდნენ, სანტა კლაუსზე და მისი მარხილის გამწევ ირმებზე ფიქრობდნენ, რომლებიც ალბათ ძალიან დაიღალნენ… და იქნებ, სანტას გადაადგილება ახლა სხვა გამწევ ძალას მიანდონ. მაგალითად, “ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8-ს”?.. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

8 pages