იან 06


XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

დეკ 28

როგორი შესაცვლელია ავტომობილი, რომელსაც 12 საერთაშორისო და ეროვნულ სარბოლო სერიაში 115 გამარჯვება აქვს მოპოვებული?

პასუხი მარტივია – არ შეცვლით. მხოლოდ დიდი სიფრთხილით ჩაუტარებთ მოდიფიკაციას, რათა გამარჯვებების სერია არ შეწყდეს. და ეს პროცესი, ნებისმიერი დიდი შესაძლებლობების მქონე მწარმოებლისთვის სერიოზული გამოწვევაა.

მაგრამ ეს არ აშინებს “აუდის” სპორტულ ავტომობილების მწარმოებელ შტო “კვატროს”, რომელმაც სარბოლ მოდელ R8 LMS-ს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი და ბრძოლისუნარიანი ვერსია “ულტრა” მოამზადა. “კვატროს” მმართველი დირექტორი ვერნერ ფროვეინი ამბობს, რომ მისმა ინჟინრებმა კლიენტი გუნდების მოსაზრებები და სურვილები გაითვალისწინეს და მოდიფიკაცია სწორედ ამის შესაბამისად დაგეგმეს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

დეკ 18

გამოფენის Tokyo Motor Show 2011 ფარგლებში, რომელიც 3-დან 11 დეკემბერს ტოკიოში მიმდინარეობდა, კომპანიამ Kowa tmsuk ერთ- და ორადგილიანი კომპაქტური ელექტრომობილების პროტოტიპები წარმოადგინა. სიახლეები სახელად Kobot გაყიდვაში მომავალი წლის შემოდგომაზე გამოჩნდებიან. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

ნოე 21

ფრანგულმა კომპანიამ Synergethic ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა, რომელიც ყველა თანამედროვე ტენდენციას პასუხობს. ეს ულტრაკომპაქტური ელექტრომობილი Tilter ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებებისთვისაა განკუთვნილი. იგი მშვენივრად გრძნობს თავს მეგაპოლისის მძიმე საგზაო ვითარებაში და გარემოზე ზრუნვაშიც შეაქვს საკუთარი მოკრძალებული წვლილი. სავარაუდოა, რომ მანქანის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება.

მანქანის ტექნიკური მახასიათებლები არც ისე ურიგოა, სრულად დატენილი აკუმულატორით Tilter ასოც კილომეტრამდე გადის, ეს სავსებით საკმარისია მინიმუმ ერთი დღისთვის, თუმცა შორ გზებზე სასიარულოდ ეს ელექტრომობილი არცაა გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს იგი 13.3 წამში ანვითარებს. რაც შეეხება დიზაინს, იგი მოტოციკლსა და მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს შორის შუალედურ რგოლს წარმოადგენს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

ნოე 08

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა “BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას “ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.

დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

ნოე 04

 ტორნადო, იგივე ქარბორბალა, გაბრაზებული ბუნების ერთ-ერთი იმ გამოვლინებათაგანია, რომლის მოთვინიერებაც, ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც დიდი ხიფათის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრება ამ სტიქიური უბედურების შესწავლას მიუძღვნეს. ასეთ ადამიანებს “დისქავერი ჩენელმა” გადაცემათა მთელი ციკლი მიუძღვნა სახელწოდებით “შტორმ ჩეისერზ” (შტორმზე მონადირეები).

ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი შონ კეისი და მისი ქმნილება – ჯავშნიანი მანქანა “ტორნედო ინტერსეპტ ვიიქლ-ია” (TIV), რომლის დახმარებითაც, თავზეხელაღებული მეცნიერი-მონადირეები ტორნადოს წარმოშობის, ხასიათის შესწავლას ცდილობენ, რათა შემდეგ მისგან თავის დაცვის საშუალებები შეიმუშაონ. კეისიმ პირველი ჯავშანმანქანა 2003 წელს შექმნა და მას TIV დაარქვა. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

ნოე 04

  Land Rover Range Rover Evoque მთელი მისი ბრწყინვალებით, ეს ავტომობილი არის სრულიად ახალი კონცეფციის 2 კარიანი Range Rover,ეს არის, Land Rover ის მიერ გამოშვებული ყველაზე ტანამოდროვე ავტომობილი რაც კი კომპანიას ოდესმე უწარმოებია, ეს ავტომობილი არის ულტრა თანამოდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  მაგალითად ისეთებით როგორებიცაა:დინამიური სვლის კონტროლი (DSC),რხევის სტაბილურობის კონტროლი,(RSC),აწევის მაკონტროლებელი სისტემა(TCS),სისტემა რითაც უკან მიბმულ მანქაანის რწევადობას გააკონტროლებთ (TSA),სისტემა რაც გეხმარებათ უგზოობაზე, გადაადგილებას Hill Start Assist, სისტემა რაც აკონტროლებს და გიადვოლებთ ოგზოო დაღმართზე გადაადგილებას(HDC)და (GRC).ანუ ავტომობილში არის ყველაფერი იმისატვის რომ ადამიანმა ავტომობილის მართვით მიიღოს უდიდესი სიამოვნება. ამის 100% გარანტიას გვაძლევს Land Rover. კიდევ ავტომობილს შეუძლია,სანამ თქვენ მოძებნით თავისუფალ ადგის გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ნოე 02

 კონკურს “ევროქარბოდის” ჟიურიმ, 2011 წლის საუკეთესო ძარის წოდება, “ჰიუნდაის” უნივერსალ i40-ს მიანიჭა.

ამგვარად, კორეული კომპანია გახდა პირველი აზიური ავტომწარმოებელი, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა. კონკურსის ჟიური, რომელიც 500 სპეციალისტისგან შედგება, ავტომობილების ძარების კონსტრუქციის ინოვაციურობას, გამოყენებულ მასალებს, დიზაინსა და აწყობის ხარისხს აფასებს.

ჟიურიში უმსხვილესი საავტომობილო კომპანიების და მაკომპლექტებლების მწარმოებელთა წარმომადგენლები შედიან. ერთ მანქანას, მაქსიმუმ 50 ქულის მიღება შეუძლია. “ჰიუნდაი i40-ს” 37.98 ქულა ერგო. სპეციალისტებმა განსაკუთრებით დააფასეს ამ ავტომობილის ძარის სტრუქტურა, რომელიც დარტყმის კინეტიკურ ენერგიას ეფექტურად შთანთქავს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

ოქტ 28

კომპანიამ BMW მომავლისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელშიც ავტომობილები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახერხებენ, რათა მძღოლს სამუშაო გაუადვილონ. ახალი ტექნოლოგია, რომელსაც Car-to-X ეწოდა, ტარების უსაფრთხოების გასაზრელადაა განკუთვნილი.

მაგალითად, მძღოლი რომელმაც მარცხენა ციმციმა ჩართო ინტენსიური მოძრაობისას, ხელსაწყოთა დაფაზე გამაფრთხილებელ ციმციმა ინდიკატორებს მანამ დაინახავს, სანამ მარცხენა მხარე უსაფრთხო მანევრის შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს მას. ეს ფასდაუდებელი იქნება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხედვა შეზღუდულია, მაგალითად, მკვეთრი მოსახვევისას გზაზე ან მანქანის ე.წ. “მკვდარ ზონაში” ყოფნისას. აგრეთვე ტექნოლოგია Car-to-X გამოყენებული იქნება მთავარ გზაზე გასვლისას მეორეხარისხოვნიდან, ან პარკირების ადგილიდან გამოსვლისას. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ოქტ 26

არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ.

1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.

მოკლედ, 300 ცხენის ძალა დღესაც კი საპატიო ზღვარია, თუმცა მას უკვე ბევრი იოლად აღწევს. და მაინც, ეს სიმძლავრე პატარა ავტომობილებისთვის (არა სარბოლი) წარმოუდგენელია. უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო, რადგან იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”რომეო ფერარიმ”, ეს ზღვარი ისეთ პატარა ავტომობილს აათვისებინა, როგორიც ”ფიატ ჩინკვეჩენტოა” (ფიატ 500). გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

8 pages