
გსურთ ცოტათი მაინც ჰგავდეთ ფილმის სუპერგმირს ჯეიმს ბონდს? მაშინ, სჯობს სერიოზულად იფიქროთ კომპანიის Swann ორი ახალი პასტიდან ერთ-ერთის შეძენაზე, რომლებითაც არა მარტო წერა, არამედ გარშემო მყოფთაგან შეუმჩნევლად AVI ფორმატის ვიდეოების, აგრეთვე ციფრული JPEG-ფოტოების გადაღებაც შეგიძლიათ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: AVI, hd, HD PenCam, Mac, microSDHC, PC, PenCam 4G, Swann, SWVID-PEN4GB, SWVID-PEN720, USB 2.0
ოლიმპიური თამაშების მოლოდინში, რომლებიც ამ ზაფხულზე ლონდონში გაიმართება, ხელისუფლება მრავალ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც ხაზი უნდა გაუსვან, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი — ნამდვილად თანამედროვეა. ასე გამოჩნდა მის ქუჩებში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები დიდფორმატიანი თხევადკრისტალური ეკრანებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინათ ინგლისის უმსხვილეს ქალაქებში მასობრივი არეულობების ტალღამ იფეთქა, მუნიციპალიტეტმა ამ ნაგვის ბაკების გამაგრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, მათ მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას შეუძლიათ გაუძლონ. ხოლო თითოეული მათგანის კორპუსზე ორ-ორი LCD-პანელია განთავსებული. ეკრანზე გამოდის სხვადასხვაგვარი აქტუალური ინფორმაცია, ლონდონის ბირჟიდან მონაცემების და The Economist-ის ახალი ამბების ჩათვლით.
რადგანაც ეკრანზე მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია გამოდის, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს, ინტერნეტთან მიერთება გახდა აუცილებელი, ეს მოდულის Wi-Fi დახმარებითაა რეალიზებული. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები მოქალაქეებისთვის ინტერნეტში წვდომის წერტილების ფუნქციასაც შეასრულებენ. ამ დროისათვის ლონდონში 25 ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, თითოეული მათგანი ქალაქს 30 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით $47 ათასი.) დაუჯდა, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ 75 ერთეულის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი გრძელვადიანია, კონტრაქტორებთან ხელშეკრულება 21 წლითაა გაფორმებული. «ჭკვიანი» ნაგვის ბაკებისადმი ინტერესი სხვა დიდი ქალაქების ხელისუფლებამაც გამოავლინა, მომავალში ასეთი სისტემები შეიძლება გამოჩნდეს ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სინგაპურში. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: lcd, The Economist, Wi-Fi
გამოფენა CES უკვე დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერას მასზე წარმოდგენილი საინტერესო პროდუქტების შესახებ, რადგანაც აქამდე ყურადღება უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ანონსებს ეთმობოდა. ამასთან, მთელმა რიგმა ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ აგრეთვე წარადგინეს საკუთარი ყურადსაღები ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანია კომპანია Rydeen, რომელმაც CES-ზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ორი პროდუქტი წარმოადგინა Android-ის ბაზაზე. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 2 DIN, Android 2.2 (Froyo), CES, DVD/CD, GPS, microSD, Rydeen, SD, USB
ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა. ხმოვან რეჟიმზე გადასასვლელად საჭიროა კლავიატურაზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერა.
ჯერ-ჯერობით Swype მხოლოდ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე ფუნქციონირებს, მაგრამ 2012 წელს მათ რიცხვს კიდევ ორი უცხო ენა შეემატება.
Swype-ში გამოყენებულია ხმის ამომცნობი სისტემა Dragon Dictation, რომელიც კომპანია Nuance Communications-ის მიერ შეიქმნა. 2011 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Nuance Swype-ს $100 მილიონად ყიდულობს.
ამჟამად ხმით მართვის ფუნქცია წარმოდგენილია Swype კლავიატურის ბეტა ვერსიაში. პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Swype-ის ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ ბეტა ვერსია არ იმუშავებს Android 1.6 ვერსიაზე, ისევე როგორც მოწყობილობებზე, რომელზეც მწარმოებლების მიერ Swype წინასწარ იყო ჩატვირთული.
ბეტა ვერსიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თუ Swype ვერ გაარჩევს რომელი სიტყვა აკრიბა მომხმარებელმა, იგი თავად შეარჩევს წინადადებისთვის მეტნაკლებად შესაფერის სიტყვას. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Skype

17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – “მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი” (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს.
აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ “პასიფიკ მისლ რეინჯიდან” აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ “რეიგან ტესტ რეინჯზე” მდებარე სამიზნე გაანადგურა.
ჭურვი ჰაერში რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო აჩქარება მიანიჭა. საჭირო სიმაღლის აღების შემდეგ, ჭურვი რაკეტას დაშორდა და ჰორიზონტალურად, ჰიპერბგერითი სიჩქარით გააგრძელა ფრენა. ამასთან, მისი ტრაექტორია არ იყო ბალისტიკური – ის ჰორიზონტალური მიმართულებით ფრენდა. ამ ტესტით, ამერიკელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნისკენ, რომლითაც ისინი მალე ძალიან დაშორებულ სამიზნეებს მაღალი სიზუსტით გაანადგურებენ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: AHW
კომპანიამ Honda Motor ჰუმანოიდის ASIMO განახლებული ვერსია შექმნა. სიახლე მსოფლიოში პირველ საქციელის მართვის ავტონომიურ ტექნოლოგიას იყენებს. მისი წყალობით ASIMO-ს ოპერატორის კონტროლის გარეშე მოძრაობის გაგრძელება შეუძლია. ამას გარდა, რობოტს გაუმჯობესებული «ინტელექტი» და სიტუაციებისადმი ადაპტაციის ფიზიკური უნარი აქვს.
სიახლის მთავარ თავისებურებათა შორის აღნიშნავენ: სივრცეში სხეულის მდებარეობის რეგულირების შესაძლებლობას; გარემოს ამოცნობის ტექნოლოგია, რომელიც გარშემო ადამიანების მოძრაობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა მრავალი სენსორის დახმარებით, აგრეთვე არსებული სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა; ავტონომიური მოქმედების გენერირების უნარი, რაც რობოტს გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ქცევების ავტომატურად განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს ოპერატორის ჩარევის გარეშე. ყველა ეს ახალი უნარი ASIMO-ს კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვებს იმ სფეროში გამოყენებას, სადაც იგი ადამიანებთან ერთად იარსებებს.
რობოტის მახასიათებლებს შორის აღნიშნულია სიმაღლე 130 სმ, წონა 48 კგ, თავისუფლების ხარისხი 57 გრადუსი, გადაადგილების სიჩქარე 9 კმ/სთ-მდე. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ASIMO, Honda Motor

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.
ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა “BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას “ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.
დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ტანკი, უხილავი
მთელ მსოფლიოში ქვეყნების თავდაცვითი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად იყენებენ უპილოტო დაკვირვების აპარატებს. ეს აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა ახალი უპილოტოს მსგავსი შედევრები, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს, ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება.
ლაბორატორიის Micro-Aviary მეცნიერებმა რაიტ-პატერსონის ავიაბაზაზე ულტრამინიატურული საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი ნემსიყლაპიას ანალოგია, მანქანის ძირითადი ნაწილის ზომები ციფრული ჩიპის ზომისაა. ამ პატარა კორპუსში მათ მოათავსეს ძრავი, რომელზეც ნამდვილი ნემსიყლაპიას მსგავსი ორი ფრთა დაამაგრეს. პერსპექტივაში ინჟინრები მიკროსკოპული უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსში კიდევ პატარა კამერის მოთავსებასაც გეგმავენ, რომელიც რეალურ დროში ვიდეოს ტრანსლირებას მოახდენს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Micro-Aviary, ლაბორატორია, საფრენი აპარატი, უპილოტო
უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოების მრავალი სექტორისთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა, თუმცა ამის შესახებ ყველას როდი ახსოვს. ამასთან, უსაფრთხოება ყოველთვის როდი ნიშნავს თავდაცვის ან რაიმე სახის იარაღს, თუნდაც არა ლეტალურს. ამ მიზნების მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგალითად, მოწყობილობის MyRingGuard დანიშნულებაა ახლობლებსა და ნათესავებს შეატყობინოს, რომ ადამიანი საფრთხეშია.
მოწყობილობა ბეჭდის ფორმისაა, რომელიც თითზე იცმევა. ამ ბეჭედზე არის პატარა ღილაკი, რომელზე დაჭერაც საფრთხის შესახებ აცნობებს. MyRingGuard უსადენო პროტოკოლით უერთდება Android-ის მართვით სმარტფონს, და როდესაც მომხმარებელი “განგაშის” ღილაკს აჭერს, წინასწარ მითითებულ ნომერზე იგზავნება შეტყობინება, რომელშიც შედის აგრეთვე GPS-კოორდინატები.
პროექტთან MyRingGuard დაკავშირებული მასალები მისმა შემქმნელმა რეიჩელ ოუენსმა (Rachel Owens) პორტალზეIndieGoGo.com გამოაქვეყნა, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროექტში ინვესტირება. ამისთვის, მხოლოდ მოწყობილობის წინასწარი შეკვეთის ანაზღაურებაც კმარა, მისი ფასია 39 დოლარი, ხოლო მოწყობილობის სერიულ წარმოებაში გაშვებისთვის ავტორს $30 ათასი სჭირდება. ვიმეორებთ, ამ მომენტისათვის, მხოლოდ Android-სმარტფონებთან მუშაობაა მხარდაჭერილი. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: android, GPS-კოორდინატები, IndieGoGo.com, MyRingGuard, Rachel Owens

გამოფენაზე Innovation Japan 2011 ოსაკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა მცირე ზომის მექანიზმი Omni-Crawler, რომელსაც ნებიმსიერი მიმართულებით გადაადგილება შეუძლია. ამ მექანიზმის მოქმედების პრინციპის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის მათ გამარტივებული ვერსია შექმნეს — მულტიმიმართულებიანი ბორბალი სახელად Omni-Ball. მწარმოებლების აზრით ახალი გადაწყვეტები მინიატურული მართვადი რობოტების მოძრაობაზე ენერგოდანახარჯების ოპტიმიზირების შესაძლებლობას იძლევა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Innovation Japan 2011, JAXA, Omni-Ball, Omni-Crawler
|
ბოლო კომენტარები