
ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა.იმპერატორმა ელჩი ღირსეულად მიიღო და სადილად მიიწვია, საქმეზე შემდეგ მოვილაპარაკოთო.
სადილზე თევზი მიართვეს. თურმა სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულეა ჰქონდათ: ვინც სუფრაზე მოტანილ სანოვაგეს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, თუ არა და სიკვდილით დასჯიდნენ.
ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას თევზის გადაღება უნდოდა, ერთს ხელი შეახო, მაგრამ ედიდა, ხელი გაუშვა და უფრო მომცრო გადაიღო. ეს შენიშნა მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულმა, გვერდში მჯდომთ თვალით ანიშნა სტუმრის საქციელი; დიდებულები ერთბაშად წამოიშალნენ და ყვირილი მორთეს:
— სიკვდილი უზრდელს, სიკვდილი!
ამ გარემოებამ იმპერატორი ძლიერ შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა და ამას კი ომი მოჰყვებოდა, თუ არ მოკლავდა, ჩვეულებას დაარღვევდა და დიდებულები გაუდგებოდნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ იმპერატორმა ელჩს უთხრა:
— ვწუხვარ, ბატონო უცხოელო, მაგრამ ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არ მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ… მაგრამ… ვფიცავ, სიკვდილის წინ სიცოცლის გარდა, რასაც მთხოვ, აგისრულებ.
ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამ სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადარჩა.
გამოცანით, რა უნდა ეთხოვა ელჩს იმპერატორისათვის, სიცოცხლის შენარჩუნების გარდა ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩენოდა?
ავტორი: Gordo
ტეგები: გამოცანა, ელჩი, მეფე, მოსაზრებული

სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.
შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 3, 30, გამოცანა, ცხვარი, ძმა

— ვინ მოიგო, ან რა ანარიშით? — შეეკითხა ნინო ფეხბურთიდან დაბრუნებულ გიორგის.
გიორგიომ პასუხის ნაცვლად უთხრა:
— ყური დამიგდე დაო და თუ ქალი ხარ შენ თვითონ გმაოიცანი. ვიშოვე ბილეთი, შევედი და ისეთ ადგილას დავჯექი, რომ თბილისის “დინამო” ჩემგან მარჯვენა მხარეს იყო, ზესტაფონის “ზესტაფონი” კი — მარცხენა მხარეს. თამაშის პირველი ნახევარი მარჯვენა მხარის სასარგებლოდ დამთავრა — 2:1, ხოლო თამაშის მეორე ნახევარი მარცხენა მხარის სასარგებლოდ — 2:0. აბა, გამოიცანი:
ვინ მოიგო და როგორი ანგარიშით?
გაგრძელება »
ავტორი: Gordo

ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მეფე და გლეხი

ერთი მეჯინიბე 32 ცხენს უვლიდა. ცხენები საჯინიბოში ზამთარ-ზაფხულ ისე ჰყავდა დაბმული, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. თვითონ მეჯინიბე საჯინიბოს შუა ადგილას ცხოვრობდა და მისთვის საკმარისი იყო ერთი თვალის გადავლება ცხენების რაოდენობის შესამოწმებლად:
ოთხივე მხრიდან მწკრივში 12-12 ცხენი იყო დაბმული.
ეს ამბავი დახელოვნებულმა ქურდებმა გაიგეს და 4 ცხენი მოიპარეს, ცხენების განრიგებაში ცოტაოდენი ცვლილება შეიტანეს, რის შედეგადაც ყოველ მწკრივში ისევ 12-12 ცხენი იყო, თუმცა 4 ცხენი აკლდა, ე.ი. 32 ცხენის ნაცვალ 28 დარჩა. ეს გარემოება მეჯინიბეს ერთ ხანს შეუმჩნეველი დარჩა.
გაიგეთ, რა ცვლილება შეიტანეს ქურდებმა განრიგებაში, რომ მეჯინიბე ვერ ამჩნევდა ცხენების დაკლებას და გულდამშვიდებული უვლიდა და ითვლიდა მათ.
ავტორი: Gordo
ტეგები: მეჯინიბე, ქურდები, ცხენი
ერთ სოფელში კლდეს უეცრად უზარმაზარი ქვა მოსწყდა და კლდის ძირას გამავალი გზა ჩაკეტა. სიარული შეუძლებელი გახდა, სოფლელები წუხდნენ, ინჟინრები მოიწვიეს და რცევა სთხოვეს.
ერთმა ინჟინერმა თქვა, ქვა დავამტვრიოთ და ნაწილ-ნაწილ გავზიდოთო, რა მისი აზრით 300 ლარი ეღირებოდა.
მეორე ინჟინერმა კი თქვა, რელსები დავაგოთ, ქვა საგორავებზე შევაყენოთ და დავაგოროთო, რაც მისი აზრით 400 ლარი დაჯდებოდა.
მათ საუბარს ერთი გლეხი უსმენდა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
სამი ახალგაზრდა ჭადრაკს თამაშობდა. თითოეულმა პარტიის თანასწორი რაოდენობა ითამაშა, ყველამ ერთად კი — მხოლოდ სამი პარტია…
რამდენჯერ იამაშა თითოეულმა მათგანმა?
სწორი პასუხის სანახავად შედით გაგრძელებაში
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: გამოცანა

1. გვაქვს 5 სხვადახხვა ფერის სახლი.
2. თითო სახლში თითო განსხვავებული ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.
3. თითოეული ეს ადამიანი სვამს გარკვეული სახის სასმელს, ეწევა გარკვეული დასახელების სიგარეტს და ჰყავს ერთი გარკვეული ჯიშის ცხოველი.
4. ხუთივეს სხვადასხვა სასმელი და თამბაქო აქვს და სხვადასხვა ცხოველი ჰყავს.
ამბობენ რომ ეს ამოცანა ალბერტ აინშტაინმა მოიფიქრა
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ამოხსენი აინშტაინის შედგენილი გამოცანა

არ არსებობდა, არ იარსებეს, გაგრძელება »
ავტორი: pizika1
ტეგები: გამოცანა

გაგრძელებაში იხილეთ რამდენიმე სახალისო გამოცანა, მოუყევით მეგობრებს და იხალლისეთ ერთად
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: აბა გამოიცანი
ბოლო კომენტარები