ამ პოსტში მინდა ორ უძველეს ქალაქზე, პომპეის და ჰერკულანუმის შესახებ მოგიყვეთ. ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს დიდი უბედურება დატრიალდა…. დღე ჩვეულებრივ დაიწყო, პომპეის და ჰერკულანუმის მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქი, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა, მათმა დაუდევრობამ 2000 პომპეელის სიცოცხლე შეიწირა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ქალაქები
XVII საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ქვეყანა თავისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და დრამატულ პერიოდში შედიოდა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო უდიდესი გადატრიალებების, სამოქალაქო ომების, პოლიტიკური და რელიგიური გარდაქმნების საუკუნე.
მიუხედავად წლითიწლობით ვითარების დაძაბვისა, ვერც ერთი პოლიტიკოსი მომავლის ყველაზე თამამ პროგნოზებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სულ მალე მეფე ართურისა და კამელოტის, რიჩარდ III ლომგულის, ჰენრი VIII-ისა თუ ელიზაბეტ I-ის ქვეყანაში მონარქის სისხლი დაიღვრებოდა.
1625 წელს ინგლისის მეფე ჯეიმზ I სტიუარტი გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ოცი წლის ჩარლზ I. ჩარლზი 16 წლის ასაკში გახდა ტახტის მემკვიდრე, მას შემდეგ, რაც მისი ორი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ბავშვობისას დამჯერი, მშვიდი და უწყინარი იყო. ახალგაზრდობის წლებში კი თეოლოგიურმა დისპუტებმა და საბრძოლო ხელოვნებამ გაიტაცა. ახალგაზრდა მეფე მამაცი იყო, განსწავლული, სამხედრო საქმეში ბრწყინვალედ გარკვეული მონარქი. თუმცა ახასიათებდა ქედმაღლური დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მეფე ეშაფოტზე

წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: გამოცხადება, გვადალუპე, ლევიტაცია, ლურდესი, მოვლენა, პადრე პიო, სასწაული, სტიგმატი, ქრისტიანობა, ღვთისმშობელი, ღმერთი, წმინდა მარიამი, წმინდანი, ხილვა

ცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მცხეთობა
როკ მუსიკა არის ჟანრი პოპულარული მუსიკა, რომელიც შემოვიდა ზომიერ in 1950. მას აქვს თავისი ფესვები 1940 და 1950 წელს როკ ენ როლი, რიტმ ენდ ბლუზის, ქვეყანაში მუსიკა და ასევე მიიპყრო on ხალხური მუსიკა, ჯაზი, კლასიკური მუსიკა. Sound of rock ხშირად revolves გარშემო ელექტრო გიტარა, უკან სცემეს მისცემს მიერ რითმის განყოფილების ელექტრო გიტარა, დრამი, და კლავიატურის ინსტრუმენტები, როგორიცაა ჰემონდის ორღანი, პიანინო, ან, რადგან 1970 წლის, სინთეზატორი.ერთად გიტარა ან სინთეზატორი, საქსოფონი და ბლუზის სტილში ჰარმონიკა ზოგჯერ გამოიყენება soloing ინსტრუმენტებისათვის. მის “purest ფორმა”, ეს “სამი აკორდები, ძლიერი, დაჟინებული უკან სცემეს და catchy მელოდიას.” გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: rock, როკის ისტორია
გამორჩევით უყვარდათ მეფე ერეკლე ქართველებს. თუშ-ფშავ-ხევსურნი ხომ მთლად უნჯი ყმები იყვნენ. თედო რაზიკაშვილს ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაუწერია. გვსურს მოგითხროთ ზოგი ლეგენდის შესახებ, რომელთა სახელებიც ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა.
თუში ბობღიაშვილი
ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ დაბრუნებულისთვის მამას უბრძანებია, – უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.
უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო – იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.
ხიმიკაურის ხმალი
მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:
ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის
ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი,
თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს
ვისაც აეკიდეო.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მეფე ერეკლეს გმირები
 ეროვნულ არქივში უამრავ საინტერესო ფოტოს შორის ორი, თითქმის ერთნაირი და უცნაური, ნამუშევარია დაცული. ერთ ფოტოზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოშია ჩასვენებული და თავთან სანთელი უნთია, მეორეზე კი მიცვალებული ჩასასვენებელში წამომჯდარა და იღიმება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მკვდრეთით აღმდგარი
კოკა და კოკაინი
ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.
ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს, მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება კოკაინი. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ექსტაზი, ისტორია, კოკაინი, მარიხუანა, მორფიუმი, ნარკომანია, ნარკოტიკი, ოპიუმი, ჰაშიში
1993 წელს აყალიბებს “ალ კაიდას” (არაბულად “საყრდენი”) – შეიარაღებული მუსლიმან მებრძოლთა იატაკქვეშა ჯგუფს, რომლის წევრებიც, ძირითადად, ავღანეთიდან არიან.
*
2001 წლის 11 სექტემბერი – გატაცებული თვითმფრინავებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა.
*
2003 წლის 19-20 მარტი – ამერიკა ერაყს იპყრობს სადამ ჰუსეინის ჩამოგდების მიზნით.
*
2008 წლის 19 მარტი – ქვეყნდება აუდიოჩანაწერი, რომელშიც რომის პაპი ბენედიქტ XVI ისლამის წინააღმდეგ “ახალი ჯვაროსნული ომის” მხარდაჭერაშია დადანაშაულებული.
*
1996-1998 წლებში “საღვთო ომს” უცხადებს ამერიკას – ადანაშაულებს მას ახლო აღმოსავლეთის ბუნებრივი რესურსების მითვისებასა და ისლამისთვის ძირის გამოთხრაში.
1998 წლის 7 აგვისტო – ერთდროულად ესხმიან თავს ამერიკის საელჩოებს ნაირობიში (კენიაში) და დარ ეს სალამში (ტანზანიაში). შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა და ამაში ბინ ლადენი დაადანაშაულეს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

კაცმა არ იცის პირველად ვინ, სად, როდის და როგორ დაამზადა ნაყინი, მაგრამ ამ უგემრიელესი დესერტის ისტორიას ყველა თავისებურად ყვება და ათასგვარი ლეგენდითაც ალამაზებს.
ზოგი იჩემებს, ნაყინს თვით ჩინეთის იმპერატორები მიირთმევდნენ 3000 წლის წინ და ყველაზე მეტად თოვლში არეული ფორთოხლისა და ლიმონის ნაჭრები და ბროწეულის მარცვლები უყვარდათო. მავანნი ნაყინის ავტორობას ძველ ბერძნებს მიაწერენ და ალბათ ძალიანაც არ სცოდავენ. თუმცა, დანამდვილებით მხოლოდ ის იციან, რომ ალექსანდრე მაკედონელის დროს ხილს დატკბილულ ყინულში ინახავდნენ და ისე აკნატუნებდნენ. სხვათა შორის, ხილის გასაყინი თოვლის ალპებიდან ჩამოსატანად, სირბილში საგანგებოდ გაწვრთნილ მონებს აგზავნიდნენ და ეს მეტად სათუთი და მალფუჭადი სუბსტანცია გზაში რომ არ გამდნარიყო, ნამდვილ ესტაფეტას მართავდნენ.
ევროპაში ნაყინის რეცეპტი რომ 1295 წელს მარკო პოლომ ჩამოიტანა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ერთ საკითხზე მაინც ვერ შეთანხმდნენ: პოლოს ნაყინი მონღოლეთის ხანმა საკუთარი ნებით აჩუქა თუ ჩინეთის სამეფო კარზე შემთხვევით შეესწრო მის დამზადების პროცესს და იქიდან მოიპარა. ასეა თუ ისე, ვენეციელ მოგზაურს შრომა დაუფასდა და მისი „ინოვაცია” იტალიელი დიდგვაროვნების ტრაპეზის განუყოფელ ნაწილად იქცა. მალე ყველა თავმოყვარე ოჯახს პირად პარიკმახერთან და თერძთან ერთად საკუთარი მენაყინეც ჰყავდა და რაღა გასაკვირია, რომ ნაყინის დამზადების საიდუმლოს უმკაცრესად ინახავდნენ. ვენეციაში მეზობლის მენაყინის გადაბირება მოსისხლე მტრისთვის საყვარლის წართმევაზე ბევრად დიდ პრესტიჟად ითვლებოდა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ბასკინ რობინს
|
ბოლო კომენტარები