თებ 03

1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

დეკ 30

რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……

დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

დეკ 28


● ალექსანდრე მაკედონელმა გამოიგონა ჯაშუშური ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება: ის თავის ჯარისკაცებს ნებას რთავდა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის წერილი მიეწერათ. შემდეგ მათ ნაწერებს ხელში იგდებდა, კითხულობდა და ამგვარად იგებდა, ვინ რა აზრის იყო მასზე.

გაგრძელება »

ავტორი: Gordo

დეკ 09

წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).

წითელი კუნელი მსუბუქად და ეფექტიანად ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქნას. კუნელით დამზადებული წამლები აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, რითაც ხელს უშლის მათ ადვილად გასკდომას და სისხლჩაქცევებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

ნოე 20

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?

 

თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.

დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

ნოე 14


ამ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა წაიკითხოთ წიგნები და სხვა დოკუმენტები ადობე რადარში ისე, რომ თქვენს თვალს მინიმალური ოდენობის გამოსხივება მოხვდეს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

ნოე 06

არამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ “რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს “ზენიტი“ იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა.

 

საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხატვრობის და დამწერლობის საშუალებით ქმნიდა ისტორიას. ნახატის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თან ნებისმიერი ადამიანი ფაქტის გადმოტანისას ტილოზე აუცილებლად რაღაცა თავის ხედვას და აზრს ჩააქსოვს იმ ნახატში. საჭირო იყო ისეთი ხერხი რომელიც შიშველ ფაქტებს დააფიქსირებდა თან უმოკლეს დროში. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

ნოე 04

ქალაქ სანტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ არა მარტო შიშველი ქალბატონების, არამედ ხალათში ან ღამის პერანგში ჩაცმული მანდილოსნების გადარჩენაც გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

ოქტ 21
თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს...
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი – უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.

თეთრი მიხაკი სევდის სიმბოლოა, ხოლო ყვითელი – სიძულვილის. მინდვრის შროშანი – “დიდი ხანია მიყვარხარ”. ორქიდეა ინტიმური ყვავილია, ძალიან ახლო ადამიანებს ჩუქნიან მხოლოდ… ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მორთმეული ყვავილების გადაყრა დაგნანებიათ, გული დაგწყვეტიათ, რომ მალე დაჭკნენ…

არსებობს თაიგულის მოვლის ძალიან მარტივი მეთოდები. როგორ გავუხანგრძლივოთ თაიგულს სიცოცხლე? ამ შეკითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ყვავილების სალონი “არტ ფლორ დიზაინი” გაგვცემს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

ოქტ 02

ამ პოსტში თავმოყრილია საინტერესო ფაქტები ამოკრებილი ვიკიპედიის მასალიდან. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

11 pages