მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო , მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს” , უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა… გაგრძელება »
ავტორი: marikusa191
ტეგები: ბავშვი, ბიჭი, გლეხი, მოხუცი

პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:
ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში. გაგრძელება »
ავტორი: iRibb0n
ტეგები: პეპელა, საიდუმლო, ფრთა

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდენენ აგვისტოში,
სექტემბერსა და მარტში.
იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საკუნის მიწურულს დადგინდა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!
2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.
3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ეს საინტერესოა
რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……
დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 2012 წელი დრაკონის წელიწადი

● ალექსანდრე მაკედონელმა გამოიგონა ჯაშუშური ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება: ის თავის ჯარისკაცებს ნებას რთავდა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის წერილი მიეწერათ. შემდეგ მათ ნაწერებს ხელში იგდებდა, კითხულობდა და ამგვარად იგებდა, ვინ რა აზრის იყო მასზე.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).
წითელი კუნელი მსუბუქად და ეფექტიანად ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქნას. კუნელით დამზადებული წამლები აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, რითაც ხელს უშლის მათ ადვილად გასკდომას და სისხლჩაქცევებს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: იცით თუ არა, რომ...

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?
თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.
დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ანტივირუსები, ვირუსი

ამ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა წაიკითხოთ წიგნები და სხვა დოკუმენტები ადობე რადარში ისე, რომ თქვენს თვალს მინიმალური ოდენობის გამოსხივება მოხვდეს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: წაიკითხეთ სწრაფად და უსაფრთხოდ
არამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ “რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს “ზენიტი“ იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა.
საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხატვრობის და დამწერლობის საშუალებით ქმნიდა ისტორიას. ნახატის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თან ნებისმიერი ადამიანი ფაქტის გადმოტანისას ტილოზე აუცილებლად რაღაცა თავის ხედვას და აზრს ჩააქსოვს იმ ნახატში. საჭირო იყო ისეთი ხერხი რომელიც შიშველ ფაქტებს დააფიქსირებდა თან უმოკლეს დროში. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ისთმანი, ისტორია, კამერა ობსკურა, ფოტოგრაფია
|
ბოლო კომენტარები