ოქტ 14

დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილი პროდუქციის მომრავლებამ თამაშების ბაზარზე, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, ერთგვარი სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც ტიპიური „ინდი“ (indie) თამაში ხასიათდება პრიმიტიული (ხშირად მდარე ხარისხის) გრაფიკით, ეკონომიური გახმოვანებითა და დაბალბიუჯეტიანი წარმოების სხვა არასასიამოვნო ნიშნებით. საბედნიეროდ, „ინდი“ თამაშების ქაოტურ ნაკადში, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად მოედინება ციფრული დისტრიბუციის არხებში, დროდადრო გამოერევა ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც ძირფესვიანად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს. პოლონური 11 bit studios-ის სადებიუტო პროექტი სწორედ მათ რიცხვს განეკუთნება.

Anomaly: Warzone Earth-ის „ინდიელობას“ მხოლოდ თავმდაბალი ფასი თუ გათქვამს – სხვა მხრივ, ის არაფრით ჩამოუვარდება სტრატეგიული ჟანრის კომერციულ „ზვიგენებს“, ინტელექტის დონითა და შესრულების ხარისხით კი ბევრ მათგანს აღემატება კიდეც. მისი თამაშისას გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს იაფფასიანი ბილეთით პირველი კლასის სალონში მოვხვდით, სადაც, პირველად ცხოვრებაში, გვექცევიან როგორც „თეთრ ადამიანს“, თავს გვევლებიან, ყურადღებას არ გვაკლებენ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გვანებივრებენ. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – ეს შეცდომა არ არის, არავინ მოგვადგება ბილეთის შესამოწმებლად და არ გაგვისვრის უკან, ეკონომ-კლასში, რამეთუ Anomaly პირველი კლასის თამაშია ყველასათვის, ჯიბის სისქის მიუხედავად.
თამაშმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც კრიტიკოსებს, ასევე უბრალო მოთამაშეებს შორის. მან თანაბრად მოხიბლა „კაზუალებიც“ და „ჰარდკორული“ გეიმერებიც. გარდა ამისა, თამაშმა არნახულ წარმატებას მიაღწია iOS პლატფორმაზეც (დეველოპერებმა შექმნეს ორი ვერსია – ერთი iPhone-ისთვის და ერთიც iPad-ისთვის) – Metacritic-ის რეიტინგში Anomaly: Warzone Earth-ის iOS-ვერსიას 98 ქულა აქვს 100-იდან, რაც, სტატიის დაწერის მომენტში, ყველა დროის ყველაზე მაღალი რეიტინგია ამ პლატფორმაზე.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

მაი 19

სანამ გადავალთ უშუალოდ მოწყობილობის განხილვაზე, გადავხედოთ ისტორიას. სხვათაშორის არცთუ ისე შორეულს: სულ რაღაც ხუთი წლის წინ Nintendo-მ გამოუშვა კონსოლი Wii, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სათამაშო ინდუსტრია. კონტროლერი Wii Remote (მოფერებით Wiimote) იძლეოდა თამაშში ჩაღრმავების აქამდე უპრეცენდენტო საშუალებას და გადაიქცა სრულ ბესტსელერად დაანონსებისთანავე. ასე მაგალითად, 2009 წლის ბოლომდე აშშ-ში აშკარად იგრძნობოდა Wii-ის დეფიციტი.
ზორზოხი PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის ფონზე, რეალურად საკმაოდ პრიმიტიული Wii გამოიყურებოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ, ღირდა ნაკლები და უზრუნველყოფდა სულ სხვა შეგრძნებებს თამაშებისგან. ბუნებრივია, Sony და Microsoft ამგვარ ვითარებას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ და ამიტომ 2010-ში წარმოადგინეს თავ-თავისი კონტროლერები, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებული მიდგომებებისა აერთიანებდათ ერთი რამ – ისინი აძლევდნენ მოთამაშეებს საშუალებას ემოძრავათ. ასე მოევლინა სათამაშო მსოფლიოს Microsoft Kinect (ყოფილი Project Natal) და ასევე დღევანდელი მიმოხილვის ობიექტი – PlayStation Move. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

მარ 08
საინტერესო Flash თამაში Trought Walls -  Beef.Ge

გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 22



სრულიადში იხილავთ, იმ თამაშთა ჩამონათვალს, რომელიც გამოვა 2011 წლის მარტის თვეში. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვე ოქროს თვეა, რადგან ამ თვეში გამოდის ყველა ის ძლიერი და მაღალ ქულაზე შეფასებული თამაშები რომლებიც წელს გამოვა, მაგალითად: HomeFront, Crysis 2, Max Payne3, SSX, Ghost Recon: Future Soldier, I AM ALIVE. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 03

რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

იან 22


თამაშების ჟანრების კლასიფიკაცია გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

დეკ 07

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია საკმაოდ პერსპექტიული სფეროა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უამრავ დროს ატარებს კომპიუტერთან მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ ითამაშოს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

ივნ 09

s

გიშლით თქვენი უფროსი ან ვინმე ადამიანი ნერვებს? მაშინ ეს თამაშები თქვენთვისაა გაგრძელება »

ავტორი: paranoic

ივნ 09

sa

ბევრ ადამიანს უყვარს მინი თამაშებით გართობა. გაგრძელება »

ავტორი: paranoic

მაი 25

microsoft მა პროექტ natal ზე დაიწყო მუშაობა გაგრძელება »

ავტორი: paranoic ტეგები:

2 pages