მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელი გენები?
წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.
ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა.
ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 8, Athens News, Canon 550D, Canon EF 15mm f/2, Chris Kotsiopoulos

გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ალბერტ აინშტაინი, არისტარქე, გალილეო გალილეი, დიდი აფეთქება, კოსმოლოგია, მეცნიერება, მითოლოგია, რელიგია, სამყარო, სტივენ ჰოკინგი, ფიზიკა, ღმერთი
იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.
როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ედისონი, ელექტროენერგია, ელექტროძრავა, ექსპერიმენტი, ლაბორატორია, მუდმივი დენი, ნიკოლა ტესლა, ტესლა, ტრანსფორმატორი, ცვლადი დენი
სანამ ტელესკოპი Kepler მზის სისტემის საზღვრებს მიღმა პლანეტების მოძიებითაა დაკავებული, მეცნიერებმა გარკვეული შუალედური შედეგების გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, დენიელ ფაბრიცკის (Daniel Fabrycky) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა ამ მომენტისათვის აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტაზე არსებული მონაცემები შეკრიბეს და ეს ყველაფერი პლანეტარიუმის მსგავსად წარმოადგინეს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Daniel Fabrycky, Kepler, Kepler-11, ეგზოპლანეტები, მზის სისტემა, პლანეტარიუმი

ამერიკულმა კომპანია “მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი.
ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად “სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – “სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, “სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, “სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე.
ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი “მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი “სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მარცხი, მეცნიერება, ტექნოლოგია, წარუმატებელი, წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველებები

დღეისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი როლერ ქოსტერი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკები), სახელად “ფორმულა როსა”, აბუ დაბიში, “ფერარის” მსოფლიო გასართობ ცენტრში მოქმედებს.
ის იტალიური კომპანიის მონაწილეობით შეიმუშავეს და რა თქმა უნდა, მისი ვაგონები “ფერარის” ფორმულა ერთის ბოლიდებს მოგაგონებთ, მათზე გასეირნებით კი მძაფრი შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ.
მაგრამ შესაძლოა, მალე ამაზე გაცილებით ექსტრემალური ატრაქციონიც შეიქმნას – სამხრეთ კალიფორნიაში ბაზირებულმა სადიზაინერო ფირმა “BRC იმეჯინეიშნ არტსმა” შეიმუშავა პროექტი, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი ატრაქციონის შექმნას ითვალისწინებს. ის გაბედულები, რომლებიც მასზე განავარდებას გარისკავენ, 8 წამის განმავლობაში, უწონადობის შეგრძნებით ისიამოვნებენ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

ევოლუციური თეორიის ფუძემდებლად ითვლება დარვინი.
მან სწორად ახსნა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. მისი ნაშრომებია: “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში,” “შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების გარდაქმნა,” “ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა.” დარვინის თეორიის ძირითადი დებულებებია:
1. ევოლუციის მამოძრავებელი ძალები;
2. ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლის დადგენა;
3. გამრავლების ინტენსივობა;
4. ევოლუციის შეგუებითი ხასიათი მატერიალისტური და მისი ფარდობითი ხასიათის ახსნა;
5.ბუნებაში მაღალორგანიზირებული და დაბალორგანიზირებული ორგანიზმების ბუნებაში ერთდროული არსებობის და ადამიანის წარმოშობის ახსნა.
ევოლუციის მამოძრავებელი ძალებია: ცვალებადობა, არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა.
ცვალებადობა არის არამემკვიდრული, მემკვიდრული, კომბინაციური. არამემკვიდრულია მოდიფიკაციური, სეზონური (ცვლილებები წელიწადის დროების განმავლობაში) და ეპიგენეტიკური (ცვლილებები მთელი სიცოცხლის მანძილზე). არამეკვიდრული ცვალებადობა ჯგუფური და განსაზღვრულია. მემკვიდრული ცვლილება ინდივიდუალური და განუსაზღვრელია. კომბინაციურია უკვე არსებულის რეკომბინირება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ბუნებრივი არსებობისთვის ბრძოლა, გადარჩევა, დარვინიზმი
|
ბოლო კომენტარები