ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.
ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები – დედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყო.
არისტოტელემდე (384-322 ძვ.წ.) არსებული მოდელი გულისხმობდა, რომ სამყაროს ცენტრში მდებარეობს სფერული დედამიწა, დედამიწის გარშემო განლაგებულია მბრუნავი კონცენტრული სფეროები და ამ სფეროებზე მდებარეობენ მზე და პლანეტები. ამ მოდელის თანახმად, განაპირა სფეროზე მდებარეობდნენ ვარსკვლავები. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
თითქმის ერთი წლის წინათ, 25 დეკემბრის საღამოს ორბიტალურმა ობსერვატორიამ Swift ზეახალი ვარსკვლავის ძლიერი ელვარება დააფიქსირა, რომელსაც ინდექსი GRB 101225A მიენიჭა. ელვარების ხანგრძლიობა ნახევარ საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც იგი უკვალოდ ჩაქრა. მთელი წლის განმავლობაში მეცნიერები ეძებდნენ კითხვებზე პასუხს, რა იყო ასეთი ძლიერი გამოსხივების მიზეზი და რა მანძილზე იმყოფება ობიექტი. ამ მომენტისათვის გამოსხივების წყარო მხოლოდ ინფრაწითელ დიაპაზონში რეგისტრირდება და ვარსკვლავების დიდი დაჯგუფებებიდან და სხვა კოსმოსური ობიექტებისგან მოშორებითაა. რეალურთან ყველაზე ახლოს მეცნიერთა ორი ჯგუფის ვერსიები გამოიყურება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: GRB 101225A, Sergio Campana, Swift 25

რობოტი Simroid დანტისტების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, იგი შექმნილია იაპონიის სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ჰოსპიტალისა და კომპანიის Morita Manufacturing ინჟინრების მიერ. რობოტის პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 2007 წელს იყო წარმოდგენილი, მიმდინარე ვერსია გაცილებით სრულყოფილია.
მანქანა კომპანიის Kokoro ნაწარმია, რომელიც ადამიანის მსგავსი რობოტების სერიიდან Actroid შემქმნელია. სტომატოლოგიური სავარჯიშო თოჯინების უმეტეობა «უტყვი ლითონი ფანტომია», მაშინ როდესაც Simroid უფრო მეტად ჰგავს ცოცხალ არსებას. მანქანა ნამდვილის მსგავსი სილიკონის კანითაა დაფარული, ხოლო პირის ღრუ სენსორების დიდი რაოდენობითაა აღჭურვილი. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Actroid, Kokoro, Morita Manufacturing, Simroid

ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.
ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები – დედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყო. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: სამყარო

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის პირობებს შორის აღნიშნულია თხევადი წყლის არსებობა და საკუთარი ვარსკვლავიდან ოპტიმალური დისტანცია. მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძიებასთან ერთად მეცნიერები იმ ციური სხეულების კვლევასაც განაგრძობენ, რომლებიც ჩვენთან «ახლოს» არიან. NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ტბებს მალავს, რომელთაგან ერთ-ერთი ტევადობით ამერიკული უზარმაზარი ტბების ქსელს აღემატება, ხოლო ყინულის ქვევით დიდ სიღრმეზეა ოკეანე, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე უფრო დიდია. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პროცესში, რომელიც დედამიწაზე ზონდმა გალილეომ გადმოგზავნა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომაა ციური სხეულის ზედაპირი ქაოტური ფორმის, ანუ უწისრიგოდ ენაცვლებიან ერთმანეთს მთოვანი წარმონაქმნები, ნაპრალები და მდელოები. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Konamara, nasa, Thera Macula, აისბერგი, დედამიწა, ევროპა, თოში, იუპიტერი, ყინული, წყალი
მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა.
ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: David Nesvorny, Southwest Research Institute, ვარსკვლავები, იუპიტერი, კოიპერის სარტყელი, მზე, მზის სისტემა, მთვარე, ნეპტუნი, პლანეტა-გიგანტი, ურანი
დარვინის იდეების გავლენა ევოლუციის კვლევაზე
დარვინის “სახეობათა წარმოშობამ” დაარწმუნა მსოფლიო ევოლუციის არსებობაში. დარვინისეული თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ კი გაცილებით მეტ წინააღმდეგობას შეხვდა: მემკვიდრეობითობის მექანიზმის უცოდინრობა, ბუნებაში არსებული ცვალებადობის მექანიზმების არასრულყოფილი გაგება და, რაც მთავარია, მტკიცებულებების უქონლობა ამ თეორიის მოწინააღმდეგეთა რიცხვის გამრავლებას უწყობდნენ ხელს. ევოლუციის როგორც უწყვეტი, ასევე წყვეტილი განვითარების მხარდამჭერი არგუმენტები მრავლადაა ევოლუციის თეორიის ისტორიაში. ამ სტატიის მიზანია ასეთი არგუმენტების, მათი წარმოშობისა და განვითარების მიმოხილვა.
შესაძლებლობა და აუცილებლობა. ჩარლზ დარვინი არ გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთქვა იდეა, რომ ბუნება ევოლუციური გზით ვითარდება. ბუფონი (1707-1788), ლამარკი (1744-1829), და თვით დარვინის ბაბუა ერაზმუს დარვინი (1732-1802) ევოლუციის მომხრენი იყვნენ და მათი იდეები “სახეობათა წარმოშობა”-მდე (1859) ორი ან მეტი თაობით ადრე გამოითქვა. დარვინის თანამედროვემ რობერტ ჩემბერსმა (Robert Chambers, 1802-1871) გამოაქვეყნა “მტკიცებულებები ქმნილებათა ბუნებრივი ისტორიის შესახებ” (“Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რომელშიც ეოლუციის მხარდამჭერი არგუმენტები იყო მოყვანილი. ეს წიგნი 10-ჯერ გამოიცა და პირველი გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში 15 ათას ცალზე მეტი გაიყიდა. შედარებისათვის, დარვინის “სახეობათა წარმოშობა” გამოქვეყნებიდან პირველ ათწლეულში 5-ჯერ გამოიცა და ამ წიგნის 9250 ცალი გაიყიდა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: დარვინის თეორია, ევოლუცია

ტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაცია იქნება დადასტურებული.
2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერი შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ტელეპორტაცია

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტეროიდი ლუტეცია (Lutetia), შეიძლება ითქვას ნამდვილად ბედნიერია: არსებობის მანძილზე მან თავიდან აიცილა დიდ ობიექტებთან შეჯახება და ჩვენამდე მზის სისტემის ფორმირების ადრეული ეტაპების შესახებ მონაცემები მოიტანა.
იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის ასტეროიდებისთვის განეკუთვნებინათ ლუტეცია, მეცნიერები დიდი ხანი დაობდნენ. ამ საკითხში წერტილის დასმა მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მოხერხდა, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ზონდთან როზეტა (Rosetta) მუშაობს, დაწვრილებით შეისწავლა აპარატის მიერ 2010 წლის ზაფხულში შეკრებილი მონაცემები, ლუტეციასთან ტრანზიტული შეხვედრისას. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Chinese Academy of Sciences, Holger Sierks, Itokawa, Lutetia, Mathilde, Rosetta

როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.
ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად “ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, “ზემოდან ქვემოთ”, “შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. “ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი “ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე “ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე “დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა “ქვემოთ”, არამედ “გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
|
ბოლო კომენტარები