აპრ 15

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლექრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).
ქრისტე აღდგა! გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 13

ქრისტიანობაქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.

თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 13

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , ,

აპრ 07
წითელი პარასკევიწითელი კვერცხი

წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.

კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკება. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

აპრ 07

დღეს ხარებაადღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: “ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: “როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: “სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

აპრ 04


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , ,

მარ 26

ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე “კეთილისმსურველებისგან”.

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა – 1811 წელს რუსეთის სინოდმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 22

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს ჯვარ­ცმულ ღმერთს, რად­გან გრძნობს, რომ ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მის მი­ერ შეთ­ხზულ მი­თებ­სა და სიმ­დიდ­რეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მარ 11

ათეიზმი

საერთოდ ათეიზმი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ღმერთის გარეშე“, ათეისტები არიან ურწმუნოები (გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ ენაში ისინი მოიხსენიებიან ასე და არა უღმერთოები რადგან ეს უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის რწმენას.)ანუ არ სწამთ რაიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის და ა.შ.

ათეიზმი უძველესი დროიდან მოდის და მომდინარეობს, აი მაგალითად პლატონის აპოლოგიაში მელეთოსმა სოკრატეს ღმერთების ურწმუნოება დასწამა.. მაგრამ ადრე ამას ისეთი სავალალო შედეგები არ მოჰყვებოდა როგორც რენესანსის დროინდელ ევროპაში, ამის გამო გამოიგონეს ინკვიზიცია, რათა „ურწმუნოები“ დაესაჯათ რის გამოც ბევრმა გმომგონებელმა თავისი ნამუშევარი ვერ წარმოადგინა, რადგან შიში ჰქონდა, რომ ჯადოქრობას დასწამებდნენ და დაწვავდნენ კოცონზე, ამის მაგალითად ჯორდანო ბრუნო შეგვიძლია მოვიყვანოთ, მან თქვა რომ დედამიწა ბრუნავდა და იყო სფეროსებული, ხოლო ეკლესიამ იგი დაწვა რადგან მათ დოგმა და აქსიომა აზრის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ბრუნომ.

ათეიზმი საერთოდ სადისკუსიო თემაა და მისი გარჩევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ამას უბრალო მკითხველი და რელიგიური პირი ვერ გაარკვევს, ამ თემაზე უნდა საუბროდნენ ისეთები ვთქვათ როგორებიცაა რიჩარდ დოვკინსი, ჰოკინგი და ა.შ… რელიგია რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა – ვოლტერი. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

მარ 02

13 ივლისს კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა დღეს აღნიშნავენ

კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა. გაგრძელება »

ავტორი: marikusa191 ტეგები: ,

8 pages