ხატიხატის დღესასწაული დაწესდა 1613 წლის 14 მარტს. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის რუსეთის მეფედ არჩევის დღის აღსანიშნავად. თევდორესეული ხატი კოსტრომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში ეს ხატი ქალაქ კიდეკშის ახლოს აშენებულ სამრეკლოში იყო დასვენებული. ფსკოვის მთავარმა გიორგი ვსევოლოდის ძემ ხატის ქალაქ კიდეკშაში გადმოტანა მოისურვა. მაგრამ სამრეკლოში გაგზავნილმა მსახურებმა ხატის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს.მთავარი მიხვდა, რომ ღვთისმშობელს მისი ხატის სხვა ადგილად გადასავენება არ ენება, ამიტომ 1164 წელს მან სამრეკლოს ადგილას წმიდა სავანე აღაშენა და ზეციური დედოფლის ხატი ახლადაგებულ ტაძარში დააბრძანა. გაგრძელება »
ავტორი: marikusa191
ყოველი წლის 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს და ამგვარად მოიხსენიებს იმ სასწაულს, მრავალი საუკუნის წინ რომ აღესრულა.
ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, “რადგან ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა-წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით.” ტაძარში მათ შემოეგებათ მოხუცებული, რომელმაც მკლავთა ზედა თვისთა მიირქვა ყრმა და შეჰღაღადა უფალს: “აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 29-32), შემდეგ კი ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და გააფრთხილა: ” თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი” (ლუკა, 2, 35). ამ სიტყვებით მოხუცებულმა ის ტანჯვა იწინასწარმეტყველა, რომელიც მახვილივით განკვეთდა დედის გულს ჯვარცმული შვილის ხილვისას. ამ საოცარი მოხუცის სახელი სვიმეონი გახლდათ, რომელსაც სახარება მართალს უწოდებს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მირქმა

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: “და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს.
ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა.
მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. “მე ვარ მწყემსი კეთილი” (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა(ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: card, ID
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
“ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს” (I პეტრე 5.5) მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14). ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით “სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით”(იოანე 1.14). დიახ, “დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი”(ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: “ჩვენთან არს ღმერთი”(მათე 1.23). გიხაროდეთ, ერნო, “რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ” (I კორ.27.6). მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა. იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: საშობაო ეპისტოლე

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! მრავალს დაესწარით, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერები და გახარებულები! დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!!!
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: შობა

ისევ ისეთი ნელი, მოზომილი ნაბიჯით დადის და ასე გგონია. მიწასაც არ ეხება. ძნელია, მით უმეტეს ჩვენს დროში, სულიერი მწყემსობა. თავადვე უთქვამს: ძალზე მძიმეა ჯვარი ადამიანისა და მით უმეტეს ჯვარი პატრიარქისა გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ჩვენი პატრიარქი

“ღვთივკურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამს ერის სულიერი სიწმიდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, მშვიდობის იმ წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი ქვეყანა”.
“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა, ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა ღმერთმა დამისახა”. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ილია II
არსებობს ძველი სიბრძნე – ამქვეყნად ყველა ომი და უბედურება იმის გამო ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიანო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა. რუსები აცხადებენ, რომ ჩვენს პრეზიდენტთან ლაპარაკი შეუძლებელია, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ვინაიდან ყველა შემთხვევაში საქართველოს ჩაყლაპვაზე არიან დამეცადინებული. ომი და უბედურებაც არ გვაკლია. მტერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაეპატრონა, სამხედრო ბაზებს და “გარადოკებს” აშენებს და იქიდან წასვლაზე ფიქრიც არ სურს. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლება უწინასწარმეტყველებს მას დაშლას და დანაწევრებას, რომლის აღსრულების შემდეგ ჩვენს ყველა უბედურებას ეშველება. როდის დადგება ეს ნანატრი დღე, არავინ იცის. მანამდე ხელისუფალნი ერთმანეთის ლანძღვით იქცევენ თავს.
არადა, დიპლომატიაში არსებობს ცნება – “დიალოგი მტრებს შორის”. ამგვარი დიპლომატიის მაგალითები მრავლად არის არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ ქართული დიპლომატიის ისტორიაში. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ძალზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, დიალოგი უფრო ამართლებს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად გამოდგება საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომამდე არსებული დიპლომატიური ურთიერთობა. იყო უამრავი ტყუილი, რუსების მზაკვრობა, რაც მთავარია, იღვრებოდა ჩვენი თანამემამულეების სისხლი. რკინის ნერვები უნდა გქონდეს, რომ ყოველივე ამის ჩამდენს ხელი ჩამოართვა და მასთან დიპლომატიური საუბარი გააბა, მაგრამ აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, თუ სხვა გზა არა გაქვს. ასეთი მაგალითებით სავსეა საქართველოს ისტორია. მხოლოდ ზუსტად უნდა განსაზღვრა, როდის რა სჯობს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

http//:icode.ge-ს ადმინისტრაცია გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი.
ავტორი: Gordo
ტეგები: გიორგობა
|
ბოლო კომენტარები