თებ 21

1)გადი გატრასე–მიდდი გაიარე

გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

თებ 21

მალაიზიური განაჩენიროგორ დასრულდება ნარკოტრაფიკში ბრალდებულ ქართველ ქალთა გახმაურებული პროცესი

“საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან იმაზე მეტი ამბიცია, რასაც თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა  ჰქვია, ჩვენ არ გვაქვს”.

მიხეილ სააკაშვილი

“სიკვდილით დასჯა, უპირველესად, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც დანაშაულებრივ გზას დაადგა.” გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 21

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მეღვინეებსა და მევენახეებს ყველაზე ცოტა საქმე აქვთ.

ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, გაშლილი სუფრა და ბუხრის პირას მეგობრებთან ერთად ღვინის წრუპვა – აი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ღვინის მოყვარულმა ადამიანმა ზამთარში მოიმოქმედოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარი მხოლოდ მხართეძოზე წამოწოლისა და მოცალეობის პერიოდია.

პრობლემები   ზამთარში

ზამთარი ასევე არის შიშისა და დიდი ეჭვების პერიოდიც, რადგან დიდთოვლობამ შეიძლება პრობლემები როგორც ვენახს, ასევე მარანსაც შეუქმნას და ამ მხრივ სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თებერვალი დაიწყო თუ არა, შიდა ქართლში, დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში (ანუ სოფლებში, რომლებიც გრძელვადიან ოკუპაციას გადაურჩნენ) დიდი თოვლი მოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლებისა და მარნების გადათოვლაზე ერთობლივი ძალებით ეზრუნა. სოფელ კარალეთში 8 თებერვალს ლურსმანაშვილების ღვინის მარანი ისე დაითოვლა, რომ მარნის ძველმა სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სახურავი ჩაიმტვრა და კასრებში შენახული დაახლოებით 800 ლიტრი ღვინის (ძირითადად გორული მწვანე) გადასარჩენად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 15

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, 2011 წელი შეიძლება მაინც გადამწყვეტ ეტაპად მივიჩნიოთ, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ აღნიშნა გაზეთ „ნავიგატორთან“ საუბრისას.
„თუ წინა წლები ზოგადად ელექტრონული მმართელობის განვითარების მხრივ ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იყო, 2012 წელს უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ. მანამდე არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც იყო ელექტორნული ID, ხელმოწერა, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რომელიც დააინტეგრირებდა ინფორმაციულ სისტემებს ქვეყანაში. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპონენტები ჩამოყალიბებულია და არსებობს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, ეს კომპონენტები სრულფასოვნად დავტვირთოთ და ავამოქმედოთ,“ ამბობს ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე  გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 14

საქართველოს ტერიტორია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზაგასაყარია აზიასა და ევროპას შორის. ეს რეგიონი ბიოგეოგრაფიული რეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წწ.) ეპოქიდან.

რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ “ჩიხს” , სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით თანაარსებობდა.

საქართველოს ტერიტორიაზე გამორჩეული მხარეა ზემო იმერეთი. ეს კარსტული რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური მღვიმეებითა და გამოქვაბულებით.

მღვიმეებსა და გამოქვაბულებში, მათი ბუნებრივად დაცულობის გამო, კარგად არის შემორჩენილი ხელუხლებელი გეოლოგიური და, შესაბამისად, კულტურული ფენები. სწორედ მათი კვლევა იძლევა შესაძლებელობას, პასუხი გაეცეს სხვადასხვა დარგის მეცნიერთა წინაშე არსებულ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, მით უფრო, რომ ისინი სხვადასხვა ინტენსივობით გამოყენებოდა ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქიდან კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე (პალეოლითი, ნეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები). ისინი თითქმის დღემდე გამოიყენება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

თებ 13

ხორცის შენახვისა და დამუშავების ტრადიციები საქართველოში

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა. ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში  შეგვიზლია დავასახელოდ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

თებ 10

ამ კვლევის ავტორის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება. ეს – ადამიანების ან მოვლენების ისტორია თანამედროვე შეფასების მიღმა, შეიძლება ველური ან უხერხული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის – ისტორიაა.

80-იანი წლების შუახანებში გამიტაცა ვასილი ვერეშჩაგინის, მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. ის საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად იყო აღიარებული “დიდ ჰუმანისტად”, მისი შეხედულებების ილუსტრაციად კი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი იყო მისი სურათის “ომის აპოთეოზის” რეპროდუქცია. ალბათ გეხსომებათ: [სურათზე გამოსახულია] მთა რამდენიმე ათასი ადამიანის თავის ქალისგან და მინაწერი – “ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს – ყოფილებს, ახლანდელებს და მომავლებს”. ვერეშჩაგინი ნამდვილად იყო ნიჭიერი და ღირსეული მხატვარი, კლასიკური რეალიზმის მიმდევარი, ბრწყინვალე მკვლევარი, რომელიც სიუჟეტებს წვრილმან დეტალებში აღწერდა.

მწერალზე წიგნის წერას მას შემდეგ დავანებე თავი, რაც მის წიგნში წავაწყდი ფრაზას მხატვრული კრიტიკოსის, ვლადიმირ სტასოვისათვის მიწერილი წერილიდან: “მე თვითონ, ვესროდი ადამიანებს, როგორც კაკბებს.” ვერეშჩაგინი წერდა თავისი მონაწილეობის შესახებ სამარყანდის “დაცვაში” 1868 წელს. მე აღარ მქონდა სურვილი მეწერა “დიდ ჰუმანისტზე”, მაგრამ ვერეშჩაგინის ნამუშევრებმა სხვა წიგნზე მუშაობისკენ მიბიძგა – პროსტიტუციის ისტორიაზე ცენტრალურ აზიაში. ვერეშჩაგინი კარგი ეთნოგრაფი იყო და თავის თითოეულ სურათს აღწერდა დღიურებში, რომელთა ნაწილი წიგნად გამოიცა. ერთ-ერთ დღიურში წავიკითხე აღწერა სურათისა “ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა.” მასზე გამოსახულია 5-6 წლის შიშველი ბიჭი და ვაჭრები აზიურ ხალათებში. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

თებ 10

HSPA+ სტანდარტის ქსელი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით 21 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
HSPA+ სტანდარტის მხარდაჭერა თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, ასეთი ტელეფონი ავტომატურად გამოიყენებს HSPA+ ქსელს, როგორც კი მისი დაფარვის არეში მოხვდება. პირველ ეტაპზე HSPA+ სტანდარტის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში და მის შემოგარენში, 2012 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა დანარჩენი დასახლებული პუნქტი.

კიდევ ერთი სიახლე მათთვის, ვისაც ინტერნეტი მუდმივად სჭირდება – სახლში, აგარაკზე, გზაში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას – მაგთიკომი წარმოგიდგენთ ახალ უსადენო ორსიხშირიან, უნიკალური ფუნქციის მქონე მოდემს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს HSPA+ და EVDO ქსელებში

ეს მოდემი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ წერტილში, სადაც მაგთიკომის სიგნალი ვრცელდება, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და დროის მოცემულ მომენტში ავტომატურად გამოიყენოს ის ქსელი, რომელიც ნაკლებად არის დატვირთული. სწორედ ამის შედეგად ორსიხშირიანი მოდემის მომხმარებელს გარანტირებული აქვს კავშირის საუკეთესო სიჩქარე.  გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: ,

თებ 09

არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო :( როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს   სიამოვნების განცდას. გაგრძელება »

ავტორი: Guns_N_Roses ტეგები: ,

თებ 04

ახლოვდება არჩევნები. არჩევნები კი ერთგვარი რინგია პოლიტიკოსებისთვის, სადაც ხდება შედეგების შეფასება და ანალიზი. პოლიტიკისები ფიქრობენ თუ სად დაუშვეს შეცდომა, რომელ ეტაპზე მოხდა ამომრჩევლის რაოდენობის კლება. ალბათ ყველაზე მეტად ჩემთვის ბრენდ მენეჯერები, პოლიტიკურ ენაზე კი პოლიტიკური სტრატეგები და პიარ აგენტები ნერვიულობენ სასურველი შედეგის არმიღების შემთხვევაში.პიარ აგენტები ფიქრობენ ,რამდენად გაამართლა მათმა შერჩეულმა სტრატეგიამ. გაგრძელება »

ავტორი: giorgi iakobashvili ტეგები:

12 pages