|
ოქტ 28
|

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.
…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.
მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო. გაგრძელება »





სპორტული კარიერის განმავლობაში ნაშოვნი დიდი ფული არ ნიშნავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც აუცილებლად მილიონერი იქნებით. ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, დიდი ფულის დახარჯვას დიდი ჭკუა არ სჭირდებაო, მაგრამ არც ასეა საქმე. მაგალითისთვის მაიკ ტაისონიც გამოდგება. მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მოკრივემ თავის დროზე ათეულობით მილიონი იშოვა, მაგრამ, იმის გამო, რომ მისი ინტელექტი მესამეკლასელი ბავშვის ინტელექტს არ აღემატებოდა, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ვალებში იხრჩობოდა, მისი ბუღალტრები სადღაც გამქრალიყვნენ, ხოლო 150-მილიონიანი ქონებიდან არაფერი დარჩენილიყო. ამის მიუხედავად, სპორტსმენთა ინტელექტი არ არის ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც ისინი ოფლით ნაშოვნ მილიონებს კარგავენ.



ბოლო კომენტარები