თებ 10

მოდური და ექსტრავაგანტული ფეხსაცმელი ირის ვან ჰერპენისგაგან ქალებს :) გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 08


მოგზაურობას აპირებთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, საით გაეშუროთ? National Geographic-ის ჟურნალმა “Traveler” შეადგინა 20 პუნქტიანი სია 2012 წლის საუკეთესო ტურისტული წერტილების შესახებ. არჩევანი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია – ხორვატიის რომანტიკული გორაკებიდან ტაილანდის საუცხოო პლაჟებისკენ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , ,

თებ 06

 ანუ რატომ არ უნდა წავიდეთ მარცხნივ…

“სახელმწიფო ფიქციაა, რისი საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცდილობს იცხოვროს”

ფრედერიკ ბასტია

ახლახან ტელევიზიით კომიკური სცენა ვიხილეთ, როდესაც წამყვანი და მისი თანამოსაუბრე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ – ვინ უფრო მემარცხენე იყო. ეს საფრანგეთში ან იტალიაში რომ ხდებოდეს, იქნებ არავის გაკვირვებოდა კიდეც. იტალიაში, ისევე როგორც რუსეთში მაგალითად, კომუნისტური პარტია არსებობს და საკმაოდ მყარადაც დგას ფეხზე. პარიზში ლენინის მუზეუმი არსებობს, იდეოლოგიური და კრიმინალური მაფიოზის, ვისმა შექმნილმა საბჭოთა იმპერიამაც მილიონოით ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.

უფრო საოცარია ქართველებისგან მიდრეკილება, რომ ღიად ამტკიცონ, მემარცხენე იდეოლოგიის მომხრე ვარო. მიკვირს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თვითონ აქვთ გამოცდილი სოციალიზმის სიავ-კარგე; რომ გამოკითხო, თვითონვე მოგიტანენ ბევრ მაგალითს, რამდენად ცუდად მუშაობდა იგი. მე თუ მკითხავ, სწორედ ყოფილი საბჭოელები ვართ სოციალიზმის კარგი ექსპერტები და სწორედ ჩვენ შეგვიძლია კარგად ვასწავლოთ დანარჩენ მსოფლიოს, რატომ არ მუშაობს სოციალიზმი და მემარცხენეობა რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ჩვენ შეგვიძლია, ყველას ვაუწყოთ, რომ კოლექტივიზმი, საერთოობა (საერთო საკუთრება), უფასო სერვისები ნონსენსია – მხოლოდ დაბალ ხარისხს და ჩამორჩენილობას განაპირობებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

თებ 04

ახლოვდება არჩევნები. არჩევნები კი ერთგვარი რინგია პოლიტიკოსებისთვის, სადაც ხდება შედეგების შეფასება და ანალიზი. პოლიტიკისები ფიქრობენ თუ სად დაუშვეს შეცდომა, რომელ ეტაპზე მოხდა ამომრჩევლის რაოდენობის კლება. ალბათ ყველაზე მეტად ჩემთვის ბრენდ მენეჯერები, პოლიტიკურ ენაზე კი პოლიტიკური სტრატეგები და პიარ აგენტები ნერვიულობენ სასურველი შედეგის არმიღების შემთხვევაში.პიარ აგენტები ფიქრობენ ,რამდენად გაამართლა მათმა შერჩეულმა სტრატეგიამ. გაგრძელება »

ავტორი: giorgi iakobashvili ტეგები:

იან 20

 ახალზელანდიელი რისი ახალზელანდიელია, თუ ცხვრის კრეჭვა არ იცის.

სამხრეთ ნახევარსფეროს ეს ქვეყანა რომ ერთ-ერთი მოწინავეა ცხვრის ექსპორტით, ცნობილი ამბავია.

მერინოსის ჯიშის ცხვარს მადლიერმა ზელანდიელებმა ძეგლიც კი დაუდგეს. ასე რომ, უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს მათი მოთხოვნა – ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ თამაშებზე საჩვენებელ სპორტის სახეობად შეიტანონ. ახალზელანდიელი ფერმერები ამბობენ, დროა, ეს დისციპლინა მსოფლიო არენაზე გავიდეს. ცხვრის კრეჭვა არაფრით ჩამოუვარდება ფეხბურთსა და ჩოგბურთსო. ახალ ზელანდიაში ცხვრების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას (4,4 მილიონი) თითქმის ათჯერ აღემატება და 40 მილიონ სულს შეადგენს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

იან 10

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგეი დაიბადა, 1770 წელს . გარდაიცვალა ბერლინში 1831წელს. შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე 1788-1793 წწ. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრoბლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.1801 ჰეგელმა გამოაქვეყნა შრომა განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის, რომელშიც იცავს შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში.1807-1808 ჰეგელი ბამბერგის გაზეთის რედაქტორი იყო, 1808-1816 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 გამოაქვეყნა თავისი „ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 — II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“. 1818 ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 გამოაქვეყნა „სამართლის ფილოსოფია“. 1829-1830 ჰეგელი იყო ბერlინის უნივერსიტეტის რექტორი.
მისი ერთერთი გამორჩეული ნაშრომია  ,,გონის ფენომენოლოგია” რომელიც, დიალექტიკური მეთოდის გამოყენების შესანიშნავი ნიმუში იყო. ჰეგელის თავდაპირველი განზრახვით ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. არსებითად ეს ნაშრომი შეკუმშული სახით შეიცავს ჰეგელის მიერ თითქმის ყველა უძირითადეს მომენტს, ამიტომ, როგორც მარქსი აღნიშნავდა, იგი წარმოადგენს ჰეგელის ფილოსოფიურ ჭეშმარიტ წყაროსა და საიდუმლოს. „გონის ფენომენოლოგია“ გვიხასიათებს მიმართებებს სუბიექტსა და ობიექტს, ცნობიერებასა და მის საგანს შორის. თავდაპირველად საგანი ევლინება აზრს როგორც უცხო, მისგან არსებითად განსხვავებული რამ. გაგრძელება »

ავტორი: giorgi iakobashvili ტეგები:

იან 06

ნაციონალიზმი — იდეოლოგია რომელის მიხედვითაც ერი ანუ “ნაცია” არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს.
თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით XIX საუკუნეში ნაციონალისტუმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის ნაციონალური მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეოონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინსვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა.
საფრანგეთში მიმდინარე ამ ევოლუციასთან ერთად დაიწყო მსგავსი პროცესები ამერიკაში, რაც გამოიხატა ჩრდილოეთში ამბოხით ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ (1776-83) და მოგვიანებით ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამხრეთში (1820-22). აქ ამბოხის საფუძველი პოლიტიკური იყო – ბრძოლა ევროპის იმპერიული ცენტრებისაგან დამოუკიდებლობისათვის, პოლიტიკური უფლებებისათვის და საზოგადოების თვითგამორკვევისათვის. გაგრძელება »

ავტორი: giorgi iakobashvili ტეგები: , , , ,

იან 03


2012 წელს, მსოფლიო სხვადასხვა ემოციით შეხვდა. ზოგი სიხარულით და მომავლის დიდი იმედით, ზოგიც რწმენით, რომ ეს წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2011, ისინი კი, ვისაც მაიას ტომის წინასწარმეტყველების სჯერა, შიშით და სკეპტიკურად შეხვდნენ დრაკონის წელს. გაგრძელება »

ავტორი: kemo ტეგები: ,

იან 02

ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც. გაგრძელება »

ავტორი: ucha ტეგები: ,

დეკ 29

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნ­დი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიე­რებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარ­და, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობე­ბი შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა “განწირული”.

მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემ­პიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუ­კეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ.

1.კამპ ნოუ
(ბარსელონა)
საშუალო დასწრება 79.458

ბარსელონა ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, 2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკ­ვირი, რომ კამპ ნოუ თითქმის ყოველთვის სავსეა. გაგრძელება »

ავტორი: kemo ტეგები:

48 pages